ჩემი TED თარგმანები

ძვირფასო მკითხველებო,  გადავწყვიტე ჩემს მიერ TED -სათვის ნათარგმნი ვიდეოები ცელკეც გამოვაქვეყნო. გვერდს განვაახლებ ყოველი მორიგი ვიდეოს თარგმნისას. შემოისეირნეთ ხოლმე🙂

როგორ მიიღო ელისონ ჰანტმა ახალი მენჯ-ბარძაყის სახსარი

როდესაც ელისონ ჰანტმა აღმოაჩინა რომ მენჯ-ბარძაყის სახსრის ოპერაცია ესაჭიროებოდა და რომ კანადის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის გათვალისწინებით, დაახლოებით, 2 წელი უნდა გაეტარებინა უსასრულო რიგსა და აუტანელ ტკივილში, მან გადაწყვიტა თავისი ბედი საკუთარ ხელში აეღო.

თარგმანი: ნატალი საგინაშვილი

რედაქტირება: ანდრო დგებუაძე

ჯეფ სმიტი: ბიზნესის გაკვეთილები … ციხიდან

ჯეფ სმიტმა ერთი წელიწადი გაატარა ციხეში. თუმცა, ის რაც მან შიგნით აღმოაჩინა აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი მოლოდინებისაგან. ჯეფმა თავის ამხანაგ პატიმრებში დაინახა უსაზღვრო მოხერხებულობა და ბიზნეს ინსტიქტები. ის გვისვამს კითხვას: რატომ არ უნდა დავეხმაროთ ყოფილ პატიმრებს ამ პოტენციალის გამოყენებასა და ამით საზოგადოებისათვის სარგებლის შექმნაში, როდესაც ისინი თავისუფლებას დაუბრუნდებიან? ( TED Talent Search (TED ტალანტების ძიების) ივენთი TED@NewYork.)

თარგმანი: ნატალი საგინაშვილი

რედაქტირება: ანდრო დგებუაძე

რიჩარდ სეინტ ჯონი: “წარმატება განგრძობითი მოგზაურობაა”

საუბრის დამახასიათებელი, გულწრფელი მანერით, რიჩარდ სეინტ ჯონი შეგვახსენებს, რომ წარმატება ცალმხრივი მოძრაობა არ არის. იგი იშველიებს საკუთარი ბიზნესის წარმატებისა და დაცემის ისტორიას და დემონსტრაციას უკეთებს ღირებულ გაკვეთილს – – როგორც კი ვწყვეტთ მუშაობას, ფსკერზე ვეშვებით.

თარგმანი: ნატალი საგინაშვილი

რედაქტირება: ანდრო დგებუაძე

დენ მეიერი: მათემატიკის გაკვეთილები განახლებას საჭიროებს

დღევანდელი მათემატიკის გაკვეთილები მოსწავლეებს ასწავლის მოელოდნენ და ამოხსნან “დახატე-ციფრების-მიმდევრობით-შეერთებით”-ტიპის ამოცანები. ეს პრაქტიკა მოსწავლეებს არ ასწავლის ამოცანების ამოხსნაზე მნიშვნელოვან რამეს: ამოცანის ფორმულირებას. დენ მეიერი გვაჩვენებს საკლასო ოთახში გამოცდილ მაგალითებს, რომლებიც მოსწავლეებს ფიქრისკენ უბიძგებს.

თარგმანი: ზაქარია ბაბუციძე

რედაქტირება: ნატალი საგინაშვილი

სტეისი კრეიმერი: საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც ოდესმე გადავრჩენილავარ

სტეისი კრეიმერი მოგიყვებათ პირად, ამაღელვებელ, 3–წუთიან ისტორიას, რომელიც ნათლად გიჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება არასასურველი, შემაშინებელი, მტკივნეული და ძვირადღირებული გამოცდილება, მოულოდნელად, შეუფასებელ საჩუქრად იქცეს.

თარგმანი: ნატალი საგინაშვილი

რედაქტირება: ზაქარია ბაბუციძე

რატომ არ კეთდება საქმე სამსახურში

ჯეისონ ფრიდს მუშაობაზე რადიკალური თეორია აქვს: რომ ოფისი ამისთვს შესაბამისი ადგილი არ არის. ის გვაცნობს მთავარ პრობლემებს ამასთან დაკავშირებით და გვთავაზობს სამი გადაწყვეტის საშუალებას, თუ როგორ უნდა გააკეთო საქმე სამუშაო ადგილას.

თარგმანი: მერი ტოგონიძე

რედაქტირება: ნატალი საგინაშვილი

არიანა ჰაფინგტონი: როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას? მეტი იძინეთ

თავის მოკლე გამოსვლაში არიანა ჰაფინგტონი გაგვიზიარებს პატარა იდეას, რომელსაც შეუძლია გამოაღვიძოს სხვა ბევრი დიდი იდეა. ეს არის ღამის ძილის მნიშვნელობა. ძილის დეფიციტით ტრაბახის სანაცვლოდ, ის მოგვიწოდებს რომ დავხუჭოთ თვალები და დავინახოთ უფრო ფართო სურათი: პროდუქტიოლობის, ბედნიერებისა და უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებისაკენ გზა ძილზე გადის.

თარგმანი: ნატალი საგინაშვილი

რედაქტირება: ანდრო დგებუაძე

მეტ ქათსი: სცადეთ რაიმე ახალი 30 დღის განმავლობაში

არსებობს რაიმე, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ ჯერაც ვერ მოახერხეთ? მეტ ქათსი გვეუბნება: სცადეთ ეს 30 დღის განმავლობაში. მოკლე, უზრუნველი გამოსვლა გვთავაზობს მიზნების დასახვისა და მიღწევის შესანიშნავ გზას.

თარგმანი: ნატალი საგინაშვილი

რედაქტირება: ანდრო დგებუაძე

საიმონ საინეკი: როგორ შთააგონებენ ნამდვილი ლიდერები მოქმედებისაკენ

საიმონ საინეკს აქვს მარტივი მაგრამ ეფექტური მოდელი შთამაგონებელი ლიდერობისათვის, რომლის მიხედვითაც ყველაფერი იწყება ოქროს წრეწირით და კითხვით – ”რატომ?” მისი მაგალითები მოიცავს Apple-ს, მარტინ ლუთერ კინგსა და ძმებ რაითებს – მათ საპირისპიროდ კი Tivo–ს, რომელიც (ახლახანს მოგებულ სასამართლო პროცესამდე, რომელმაც გაასამმაგა მათი აქციების ღირებულება) სავალალოდ გამოიყურებოდა.

თარგმანი: ანდრო დგებუაძე

რედაქტირება: ნატალი საგინაშვილი

რიჩარდ ბრენსონის ცხოვრება 30 000 ფუტის სიმაღლეზე

რიჩარდ ბრენსონი ესაუბრება TED–ის წამყვანს, კრის ანდერსონს, საკუთარი კარიერის აღმასვლებისა და დაცემების შესახებ; რამდენიმე მილიარდიანი წარმატებიდან რამოდენიმე სასიკვდილო საფრთხემდე – იგი ასევე გაგვიზიარებს თავის რამოდენიმე (მეტად გასაოცარ) იდეას.

თარგმანი: ნატალი საგინაშვილი

რედაქტირება: ანდრო დგებუაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s