ТЕD – ის ღირებულებები

Photo0124დღეს TEDxTbilisi -ზე ვიყავი. დავიმუხტე, შთაგონებებით დავიტვირთე და ენერგიით გავივსე… რა თქმა უნდა თბილისური TED ჯერ ძალიან ახალგზარდაა (სულ 2 წლის)  და ამის გამო ბევრი რამეა დასახვეწი, მაგრამ ნუთუ ბედნირება არ არის რომ TED უკვე თბილისშიც გვაქვს?

TED რომლის სცენაზე იდგნენ  ისეთი ადამიანები, როგორებიცაა რიჩარდ ბრანსონი, ელიზაბეტ გილბერტი, საიმონ საინეკი, ბილ გეიტსი და უამრავი სხვა უსაინტერესოესი პიროვნება?

პირადად ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რადგან როდესაც ТED-ზე დავრეგისტრირდი და მოხალისე მთარგმნელი (პროფესიით მარკეტერი ვარ : ) )  გავხდი სულ რაღაც 8 ვიდეო იყო ქართულად ნათარგმნი და  ჩვენს ქვეყანაში თითქმის არავინ იცოდა ამ პროექტის შესახებ. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩვენც  გვექნებოდა ოდესმე ამ ივენთით ტკბობის საშუალება…

თუმცა,  იმ ფაქტმა რომ დღეს, 500 კაციან აუდიტორიაში მსმენელთა 80 % უცხოელი იყო დამარწმუნა რომ ქართველებს, სამწუხაროდ, ეს ბედნიერებად არ მიაჩნიათ და ამან ძალიან დამწყვიტა გული.

საერთოდაც ბევრს არ ესმის რატომ მე, „პროფესიონალი“, ვუთარგმნი მოხალისედ ვიდეოებს „რაღაც“ ან ხშირად „ვიღაც“ TED -ს  და ამაზე ვხარჯავ ძვირფას დროს…. ამას გაოგნებაში მოვყავარ…

  • არა მოცლილი არ ვარ!!! ვმუშაობ სრულ განაკვეთზე და ამასთან, ვსწავლობ ЕSM -ში!
  • არა, არანაირი სხვა მატერიალური სარგებელი არ მაქვს! ამას TED ის ადმინისტრაცია დაგიდასტურებთ!
  • არც სულელი არ ვარ!!! ამას ჩემი მეგობრები დაგიდასტურებენ! : )

თუმცა, TED ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი  და განუყოფელი ნაწილია.

რატომ?

  • იმიტომ რომ ჩემთვის დიდი პატივია ვიყო TED – ის კომუნის წევრი, იმ კომუნის წევრი რომლის წევრებიც იპყრობენ მწვერვალებს, ქმნიან განსხვავებას და  ცვლიან სამყაროს.
  • იმიტომ რომ TED  უფრო დიდ განათლებას მაძლევს ვიდრე ნებისმიერი სასწავლო კურსი.
  • იმიტომ რომ TED  შთაგონების წყაროა. TED მეხმარება სხვა კუთხიდან შევხედო  მოვლენებს, გავაღწიო ჩარჩოდან, დავინახო სიბნელეში სინათლე, განვავითარო საკუთარი თავი და შევიძინო ახალი ღირებულებები.
  • იმიტომ რომ ТED მეხმარება გავიცნო საინტერესო ადამიანები. მე, მაგალითად, ანდრო დგებუაძე გავიცანი TED – ის მეშვეობით და ამით ძალიან ვამაყობ.

სწორედ ამ მიზეზების გამო TEDxTbilisi ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა და იმედს ვიტოვებ რომ მე,  ჩემი მეგობარი ანდრო დგებუაძე, ჩემი კოლეგა ქრისტინე ლორთქიფანიძე, ჩემი ლექტორი ილია რევია და ის ათეულობით ქართველი რომელთაც არ ვიცნობ,  უბრალოდ, Early Adopter -ები ვართ და მალე უფრო მეტი ქართველი გაიზიარებს TED -ის ღირებულებებს და უკვე ისინი მოუწოდებენ თავიანთ მეგობრებს ამ ღირებულებების გაზიარებისაკენ.

ბევრის დაწერა აღარ მინდა და არც ამ პოსტის განსაკუთრებულად გაფორმებას ვაპირებ.

უბრალოდ, გელოდებით TED 2014 -ზე, მანამდე კი ყველას მოვუწოდებ რომ ჩაუჯდეთ TED.com-ს, რადგან იყო TEDster -ი  მართლა ძალიან მაგარია, არა ქრისტინე?! : )

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s