ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს ჰქვია “ჩემი ფეხები”

ჩემმა მეგობრებმა იციან რომ ძალიან მიყვარს სამედიცინო სერიალები:  სასწრაფო, ექიმი ჰაუსი,  გრეის ანატომია და ექიმი ზაიცევას დღიურებიც კი.

როდესაც სიმპა11951784_1068311219860876_4536811049660855220_nტიური ანესთეზიოლოგი საოპერაციოში მიმაგორებდა თავში გამუდმებით მიტრიალებდა აზრი, რომ იმდენი ვუყურე გრეის ანატომიას, ისე ახლოს მივუშვი გულთან, რომ ჩემი ლეპტოპის მონიტორიდან პირდაპირ ჩემს ცხოვრებაში გადმოინაცვლა, მეთქი, და გულიანად ვიცინოდი, რაც ექიმებმა ოპერაციის წინა ნერვულ აშლილობას მიაწერეს. საკუთარ დიაგნოზში კი  მაშინ დარწმუნდნენ, როდესაც პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე სიმღერა დავიწყე: Here comes the sun (doo doo doo doo), Here comes the sun, and I say It’s all right … არ ვიცი რამ შთამაგონა ყვითელ კედლებიანმა, სამედიცინო აპარატურით გაკაშკაშებულმა ოთახმა თუ „სახალისო წამალმა“.

როდესაც ბავშვობაში სიარულს ვიწყებთ, ვერ ვაცნობიერებთ რამხელა ბედნიერებაა შეგეძლოს ფეხის ტერფებით შეეხო დედამიწას და შეიგრძნო დამოუკიდებლობა, რომელსაც კიდურები განიჭებენ. აი როდესაც ზრდასრულ ასაკში გიწევს სიარულის ახლიდან სწავლა და სამყაროს ახლიდან შეცნობა, ეს სულ სხვა პროცესია.

მარჯვენა მუხლის სახსრის ოპერაციის შემდეგ ზუსტად 3 კვირა მომიწია ლოგინში წოლა და კიდევ 3 თვე სიარულის ახლიდან სწავლა, რაც  მიუხედავად იმისა რომ 2 ახალი მეგობარი (ჩიპი და დეილი) შევიძინე ჩემი ყავარჯნების სახით, ძალიან მტკივნეული, დამღლელი და უსიამოვნო პროცესი იყო.

მუდმივად მტკივანი ფეხი, რომელსაც შეგრძნების დონეზე ხის მორად უფრო აღვიქვავდი, ვიდრე საკუთარ კიდურად; მუდმივი დაღლილობა, გონების გაფანტულობა, კონცენტრაცია იმდენად დაბალი რომ ფილმსაც კი ვერ ვუყურებდი არათუ წიგნების წაკითხვა; კოჭებამდე კაბები, აწეული თმა, არანაირი მაკიაჟი; სიბრარულით აღსავსე მზერა; არანაირი ზუმბა, იოგა და ფიზიკური დატვირთვა;  პასიური ცხოვრება როდესაც ძალიან აქტიურ ცხოვრებას ვარ შეჩვეული …

თუმცა, ერთია რას ხარ შეჩვეული და მეორე, თუ როგორია რეალობა. აი რეალობა კი ისეთია თუ რომელი მხრიდან უყურებ მას.

ერთი შეხედვით უსიამოვნო პროცესს, ბევრი სიტკბო და სიკეთე ჰქონდა. თითქოს თვალიდან  ბინდი გეფანტება და სულ სხვანაირად აფასებ შენს ოჯახს: როგორ გაცმევენ წინდებს, როგორ გიმღერიან როდესაც გტკივა, როგორ გითენებენ ღამეებს რადგან ყოველ 2 საათში  ახალი ყინული უნდა დაგადონ;  როგორ დაყავხარ ხელში აყვანილი მეგობრებს, როგორ გივსებენ მაცივარს შოკოლადებით და როგორი ყურადღებით არიან შენს მიმართ და როგორ გამოგათრიეს დეპრესიიდან;  როგორ იღვიძებს შენში უკეთესი ცხოვრების სურვილი, როგორ ხდები უფრო გაბედული და თამამი და ერთი სული გაქვს ისევ იცეკვო, ოღონდ დილამდე, ისევ ირბინო, ოღონდ მარათონზე, ისევ გამოიპრანჭო, ისევ იარო პაემნებზე, ისევ იმუშაო ხალისით, ისევ იკითხო წიგნები და უფრო მეტად ბედნიერი იყო, ვიდრე აქამდე იყავი.

ზოგადადაც ჩემი ფეხის პრობლემა კარგი გამოცდა იყო ჩემი ხასიათისათვის. ჩემი ყავარჯნები, რომლებითაც სიარული თავდაპირველად არანორმალურ ძალისხმევას და ფიზიკურ ძალას მოითხოვდა, ცოტა ხანში გართობის წყაროდ მექცა და სპორტის ახალ სახეობას – ცეკვას ყავარჯნებით ვეზიარე.

ჩავრთავდი ხოლმე Ed Sheeran-ს და სიმღერის ტექსტზე when your legs don’t work like they used to before….  ვსწავლობდი ყავარჯნებით ნაბიჯის გადადგმას და ოფლში ვიღვრებოდი.

არ ვიცი რას გრძნობს ბავშვი, როდესაც პირველად შეძლებს დახმარების გარეშე ფეხზე დგომას და დამოუკიდებლად გავლას, მაგრამ როდესაც 27 წლის ხარ – ეს არანორმალური ბედნიერებაა, რომელიც თავბრუს გახვევს,  არანორმალური სიხარულია რომელიც გაქვავებს  და გონებაში მომენტალურად ისმის სიმღერა „let this party started …“

პირველ პაემანზე კოჭლობით წავედი…

ამბობენ,  რომ ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერი არისო. ჩემმა გამოცდილებამ კი მაჩვენა, რომ ჯანმრთელობა ყველაფერია; ჯანმრთელობა დამოუკიდებლობაა, ჯანმრთელობა თავისუფლებაა, ჯანმრთელობა ბედნიერებაა…

და კიდევ ბედნიერებაა გყავდეს ასეთი ოჯახი და ასეთი მეგობრები როგორც მე მყავს. ალბათ სწორედ  ასეთ მომენტებში ხდება გადაფასება ყველაფრის და სწორედ ასეთ მომენტებში აცნობიერებ,  რომ  გყავდეს ასეთი გულითადი ადამიანები გვერდით ნამდვილი სასწაულია და რომ სასწაულები ხდება!

ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს ერქვა „ჩემი ფეხები“. წლის პირველი ნახევარი ოპერაციისათვის ვემზადებოდი, შემდეგ ოპერაცია გავიკეთე, შემდეგ კი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გავდიოდი. ასე გავატარე ჩემი ცხოვრების 27-ე წელი და ამ ერთმა წელმა  შემძინა ჯანმრთელი ფეხები და უფრო შორ მანძილებზე სიარულის ძალა.11866462_1064723116886353_2556645902805416699_n11742683_1000717799950406_7120700780879410364_n
11781723_1049935021698496_135554477028006340_n11811369_1058908304134501_830811829254126064_n11846596_1061871970504801_887911002527914492_n

One thought on “ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს ჰქვია “ჩემი ფეხები”

  1. სულ მყარად გევლოს და თან სულ წარმატებების გზაზე🙂 რა თბილი იყო ყველაფერი რაც წავიკითხე, მიყვარს გამოთქმა ჯანმრთელობა არაა ყველაფერი მაგრამ ყველაფერი არაფერია ჯანმრთელობის გარეშე…

    პ.ს. გრეი და ჰაუსი ჩემი სიყვარულია დღემდე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s