2013 წელი

IMG_1427et

31 დეკემბერს ჩემს გოგასთან (ჩემი პატარა ბიძაშვილი) ახალი წლის მისალოცად საჩუქრებით დატვირთული სანტა კლაუსი მივიდა. ბავშვმა იმდენად ირწმუნა რომ სანტა ნამდვილი იყო, რომ არ ვიცი ბედნიერებისაგან თუ ღელვისაგან კრთოდა და კანკალებდა. გოგა სანტას კითხვებს ჩუმი და მთრთოლვარე ხმით გულწრფელად და მონდომებულად პასუხობდა, ხოლო 4 ზრდასრული ადამიანი ძლივს ვიკავებდით ცრემლებს…  საოცრად ამაღელვებელი სცენა იყო…  ბავშვი ზღაპარში …

გოგასათვის თუ  ახალი წელი აღმოჩნდა ზღაპარი, ჩემთვის მთელი 2013 წელი იყო „ზღაპარი“…

რაღაცნაირი წელი იყო 2013. აღსავსე შთაბეჭდილებებით, ემოციებით, წარმატებებით, წარუმატებლობებით, აღმოჩენებით, ახალი გამოცდილებებით და ძალიან ძალიან ბევრი ღიმილებით … ამდენი ალბათ არასოდეს არ მიცინია როგორც ამ წელს …

ამ წელს მე ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ამ წელს გადავედი ახალ სახლში, სადაც ძალიან კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.  აქ Wi-Fi  ავტომატურად იჭერს და რაც მთავარია შესანიშნავი აივანი მაქვს Подоконник -ებისათვის : )

ამ წელს დავიწყე მუშაობა ACT  – ში და ამ წელსვე დავასრულე. 2 ჩაის ფინჯანი გამიტყდა აქ. როგორც ჩანს, ის რაც შენ არ არის, უბრალოდ არ არის … : )  თუმცა, ცხადია, დავაგროვე დიდი გამოცდილება რომელიც  აუცილებლად დამეხმარება ჩემს კარიერულ „შტურმში“…  ასევე გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები, რომლებთანაც აუცილებლად განვაგრძობ ურთიერთობას!!!

ამ წელს ვიყავი შვებულებაში ძალიან პატარა, თუმცა ულამაზეს მონტენეგროში aka ჩერნოგორიაში, სადაც იმდენად ლამაზი ბუნებაა რომ თავი გაუგებარ მისტიურ ზღაპარში მეგონა. გარშემო კი იმდენად სიმპატიური მამაკაცები მოძრაობდნენ, რომ  თავში მუდმივად Natasha Bedingfield – ის სიმღერა Iwanna have your babies მიტრიალებდა : )

ამ წელს როგორც იქნა გამოვემშვიდობე გრძელ თმას და იმავე მონტენეგროში შევიჭერი. საოცრად  ჩემებურად ვგრძნობ მოკლე თმაში თავს … : )

ამ წელს ბიძაჩემი საქართველოში ჩამოვიდა და ახლა როდესაც მაქვს საშუალება რომ ბებიაჩემთან შევირბინო – „ბებო მაჭამეთი“,  ჩემს გოგასთან ერთად ვისეირნო პარკებსა და სკვერებში და ვიმეგრო ფაქტობრივად ჩემი ასაკის  საოცარ ბიცოლასთან, ჩემზე ბედნიერი არავინ არ არის.

ამ წელს შევიძინე ახალი მეგობრები და გავაღრმავე მეგობრობა ძველებთან და იცით რა?  მე ყველაზე  მაგარი მეგობრები მყავს პლანეტაზე, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ და რომელთა იმედიც ყოველთვის მაქვს.

ამ წელს მე ჩემი ოჯახი უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე წინა წელს და ზუსტად ვიცი რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად მეყვარება.

რა თქმა უნდა ამ  წელს, ჩემი ემოციური ხასიათიდან გამომდინარე, ბევრი ვიტირე, ბევრი ვინერვიულე და ბევრიც ვიშფოთე, მაგრამ პოზიტიურმა ემოციებმა და მოვლენებმა იმდენად გადაწონა, რომ მე ნამდვილ ზღაპარში ვიყავი და როდესაც გოგასთან 31 დეკემბერს სანტა მოვიდა ეს ჩემი პირადი „2013 წლის ზღაპრის“ კეთილი დასასრული იყო.

დღეს კი ჩემი „2014 წლის ზღაპარი“ დაიწყო…….

ძვირფასო მეგობრებო,  გილოცავთ ახალ, 2014 წელს  და გისურვებთ რომ თქვენი პერსონალური ზღაპრები იყოს დაუვიწყარი, ლამაზი ,შთაბეჭდილებებით  და თავგადასვლებით აღსავსე და რაც მთავარია კეთილი დასასრულით ბოლოვდებოდეს.

ჭირი იქა, ლხინი აქა … 

164953_624015454290457_413299382_n 1003183_632840883407914_1098305893_n 1269616_672459919446010_1603766153_o 999294_673892175969451_58401242_n 1376594_663985416960127_1082323832_n 1385216_663163167042352_261343620_n 1382349_665937360098266_389453796_n 919266_594433397248663_848183725_o 1378101_668925119799490_187126643_n 996089_468507146593886_561822606_n 1397702_667424199949582_942833956_o image_1365747393256604 993677_633892699969399_69071422_n 1385683_665362626822406_900156024_n 969114_632841073407895_1243009735_n 935052_624018614290141_1617431614_n (1) 922523_594153027276700_231545967_o 375079_594956933862976_267096527_n 547704_638584096156452_1724348240_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s