ადამიანები კოდადან

12421883_1695128860758251_1471123208_oთბილისიდან რამოდენიმე კილომეტრში, ქვემო ქართლის რეგიონში არსებობს სოფელი კოდა. კოდაში არსებულ ყოფილ სამხედრო ქალაქში, რომელიც 10 -მდე კორპუსისაგან შედგება ცხოვრებენ 2008 წლის აგვისტოს ომიდან დევნილი პირები. უმეტესობა ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს: პენსიონიერის შემთხვევაში 160 ლარი (პენსია) + 60 ლარი (სოციალური დახმარება) და არასაპენსიო ასაკის შემთხვევაში – 45 ლარი (დევნილის სტატუსის) + 60 ლარი (სოციალური დახმარება).
ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ სოფლებში (თამარაშენი, ქურთა და სხვ.) ფლობდნენ ბაღებს და შინაურ ცხოველებს და ცხოვრებდნენ მოლხენით. დღეს კი მათთვის სამსახური არ მოიძებნება და ფაქტობრივად ერთადერთი სიხარული, რომელიც მათ თვალში სიცოცხლის ნაპერწკალს აჩენს 1 კვ. მეტრზე მოშენებული მწვანილის პატარა ბაღია.
ეს არიან ადამიანები, რომლებმაც გამოიარეს ტყვეობა, რომლებსაც ხელებით ამარხინებდნენ გახრწნილ გვამებს, რომლებსაც მშობლები და ახლობლები დაეღუპათ ომში, რომლებმაც 1 წუთით გაასწრეს სიკვდილს და რომელთა სახლები დღეს მიწასთან გასწორებულია.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ეს ადამიანები ცდილობენ არ ჩამოუშვან ხელები, ცდილობენ ისწავლონ ხელობა, ცდილობენ სჯეროდეთ უკეთესი მომავლის.
მიუხედავად იმისა, რომ მათ 8 წელი ერთი და იგივე სვიტრი აცვიათ, მიუხედავად იმისა, რომ წამლებზეც კი არ ყოფნით ფული, მიუხედავად იმისა მათი შვილები წესიერ განათლებას ვერ იღებენ.
თუმცა, მათ დღეს სახელმწიფო არანაირ ყურადღებას არ აქცევს. ამ ადამიანებისათვის დღეს სამსახური, ფაქტობრივად, არ მოიძებნება. ეს არიან ადამიანები, რომელთაც შრომა არ ეზარებათ. ისინი მთელი ცხოვრება მიწაზე მუშაობდნენ და ბაღებს აშენებდნენ. ახლაც ცდილობენ კოდაში, მიუხედავად ცუდი მიწისა მოიყვანონ მწვანილი, მარწყვი, ხილი…
თუმცა, მთავარი პრობლემა არის უწყლობა. წყლის სისტემების მოუწესრიგებლობის გამო, ფაქტობრივად შუძლებელია რაიმე დათესო და მოიყვანო…
ჰოდა, რავიცი არჩევნები მოდის და მიაქციეთ ამ ხალხს ვინმემ ყურადღება!
ან იქნებ მედია მეტად დაინტერესდეს ამ ხალხის გაჭირვებით. საქართველოში კიდევ ბევრი ასეთი დასახლებაა. ვინმემ გამოიჩინეთ ინტერესი!
ჩემს მეგობრებს, კი მინდა ვთხოვო იქნებ რამე მოვიფიქროთ ამ ხალხის დასახმარებლად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s