საუკუნეა …

საუკუნეა არაფერი დამიწერია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ საუკუნეა, რაც ჩემს ცხოვრებაში არაფერი საინტერესო არ მომხდარა. პირიქით, ბოლო პერიოდში იმდენად საინტერესო რაღაცეები ხდება, რომ დროს საერთოდაც ვეღარ ვგრძნობ.
სამაგიეროდ იმას ვგრძნობ, რომ მენატრება წერა და საკუთარი აზრების გაზიარება.
მთავარი ახალი ამბავი კი, რომლის გაზიარებაც ახლა მინდა ეს არის ის, რომ სამსახური შევიცვალე და ამჟამად უკვე ქარვასლა შოპინგ მოლის მარკეტინგის მენეჯერი გახლავართ.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რამოდენიმე დღის წინ მოხდა ეს ამბავი, არადა უკვე 2 თვე გავიდა. უკვე 2 თვეა რაც გაუჩურებელ, თავბრუდამხვევ, Non-Stop, 24/7 მუშაობის რეჟიმში ვიმყოფები და ამასთან ერთად ვერთობი.
ერთობი? ვიღაცა მკითხავს. დიახ ვერთობი, რადგან ვიპოვე „ჩემი“ სამსახური და უზარმაზარი გამოწვევის წინაშე ვდგავარ და ყოველდღიურად ვცდილობ გადავდგა მთა.🙂  გახსოვთ ჩემი ძველი პოსტი „ის რაც ჩემია, ჩემია“?  თუ გახსოვთ მიხვდებით რაზეც მაქვს საუბარი.
ამ პოსტის მთავარი დანიშნულება კი ის იქნება, რომ არ უნდა გვეშინოდეს მასშტაბურად ფიქრის (Think BIG). არ უნდა გვეშინოდეს საკუთარი ოცნებების, სურვილების, მიზნების … რამდენადაც გლობალური არ უნდა გვეჩვენებოდნენ ისინი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა პატარა სურვილებისათვის …
გარდა ამისა, შეგიძლიათ შემოგვიაროთ ქარვასლა შოპინგ მოლში და დაგვაკვირდეთ როგორ ვიცვლებით დღითი -დღე …🙂

შემდეგ და არც თუ შორეულ პოსტამდე,

თქვენი ნატალი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s