მიტოვებული ფინჯნის განცდები

6a00e54ef9f4568833017c33c5c6ee970b-400wiუკვე სამი წელი გასულიყო, რაც სულ ერთად ვიყავით. ყოველ დღე… ჭირში და ლხინში, წარმატებებსა და წარუმატებლობაში, მუდამ მხარში ვედექით ერთმანეთს… საუკეთესო პარტნიორები, საუკეთესო მეგობრები. ო, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი!  არა, მე მისთვის ჩემი გრძნობების შესახებ გასაგები მიზეზების გამო არასოდეს მომიყოლია, მაგრამ განა სჭირდება ნამდვილ გრძნობას სიტყვები?

განსაკუთრებული ადგილი მეკავა მის სამუშაო მაგიდაზე.  გულთან ახლოს, მარჯვნივ, მარჯვენა ხელის გაწოდებაზე. ზოგჯერ მთელი დღე ისე გადიოდა, რომ ჩემს ხუჭუჭას წამითაც არ ეცალა ჩემთვის.  არ მწყინდა. მესმოდა რომ უნდა ემუშავა, მაგრამ გულის სიღრმეში ვოცნებობდი სანატრელ წამზე …  და აი ისიც, მოულოდნელად მის ტკბილ, შოკოლადის კოცნას ვიგრძნობდი. ის მკოცნიდა მე კი ტალახისფერ სიცოცხლის ელექსირს ვასმევდი. ისიც გამხნევდებოდა, გამიღიმებდა  და მეტი შემართებით აგრძელებდა მუშაობას.

იცით,   ძალიან ეჭვიანიც იყო ჩემი გოგო. არავის აძლევდა ჩემთვის შეხების უფლებას. ზოგჯერ მიკვირდა კიდეც მისი ასეთი სიმკაცრე, მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს სიყვარულის ნიშანია და ჩემი მოჭიქული ზედაპირი ბედნიერებისაგან ისეთ ბზინვას იწყებდა, რომ ყველას თვალს ჭრიდა.

ერთ მშვენიერ დილასაც ველოდებოდი ჩემს ხუჭუჭას როდის მოვიდოდა სამსახურში, მაგრამ ის არ მოვიდა. არც მეორე დღეს მოვიდა, არც მესამეს და 1 თვის შემდეგაც არ მოვიდა… ო, როგორ არ მინდოდა მეღიარებინა რომ ჩემმა გულისწორმა დამტოვა, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა. როგორ მიტოვებულად ვგრძნობდი თავს, როგორ მარტოსულად, როგორ უბედურად…. ჩემი გოგოს გარეშე ჩემს არსებობას აზრი დაეკარგა. მხოლოდ ერთი რამ მითბობდა გულს… მისი კოცნის წითლად დარჩენილი კვალი. ესღა მქონდა, სხვა არაფერი …

განა ჩემი დარდი არ მყოფნიდა? ერთხელაც  ოფისის დამლაგებელმა აღმომაჩინა სამუშაო მაგიდის უჯრაში და გადაწყვიტა, რომ გავერეცხე. ღმერთო, როგორ ვინატრე მაშინ რომ ლაპარაკი შემძლებოდა. როგორ მინდოდა დამეყვირა: „არა,  არ მომაშოროთ ჩემი ხუჭუჭას წითელი პომადის კვალი“! მაგრამ, შეძლებს კი შეეწინააღმდეგოს ბუნების კანონებს უბრალო ფინჯანი? ასე გაქრა ყველანაირი სამახსოვრო ჩემი ერთადერთი სიყვარულის შესახებ. თუმცა, გგონიათ ეს ერთადერთია რაც იმ საზარელ დღეს მოხდა? მოუხელთებელ დამლაგებელს ხელიდან გავუსხლტი და ყური მოვიტეხე. აი, ასე! ახლა უკვე არა მხოლოდ მიტოვებული, არამედ ყურმოტეხილი ფინჯანიც ვიყავი. ვის რაღაში  ვჭირდებოდი?

თვეები გადიოდა. მე კი ვიჯექი კარცერში, სახელწოდებით „სამზარეულოს კარადა“. სიბნელეში, დარდებსა და განცდებში…

მხოლოდ ერთხელ-ღა გამოანათა მზემ ჩემს წილად, როდესაც ოქროსფერ თმიანმა გოგონამ დამიხსნა ციხიდან და სამუშაო მაგიდაზე წამიყვანა. ღმერთო, ჩემს გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი. „- ნუთუ შეიძლება ვინმეს მოვეწონო? მე ყურმოტეხილი და უბედური?“  –  ვფიქრობდი ჩემთვის და ბედნიერების მოლოდინში გული სიხარულით მიკრთოდა. იმედი მომეცა, რომ თურმე შეიძლება კიდევ ვინმეს შევუყვარდე, კიდევ ვიღაცას შეიძლება ვჭირდებოდე…  ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული, რიდესაც მოულოდნელად ვიგრძენი როგორ დამეწვა სხეული და ჩემს მოჭიქულ ზედაპირზე რუხი ფერის და ამაზრზენი სუნის ნივთიერება დავინახე…  ასე დამენგრა ოცნების კოშკები… მე უკვე საფერფლე ვიყავი და თანაც ყურმოტეხილი…  აბა ვის მოუნდება საფერფლეს აკოცოს?!

ალბათ გაინტერესებთ რატომ მოვათავსე ეს ჩანახატი მარკეტინგის განყოფილებაში…  უბრალოდ, ჩემი აზრით მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი მისიაა –  Story Telling – ი ანუ ისტორების შექმნა პროდუქტზე. მისთვის შინაარსის მიცემა, თვისებებისა და ემოციების მინიჭება იმისათვის რომ მომხმარებელმა იპოვოს საერთო ამ კონკრეტულ პროდუქტთან და

მისი პიროვნების ერთგვარ გაგრძელებად იგულოს. ამიტომ ყიდულობენ Аpple- ის პროდუქციას „კაი ტიპები“, Birkin – ის ჩანთებს ძლიერი და წარმატებული ქალები …

მოკლედ ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ნებისმიერი ნივთი შეგიძლია გააცოცხლო და თვისებები მიანიჭო და ვფიქრობ, რომ ვინც ამას ყველაზე უკეთ აკეთებს ის ყიდის ყველაზე მეტს.

3 thoughts on “მიტოვებული ფინჯნის განცდები

  1. ნატა ძალიან მომეწონა ეს სტატია. არა მხოლოდ იმიტომ რომ ძლიერ ემოციებს იწვევს. კიდევ იმიტომ რომ ისტორიების შექმნა პროდუქტზე – ეს ხელოვნების დონეზე საინტერესო სფერო ყოფილა. ამაზე ადრე არ დავფიქრებულვარ. დიდი მადლობა

    1. თამუნა, ძალიან გამიხარდა რომ წაიკითხე და ძალიან ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა. ჰო სწორედ რომ ხელოვნებააა. სწორად შენიშნე ! : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s