ადამიანები კოდადან

თბილისიდან რამოდენიმე კილომეტრში, ქვემო ქართლის რეგიონში არსებობს სოფელი კოდა. კოდაში არსებულ ყოფილ სამხედრო ქალაქში, რომელიც 10 -მდე კორპუსისაგან შედგება ცხოვრებენ 2008 წლის აგვისტოს ომიდან დევნილი პირები. უმეტესობა ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს: პენსიონიერის შემთხვევაში 160 ლარი (პენსია) + 60 ლარი (სოციალური დახმარება) და არასაპენსიო ასაკის შემთხვევაში – 45 ლარი (დევნილის სტატუსის) + 60 ლარი (სოციალური დახმარება). ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ სოფლებში … Continue reading ადამიანები კოდადან

ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს ჰქვია “ჩემი ფეხები”

ჩემმა მეგობრებმა იციან რომ ძალიან მიყვარს სამედიცინო სერიალები:  სასწრაფო, ექიმი ჰაუსი,  გრეის ანატომია და ექიმი ზაიცევას დღიურებიც კი. როდესაც სიმპატიური ანესთეზიოლოგი საოპერაციოში მიმაგორებდა თავში გამუდმებით მიტრიალებდა აზრი, რომ იმდენი ვუყურე გრეის ანატომიას, ისე ახლოს მივუშვი გულთან, რომ ჩემი ლეპტოპის მონიტორიდან პირდაპირ ჩემს ცხოვრებაში გადმოინაცვლა, მეთქი, და გულიანად ვიცინოდი, რაც ექიმებმა ოპერაციის წინა ნერვულ აშლილობას მიაწერეს. საკუთარ დიაგნოზში კი  მაშინ დარწმუნდნენ, როდესაც პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე სიმღერა … Continue reading ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს ჰქვია “ჩემი ფეხები”

redgirlsweb

უცნაური მუზა

ვერ ვიტყვი რომ დაგეგმილი შვილი იყო. მას ნამდვილად არ შენატროდნენ წლები.  თუმცა, რაკიღა ისე მოხდა და მოევლინა ამ ქვეყანას, რა უნდა ექნათ მშობლებს?  უბრალოდ მიიღეს ოჯახში. მის სახელზე ბევრი არ უკამათიათ და არ უდავით. რიგითი სახელი დაარქვეს და ცხოვრებისეულ, თავისუფალ ცურვაში გაუშვეს… მის მომავალზეც ბევრი არ უფიქრიათ და შესაბამისად არც მის განათლება-განვითარებაშიც იყვნენ დაინტერესებულნი. მშობლები არც მოხდენილ კაბებსა და ლამაზ ფეხსაცმელს არ ყიდულობდნენ მისთვის, რამეთუ … Continue reading უცნაური მუზა

ჩემი აბსოლუტური სურვილები

2013 წლის 29 დეკემბერს მეგობრები ავღნიშნავდით ახალი წლის დადგომას, როდესაც ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა სპონტანურად წამოჭრა იდეა, რომ ყველას დაგვეწერა სურვილები თუ რისთვის  გვინდოდა მიგვეღწია 2014 წლის განმავლობაში, შეგვენახა და 1 წლის მერე ისევ შევკრებილიყავით და წაგვეკითხა ერთმანეთისათვის და გვენახა ვის აუხდა და ვის არა🙂 ჰოდა ჩამოვწერეთ და შევინახეთ არაყი Absolut-ის ბოთლში ჩვენი Absolut-ური სურვილები. როგორი სიმბოლურია, არა?🙂 საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა იმ დროს. სამსახურიდან მოვდიოდი ძალიან … Continue reading ჩემი აბსოლუტური სურვილები

ბლოკნოტების მიზიდულობა

დაკვირვებიხართ რომ გარშემო თითქმის ყველას რაღაცნაირი განსაკუთრებული მიზიდულობა გააჩნია გააჩნია სუფთა ფურცლების საგულდაგულოდ შეკრულ დასტასთან, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურობაში  ბლოკნოტი ეწოდება. გვიყვარს როდესაც ბლოკნოტებს საჩუქრად გვჩუქნიან, როდესაც კორპორატიულად გვერგება და საკუთარი თავისთვის როგორ გვიყვარს სხვადასხვაგვარი ბლოკნოტების შეძენა. დიდი სითბოთი ვეპყრობით მათ.  თითქოს გვიყვარს კიდეც … არადა რა არის ამ საგანში ასეთი განსაკუთრებული? თავისი არსით ჰო ეს წმინდა ფუნქციონალური გამოყენების მარტივი მექანიზმით შექმნილი ფურცლების შეკვრაა! იქნებ ბლოკნოტის … Continue reading ბლოკნოტების მიზიდულობა

არსებობენ ადამიანები

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ელოდებიან სასწაულებს, არ ელოდებიან  ბედნიერებას, არ ელოდებიან წარმატებას, არ ელოდებიან ღვთის წყალობას, არ ელოდებიან სამსახურს, არ ელოდებიან სიყვარულს, არ ელოდებიან ლატარეაში მოგებას, არ ელოდებიან …  რადგან იციან რომ ლოდინი არაფერია, ზეროა, პასიური მდგომარეობაა და რომ სასწაულს, ბედნიერებას, წარმატებას, ღვთის წყალობას, სამსახურს, სიყვარულ, ფულს  და სხვა ყველაფერს მოქმედება სჭირდება … არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ზიან ფეხი-ფეხ გადადებულნი და არ განიხილავენ გლობალურ პრობლემებს … Continue reading არსებობენ ადამიანები

საუკუნეა …

საუკუნეა არაფერი დამიწერია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ საუკუნეა, რაც ჩემს ცხოვრებაში არაფერი საინტერესო არ მომხდარა. პირიქით, ბოლო პერიოდში იმდენად საინტერესო რაღაცეები ხდება, რომ დროს საერთოდაც ვეღარ ვგრძნობ. სამაგიეროდ იმას ვგრძნობ, რომ მენატრება წერა და საკუთარი აზრების გაზიარება. მთავარი ახალი ამბავი კი, რომლის გაზიარებაც ახლა მინდა ეს არის ის, რომ სამსახური შევიცვალე და ამჟამად უკვე ქარვასლა შოპინგ მოლის მარკეტინგის მენეჯერი გახლავართ. ისეთი შეგრძნება მაქვს, … Continue reading საუკუნეა …

2013 წელი

31 დეკემბერს ჩემს გოგასთან (ჩემი პატარა ბიძაშვილი) ახალი წლის მისალოცად საჩუქრებით დატვირთული სანტა კლაუსი მივიდა. ბავშვმა იმდენად ირწმუნა რომ სანტა ნამდვილი იყო, რომ არ ვიცი ბედნიერებისაგან თუ ღელვისაგან კრთოდა და კანკალებდა. გოგა სანტას კითხვებს ჩუმი და მთრთოლვარე ხმით გულწრფელად და მონდომებულად პასუხობდა, ხოლო 4 ზრდასრული ადამიანი ძლივს ვიკავებდით ცრემლებს…  საოცრად ამაღელვებელი სცენა იყო…  ბავშვი ზღაპარში … გოგასათვის თუ  ახალი წელი აღმოჩნდა ზღაპარი, ჩემთვის მთელი 2013 … Continue reading 2013 წელი