გინდა იყო უფრო კრეატიული?

bulbევრიკა! ვიღაცამ ნათურა ამინთო! მივხვდი რა უპირატესობა გვაქვს მარკეტერებს სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან მიმართებაში!  თუმცა, სანამ ჩემს ამ მიგნებას გაგიზიარებდეთ, მინდა დაგისვათ კითხვა რას ნიშნავს იყო კრეატიული? ეს ნიშნავს შეგეძლოს შექმნა რაღაც ახალი, ხომ ასეა? ვგონებ, ასეა!

ალბათ, არავის გაუკვირდება თუკი ვიტყვით რომ სწორედ მარკეტინგი ქმნის პროდუქტს! აქედან გამომდინარე მარკეტინგში მოღვაწე ადამიანი ანუ მარკეტერი უნდა იყოს კრეატიული. მან  უნდა შექმნას პროდუქტის თვისებები და მახასიათებლები, უნდა შექმნას პროდუქტის მომხმარებელი, უნდა შექმნას განწყობა პროდუქტისადმი …. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მარკეტერი ქმნის, ქმნის და ქმნის …

ახლა კი დავუბრუნდეთ ჩემს ანთებულ ნათურას და მიგნებას … მარკეტერი თავის კრეატიულობას არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ცხოვრებაშიც იყენებს. მაგალითად, ქმნის გამოსავალს გამოუვალი სიტუაციიდან! ალბათ, ეს იყო ჩემი მთავარი შთაგონება ელისონ ჰანტის გამოსვლიდან TED -ზე. ამ ადამიანმა ( რომელიც მიხვდებოდით, მარკეტინგში მუშაობს) მოახერხა გაეღწია ჩარჩოდან რომელშიც კანადის ჯანდაცვის სისტემამ  ჩასვა და შექმნა გამოსავალი თავისი რთული ჯანმრთელობის მდგომარებიდან.  იხილეთ ვიდეო ქვემოთ.

http://www.ted.com/talks/lang/ka/allison_hunt_gets_a_new_hip.html

აქვე კიდევ ერთი ჩემი შთაგონება: „ გინდა იყო უფრო კრეატიული? დაფიქრდი შენს მიმდინარე გადაუჭრელ პრობლემაზე და შექმენი გამოსავალი.“ ვფიქრობ ამაზე უკეთეს სავარჯიშოს კრეატიულობაში ვერ მოვიფიქრებთ.  თქვენ როგორ ფიქრობთ ? : )

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s