არსებობენ ადამიანები

coloredარსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ელოდებიან სასწაულებს, არ ელოდებიან  ბედნიერებას, არ ელოდებიან წარმატებას, არ ელოდებიან ღვთის წყალობას, არ ელოდებიან სამსახურს, არ ელოდებიან სიყვარულს, არ ელოდებიან ლატარეაში მოგებას, არ ელოდებიან …  რადგან იციან რომ ლოდინი არაფერია, ზეროა, პასიური მდგომარეობაა და რომ სასწაულს, ბედნიერებას, წარმატებას, ღვთის წყალობას, სამსახურს, სიყვარულ, ფულს  და სხვა ყველაფერს მოქმედება სჭირდება …

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ზიან ფეხი-ფეხ გადადებულნი და არ განიხილავენ გლობალურ პრობლემებს და მაღალ მატერიებს, სანამ მათი მშობლები თუ შვილები ნახევრად მშიერ მდგომარეობაში იმყოფებიან  და შემოსავლის წყაროს უქონლობას „პატრონის“  (ანუ წარმატებული ახლობელის/ნათესავის  რომელიც სამსახურში მოაწყობდა) არარსებობას, ჯადოს ან სახელმწფოს არ  აბრალებენ, რადგან იციან ერთადერთი „პატრონი“ რომელიც შეიძლება ყავდეთ ეს საკუთარი თავია …

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ იხვეწებიან ბედნიერებას  და არ თვლიან რომ ის ვულკანივით უნდა დაგატყდეს თავს ან  ცუნამივით წაგლეკოს, რადგან იციან  რომ ბედნიერება ყოველდღიურობაშია, დეტალებშია, ჩვენს ყოფაშია, ჩვენს არსშია, ჩვენს სულშია … ბედნიერება პროცესია და არა შედეგი…

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ თვლიან რომ „წარმატება“ უნივერსალური ცნებაა.  მათ იციან რომ ყველას წარმატება ინდივიდუალურია და აუცილებლად არ ნიშნავს ბანკირის კარიერას ან  7 ციფრს საბანკო ანგარიშზე, თუმცა საკუთარ წარმატებას ყოველდღიურად და დაუღალავად აგურ-აგურ აშენებენ…

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ მიიჩნევენ რომ სიყვარულმა კარზე უნდა მიუკაკუნოს, არც „ბედს“  ელიან და თუ შემთხვევით ის სარკმლიდან შემოფრინდა, სარკმლიდანვე გაფრინდება, რადგან სიყვარულს ისეთივე შრომა და ძალისხმევა სჭირდება, როგორც კარიერას …

არსებობენ ადამიანები რომლებიც არ ელოდებიან. ისინი მოქმედებენ, ცდილობენ, სწავლობენ, იბრძვიან,  ქმნიან, ცვლიან, აშენებენ, ნერგავენ … ფრთიანი, მზესავით თბილი, ადამიანები რომლებიც საოცარ  სითბურ ტალღებს გამოსცემენ და როდესაც ეს ადამიანები ერთმანეთს პოულობენ, მათი მზეები ერთიანდება და უფრო მეტი სიკაშკაშით ანათებენ.  და რაც უფრო მეტი მზე ერთიანდება, მით უფრო მეტი სხივი გამოიცემა და მოსავალიც უფრო მეტი მოდის, მით უფრო მეტი სიყვარული ვრცელდება გარშემო, მით უფრო ფერადია ცა …

თუკი ერთხელ ფერად ცაში ფრთა-შესხმულ ადამიანებს დაინახავთ, არ  გაოცდეთ. ეს სასწაული არაა.  ეს ის ადამიანები არიან რომლებიც არ ელოდებიან …

ეძღვნება გიას🙂

 

 

 

 

 

One thought on “არსებობენ ადამიანები

  1. … ბედნიერება პროცესია და არა შედეგი… !!!!!!!!!!!! როგორ ჩამაფიქრა ამ პოსტმა😦 რეალობა არადა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s