მე

სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის მენეჯერობის ბენეფიტები

როდესაც 26 წელი სულ ახლახანს შეგისრულდა, მაგრამ ამბიციები და სამყაროსთვის და ყოფილი უფროსისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილი ვენებში სისხლს გიდუღებს, ყველა გასაუბრებას წარმატებით გაივლი, ყველა კონკურსში გაიმარჯვებ, ოლიმპის მთაზეც ახვალ, ღმერთებსაც გაუსწორებ თვალს და სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის მენეჯერი გახდები. მაშ ასე, მარკეტინგის მენეჯერი ხარ და საკუთარი ციხე-სიმაგრე გაქვს. შემდეგ რა ხდება? მხოლოდ ახლა ეშვები მიწაზე და… Continue reading სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის მენეჯერობის ბენეფიტები

მე, პირადი განვითარება

უმიზნობის სტრესიდან მიზნის სტრესამდე

ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტრესის გამომწვევი, ალბათ, უმიზნობაა. არ გაქვს მიზანი, არ იცი რა აკეთო, არაფერი არ გიდუღებს ძარღვებში სისხლს, დილით გაღვიძება არ გიხარია, ნახევრად მძინარე იხეხავ კბილებს და თვალდახუჭული ინერციით სვამ ყავას... და ასე ყოველ დღე, მორიგი უმიზნო, ნაძალადევი ღიმილით გატარებული უღიმღამო დღე ...  შენც იქექები საკუთარ თავში: ნუთუ ჩემი გეგმა უკვე შევასრულე და ახალი მიზნები აღარ… Continue reading უმიზნობის სტრესიდან მიზნის სტრესამდე

მე

ცხოვრებავ, ამდენს გიღიმი, გთხოვ, მესროლე ერთი მზის სხივი!

ამბობენ, ყველა ადამიანს რაღაცის ნიჭი აქვს. ჩემი ნიჭი, ალბათ, ქვეცნობიერთან საუბარია. უფრო სწორედ, ქვეცნობიერს მონოლოგის რეჟიმში ვყავარ გამოჭერილი. გვიან ღამით, როდესაც ყველას ჩემს გარშემო სძინავს, მათ შორის ჩემს სხეულსაც კი, ჩემი ქვეცნობიერი სიტყვების ნაკადს მასხავს თან ისე, რომ ერთი ბგერის წარმოთქმის საშუალებასაც არ მაძლევს: უკვე 28 წლის ხარ, მალე მოკვდები, ვერაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებ და… Continue reading ცხოვრებავ, ამდენს გიღიმი, გთხოვ, მესროლე ერთი მზის სხივი!

უკატეგორიო

ადამიანები კოდადან

თბილისიდან რამოდენიმე კილომეტრში, ქვემო ქართლის რეგიონში არსებობს სოფელი კოდა. კოდაში არსებულ ყოფილ სამხედრო ქალაქში, რომელიც 10 -მდე კორპუსისაგან შედგება ცხოვრებენ 2008 წლის აგვისტოს ომიდან დევნილი პირები. უმეტესობა ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს: პენსიონიერის შემთხვევაში 160 ლარი (პენსია) + 60 ლარი (სოციალური დახმარება) და არასაპენსიო ასაკის შემთხვევაში - 45 ლარი (დევნილის სტატუსის) +… Continue reading ადამიანები კოდადან

მე

ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს ჰქვია “ჩემი ფეხები”

ჩემმა მეგობრებმა იციან რომ ძალიან მიყვარს სამედიცინო სერიალები:  სასწრაფო, ექიმი ჰაუსი,  გრეის ანატომია და ექიმი ზაიცევას დღიურებიც კი. როდესაც სიმპატიური ანესთეზიოლოგი საოპერაციოში მიმაგორებდა თავში გამუდმებით მიტრიალებდა აზრი, რომ იმდენი ვუყურე გრეის ანატომიას, ისე ახლოს მივუშვი გულთან, რომ ჩემი ლეპტოპის მონიტორიდან პირდაპირ ჩემს ცხოვრებაში გადმოინაცვლა, მეთქი, და გულიანად ვიცინოდი, რაც ექიმებმა ოპერაციის წინა ნერვულ აშლილობას მიაწერეს.… Continue reading ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს ჰქვია “ჩემი ფეხები”

მარკეტინგი

უცნაური მუზა

ვერ ვიტყვი რომ დაგეგმილი შვილი იყო. მას ნამდვილად არ შენატროდნენ წლები.  თუმცა, რაკიღა ისე მოხდა და მოევლინა ამ ქვეყანას, რა უნდა ექნათ მშობლებს?  უბრალოდ მიიღეს ოჯახში. მის სახელზე ბევრი არ უკამათიათ და არ უდავით. რიგითი სახელი დაარქვეს და ცხოვრებისეულ, თავისუფალ ცურვაში გაუშვეს... მის მომავალზეც ბევრი არ უფიქრიათ და შესაბამისად არც მის განათლება-განვითარებაშიც იყვნენ დაინტერესებულნი. მშობლები… Continue reading უცნაური მუზა

მე

ჩემი აბსოლუტური სურვილები

2013 წლის 29 დეკემბერს მეგობრები ავღნიშნავდით ახალი წლის დადგომას, როდესაც ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა სპონტანურად წამოჭრა იდეა, რომ ყველას დაგვეწერა სურვილები თუ რისთვის  გვინდოდა მიგვეღწია 2014 წლის განმავლობაში, შეგვენახა და 1 წლის მერე ისევ შევკრებილიყავით და წაგვეკითხა ერთმანეთისათვის და გვენახა ვის აუხდა და ვის არა 🙂 ჰოდა ჩამოვწერეთ და შევინახეთ არაყი Absolut-ის ბოთლში ჩვენი Absolut-ური სურვილები. როგორი… Continue reading ჩემი აბსოლუტური სურვილები

მარკეტინგი, მე

ბლოკნოტების მიზიდულობა

დაკვირვებიხართ რომ გარშემო თითქმის ყველას რაღაცნაირი განსაკუთრებული მიზიდულობა გააჩნია გააჩნია სუფთა ფურცლების საგულდაგულოდ შეკრულ დასტასთან, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურობაში  ბლოკნოტი ეწოდება. გვიყვარს როდესაც ბლოკნოტებს საჩუქრად გვჩუქნიან, როდესაც კორპორატიულად გვერგება და საკუთარი თავისთვის როგორ გვიყვარს სხვადასხვაგვარი ბლოკნოტების შეძენა. დიდი სითბოთი ვეპყრობით მათ.  თითქოს გვიყვარს კიდეც ... არადა რა არის ამ საგანში ასეთი განსაკუთრებული? თავისი არსით ჰო ეს… Continue reading ბლოკნოტების მიზიდულობა