ჩემი აბსოლუტური სურვილები

absolut2013 წლის 29 დეკემბერს მეგობრები ავღნიშნავდით ახალი წლის დადგომას, როდესაც ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა სპონტანურად წამოჭრა იდეა, რომ ყველას დაგვეწერა სურვილები თუ რისთვის  გვინდოდა მიგვეღწია 2014 წლის განმავლობაში, შეგვენახა და 1 წლის მერე ისევ შევკრებილიყავით და წაგვეკითხა ერთმანეთისათვის და გვენახა ვის აუხდა და ვის არა🙂

ჰოდა ჩამოვწერეთ და შევინახეთ არაყი Absolut-ის ბოთლში ჩვენი Absolut-ური სურვილები. როგორი სიმბოლურია, არა?🙂

საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა იმ დროს. სამსახურიდან მოვდიოდი ძალიან დეპრესიული ფონით, თუმცა შემართებას არ ვუჩიოდი და ჩემი სურვილებიც არც თუ ისე მოკრძალებული იყო.

5 სურვილი მქონდა! 5 გაბედული და ამბიციური სურვილი!

რისთვის მინდოდა მიმეღწია?  ეს ცოტა მერე, თუმცა მანამდე ვიტყვი , რომ 2014 წელი …   ეს ალბათ  ყველაზე კარგი და ნაყოფიერი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში.  ამ წელს ბევრი წარმატება მქონდა. ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, ისედაც არც თუ მცირე  სანაცნობო წრე იმდენად გაფართოვდა, რომ ჩემი ტვინის მთავარი სავარჯიშო ადამიანების სახელებისა და სახეების დამახსოვრება გახდა.

2014 წელი ეს იყო შრომის, ბრძოლის, რეალიზებული გიჟური იდეების, ცეკვის, ზუმბის, სირბილის, ბევრი სიცილის,ფრენის, მტკივანი ფეხების  და  ICR –ის ფეხსაცმელებით გამოტენილი კარადის წელი🙂

ამბობენ მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეგრძნება არისო ..

ჰოდა მადლიერი ვარ , ძალიან მადლიერი ვარ …იმდენად  გაჟღენთილი ვარ მადლიერებით რომ არც კი ვიცი როგორ გამოვხატო  …

ასევე არ ვიცი რა ემოცია გამოვხატო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დღეს 27 წლის გავხდი …

იმის გამო რომ ჩემი დაბადების დღე ძალიან ახლოსაა ახალ წელთან, ჩემთვის ახალი წლის დასაწყისი, ყოველთვის, დაბადების დღეს მოიზარება. სწორედ დღეს იწყება ჩემთვის ახალი 2015 წელი უკვე შესრულებული და  ახლად დასახული სურვილებით.

2014 წლის ხუთი სურვილიდან  კი ამიხდა ორი:

  • დიდ ორგანიზაციაში მარკეტინგის ხელმძღვანელი
  • ბინის ყიდვა

დანარჩენ 3 სურვილი  2015 წლისათვის გადავიდა და თუ გამოვიდა, ამას 1 წლის მერე აუცილებლად გაგიმხელთ.

აი ასე …  სულ ეს იყო.  აღარ დავწვრილმდები, უბრალოდ  მინდა მოგილოცოთ  ყველას ახალი 2015 წელი და მთელი გულით გისურვებთ რომ თქვენი მიზნებიც ისეთივე აბსოლუტური იყოს, როგორებიც ჩემი გამოდგა!

One thought on “ჩემი აბსოლუტური სურვილები

  1. ყველაფერს მიაღწევ, ნატ :* ყველაფერს ერთად გილოცავ, დანარჩენი სურვილებიც მალე აგესრულებინოს და ახალ პოსტებს ველი :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s