ნატალის შესახებ ანუ ასე ვიწყებდი

გამარჯობა, მე ნატალი ვარ საგინაშვილი. დიახ, მეც ავიშენე სახლი ინტერნეტში, როგორც ამას ერთ-ერთი ვებსტუდიის რადიო-რეკლამა მოგვიწოდებს. თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მათი ყოველგვარი დახმარების გარეშე. შესაბამისად ჩემი სახლი ჯერ-ჯერობოთ ცარიელია და მოუწყობელი, რასაც თავადაც შეამჩნევდით.

იმედს ვიტოვებ, სახლის შევსებაში დამეხმარებით და ახალ-მოსახლესთან  სტუმრობისას, ზოგჯერ, ძალიან იშვიათად მაინც დატოვებთ საჩუქრების სახით კომენტარებს. ჩემი მადლიერება უსაზღვრო იქნება.

რატომ აწერია ჩემი სახლის  კარს  Nataliesun? უბრალოდ,  ჩემთვის მზე ასოცირდება ყველაფერ დადებითთან და პოზიტიურთან და ამიტომ, მინდოდა რომ  იგი ჩემს სახელთან დამეკავშირებინა. შესაბამისად, ჩემი ბლოგის ლეიტმოტივიც პოზიტიური განწყობა იქნება.

რატომ პოზიტიური განწყობა? იმიტომ, რომ მე მჯერა რომ სწორად ფიქრს უდიდესი ძალა აქვს და ნამდვილ შრომასთან კომბინაციაში იგი ყოველგვარი წარმატების და გამარჯვების საფუძველია. ამიტომ, ჩემი ბლოგის მთავარი თემაც წარმატება იქნება.

მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება როგორც ერთმა მეგობარმა მიწოდა ”უსაზღვრო ოპტიმისტის” საცხოვრებელში. შესვენებაზე შემომირბინეთ ხოლმე.

მომისმინეთ

34 thoughts on “ნატალის შესახებ ანუ ასე ვიწყებდი

  1. ნატალი,
    კეთილი იყოს შენი ბლოგის გამოჩენა ინტერნეტ სივრცეში და ჩემი პირველი კომენტარი შენს ბლოგზე, კი არა და, ჩემი სტუმრობა შენს სახლში!🙂
    ვიცი, ხშირი სტუმარი ვიქნები. და არა მარტო მე.
    წარმატებები!

  2. შენსავით პოზიტიური და ოპტიმისტური პოსტია. ძალიან მიყვარხარ და უდიდეს წარმატებას გისურვებ, xox ♥

  3. ნატ ეხლა ვნახე შენი ბლოგი და ძალიან მომეწონა… გილოცავ… ძალიან მიყვარხარ და უსაზღვრო წარმატებებს გისურვებ… :):*:*

  4. გმადლობ, თეა🙂 მეც ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ🙂

    პ.ს. ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი

  5. ნატ გილოცავ ბლოგის გახსნას კიდევ ერთხელ, წარმატებები და წარმატებები!!! იმედი მაქვს ხშირად დაგვასაჩუქრებ სასარგებლო სტატიებით🙂

  6. დიდი მადლობა, ქრისტინე. ძალიან გამიხარდება😉

  7. კეთილი იყოს ჩემი მაუსი შენს სახლში.
    საინტერესო და სასარგებლო ბლოგია.წარმატებები და წარმატებები.
    მეც მაქვს აქ ერთი პატარა ქოხი და მესტუმრე ხოლმე:)

  8. ძალიან დიდი მადლობა🙂 აუცილებლად შემოვივლი ხოლმე შენთან🙂 ჩემის მხრივ, მეც წარმატებებს გისურვებ🙂

  9. ჩემთვის აქტუალურ თემას შეეხე სამსახურთან დაკავშირებით :)) საინტერესო იყო

  10. მიხარია, რომ დაგაინტერესა. გმადლობ კომენტარისათვის.🙂

  11. აქაც მოგესალმები ნატალი🙂
    და გისურვებ წარმატებას აქაც და რეალურ სამყაროშიც.
    სიმართლე გითხრა რაც მეტს ვკითხულობ შენზე მით მეტად მაინტერესებს შენი გაცნობა. რატომგაც მგონია რომ სასიამოვნო მოსაუბრე უნდა იყო რადგან შენი ყოველი სიტყვა საღი აზროვნებისკენ მიუთითებს რაც ჩემთვისაც საინტერესოა. მაპატიე პირდაპირ შენობაზე რომ გადავედი უბრალოდ ისე სასიამოვნოდ აზროვნებ რატომგაც ჩემმა ტვინმა უკვე მეგობრად ჩაგთვალა.🙂
    როგორც თავში მოგახსენე ძალიან მაინტერესებს თქვენთან საუბარი და თუ თქვენც წინააგმდეგი არ იქნებით შეგვიძლია ინტერნეტის საშვალებიტ მრავალი აზრთა გაცვლა მოვახდინოთ. აქ ჩემი ფოსტაა მითითებული შეგიძლიათ იქ დამეკონთაქტოთ ან კონფერენციის საშვალებით მ,ოკლედ ეს თქვენ გადაწყვიტეთ.
    კიდევ ერთხელ გისურვებ წარმატებას.

  12. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაქვს ეს პატარა სახლი, თუმცა ჯერ მოუწყობელი, მაგრამ საჭირო. წარმატებები…….

    1. nino davitashvili,

      უღრმესი მადლობა. ჩემთვის ყოველი ასეთი კომენტარი დამატებითი სტიმულია, რომ ახალი სტატიები და პოსტები ვწერო.

      დიდი მადლობა, რომ კითხულობთ🙂

  13. ნატალი ძალიამ საინტერესო პოსტებია. წარმატებას გისურვებ

  14. ორი სტატია წავიკითხე და მომეწონა, საინტერესო ადამინი ხარ უდავოდ- წარმატებებს გისურვებ!

  15. noes mtredma rom zetisxilis fotoli miutana mas shemdeg didi dro gavida…cifrebshi dakargul planetas sodomurma siomac ar daugviana,dgeebic gaufermkrtala da dzveleburi xalissic nilosis dinebas sheuerta,,,,mas shemdeg dakargul pozitivsa da moxetiale grdznoba-emociebis ukvdav harmonias mzesa da zgvis surnelebashi daedzebda ,,, msunagsa da gemriels xan sxivebi acocxlebda.drogamoshvebit ki sxivta tirili tavissave cru emociit gamowveuli….mdelofexshishvlad gashishvlebuli gadaiara xelit grublebis okeane gardi-gardmowia da mtredic mastan daivana… zetisxili mzed gadaqceuli fiqrsa da gonebashi chaikra…
    pirvelkofil mzes tetrs-iisfers .mshvids-mdzvinvars,urchs da mtredis motanils….
    amoucnob mzes/////////

  16. წარმატებას გისურვებ ნატალი!!! გაფართოვებას და წინსვლას გისურვებ!

  17. ნატ, ჩემი უნიჭიერესი, უპოზიტიურესი, უკაშკაშესი ადამიანი ხარ!ადამიანი სიკეთე, ადამიანი პოზიტივი, ადამიანი ძალა…და მგონი ერთადერთი, ვინც ყველანაირ გიჟს და გადარეულს უგებს (ჩემი თამადობით)…ჩემი bright star-ი ხარ!:)მიყვარს შენი ბლოგი ძალიან, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს შენი სტატიების კითხვა და აქ დაპოსტვა🙂

    1. გვანცა, ნამდვილად არ ვიმსახურებ ასეთ თბილ სიტყვებს, თუმცა ძალიან დიდი მადლობა🙂 გიჟებს რაც შეეხება, მე სულაც არ ვთვლი რომ გიჟი ხარ და ძალიან მიყვარხარ🙂

  18. შესანიშნავი ბლოგია, კოლეგა! გისურვებ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში! იმედია დავმეგობრდებით და გავუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას ინტერნეტ ბიზნესთან დაკავშირებით.

  19. zustad droulad vnaxe tkveni blogi, chemi axlobeli midis londonis ert-ert kolejshi sascavleblad. ikneb mirchiot rogor davcero samotivacio cerili . didi madloba

  20. ნატალი, გამარჯობა, სამოტივაციო წერილი მაქვს დასაწერი და თქვენს ბლოგს წავაწყდი, სტრუქტურა თითქმის გავიგე. რაიმე კონკრეტულ რჩევას ხომ ვერ მომცემთ საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე წარსადგენი წერილის შესადგენად? მადლობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s