ბლოკნოტების მიზიდულობა

დაკვირbloknotiვებიხართ რომ გარშემო თითქმის ყველას რაღაცნაირი განსაკუთრებული მიზიდულობა გააჩნია გააჩნია სუფთა ფურცლების საგულდაგულოდ შეკრულ დასტასთან, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურობაში  ბლოკნოტი ეწოდება.

გვიყვარს როდესაც ბლოკნოტებს საჩუქრად გვჩუქნიან, როდესაც კორპორატიულად გვერგება და საკუთარი თავისთვის როგორ გვიყვარს სხვადასხვაგვარი ბლოკნოტების შეძენა. დიდი სითბოთი ვეპყრობით მათ.  თითქოს გვიყვარს კიდეც …

არადა რა არის ამ საგანში ასეთი განსაკუთრებული? თავისი არსით ჰო ეს წმინდა ფუნქციონალური გამოყენების მარტივი მექანიზმით შექმნილი ფურცლების შეკვრაა!

იქნებ ბლოკნოტის დანიშნულება ჩვენს ქვეცნობიერში ბევრად უფრო ღრმა და ჰედონიკურია ვიდრე ჩვენ ამას ვაცნობიერებთ?

ჩვენ ყველანი მუდმივად ვცდილობთ დავიწყოთ ახალი ცხოვრება… იქნებ ახალი ბლოკნოტი უკავშირდება ახალ ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან?

მართალია ყოველი ჩვენთაგანი არც პოეტია, არც მწერალი ამ ტერმინების პირდაპირი გაგებით, მაგრამ ჩვენ ყველანი ხომ ხელოვანები ვართ, შემოქმედები.  ჩვენ ვქმნით პოემას საკუთარი ცხოვრების შესახებ და ის ციფრები, გეგმები, ჩანაწერები რომლებიც ჩვენს ბლოკნოტებშია ჩვენი საკუთარი პოემის ნაწილია. მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენს ბლოკნოტებშია.

ჩაიხედეთ თქვენს ძველ ან თუნდაც მიმდინარე ბლოკნოტებში რამდენ საინტერესოს გაიხსენებთ საკუთარი თავის შესახებ!

ჰოდა იქნებ ყოველი ახალი ბლოკნოტი ახალი, უკეთესი პოემის შექმნის სურვილთან ასოცირდება ქვეცნობიერად?  გვეხმარება უკან მოვიტოვოთ  ძველი რაც ძალიან მძიმე ტვირთად გვაწვა აქამდე ( გვანთავისუფლებს ზედმეტისაგან  ბორჯომისებრ🙂 ) და ახალ სუნთქვას გვანიჭებს ახალი ცხოვრებისათვის სუფთა ფურცლიდან?

3 thoughts on “ბლოკნოტების მიზიდულობა

  1. პოლ ოსტერის “მისნის ღამეს” ეხმიანება ეს პოსტი. წაკითხული გაქვს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s