Passion ანუ ცხოვრებისეულ საქმე -ზე

passion17 წლიდან ვსწავლობ და ვმუშაობ…. ფაქტობრივად, შეუწყვეტლივ… ვსწავლობ, ვსწავლობ. ვსწავლობ… ვეძებ რაღაც ერთს, რის გაკეთებასაც ყველაზე უკეთ შევძლებ და შემდეგ ამას მთელს ცხოვრებას მივუძღვნი და თითქმის ყოველთვის როდესაც რაღაცას  ვპოულობ, ვფიქრობ არის კი ეს ის რაც მინდა მთელი ცხოვრება ვაკეთო? ეჭვები მღრღნის და თავს ვანებებ რაღაც სხვის მოლოდინში…. ასე ვთქვათ „საკუთარ თავს ვეძებ“ … დღეს კი დავფიქრდი… რატომ? რატომ უნდა მივუძღვნა მთელი ცხოვრება მარტო ერთ საქმეს? რატომ უნდა ვიყო მხოლოდ მარკეტინგის სპეციალისტი, თუკი კიდევ მშენებლობა მაინტერეებს არანორმალურად, კარგად ვიცნობ საგამომცემლო საქმეს, მეხერხება წერა, თარგმანი,  არ მაქვს ხმა, მაგრამ ძალიან მიყვარს სიმღერა? რატომ? ან ვინ დაგვიწესო ეს ჩარჩო?

გასაგებია ყველაფერი  და ყველა მოგვიწედებს, რომ გავყვეთ  მას,  ჩვენს ერთადერთს, სახელწოდებით   Passion!!!  მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას დაბადებიდან არ მოგვყვება ის!!! მისი ლოდინი კი იგივეა რომ ბროლის კუბოში გვეძინოს  და შევნატროდეთ თეთრ ცხენზე ამხედრებულ  უფლისწულს. მოვა გვაკოცებს, გავიღვიძებთ და ვიტყვით ვაშა, აი ის არის!!! ახლა ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი ვიქნები!  ასე არ ხდება!  Passion თავისი ფეხით არ მოდის. რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომელთაც გაუმართლათ და ბავშვობიდანვე იპოვეს თავიანთი ცხოვრების საქმე, მაგრამ დანარჩენ ჩვენთაგანს ამის ბედნიერება  არ გვაქვს და გამწარებულები ვცდილობთ დავინახოთ ის…  და ბევრ სხვა საქმეზე, რომელიც იმ მომენტისათვის მოგვწონს უარს ვამბობთ ერთადერთის და განუმეორებლის ლოდინში…  მაგრამ, ეს ხომ არასწორია! იქნებ,  ჩვენს ცხოვრებაში Passion  ერთადერთი არ არის? იქნებ ჩვენს შემთხვევაში  რამოდენიმე Passion  – ს აქვს ადგილი?  ან იქნებ მათი ერთობლიობა მიგვიყვანს ჩვენსთვის სასურველ მდგომარეობამდე? ასევე შეიძლება, რომ რამოდენიმე საყვარელი საქმის ერთობლიობა მომავალში გადაიკვეთება და იმ ერთადერთს დაგვანახებს, ასეც ხომ შეიძლება?

მე ამ კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, არ მაქვს! ვეჭვობ, ვინმეს ჰქონდეს! თუმცა, ეს მთავარი არ არ არის! მთავარია, რომ დრო ტყუილად არ დავკარგოთ უაზრო ლოდინში! ცხოვრება მოკლეა და ასე უმოქმედობაში, შესაძლოა,  მოულოდნელად სიკვდილის დილაც დაგვათენდეს და როდესაც რაღაც საქმეს გადავაწყდებით, რომელიც ინტერესს აღძრავს ჩვენში არ ვთქვათ მასზე უარი ეჭვების გამო. შეიძლება ის აღმოჩნდეს ჩვენი Passion, შეიძლება არა!  მაგრამ ნეგატიური პასუხის შემთხვევაშიც კი  უფრო დავუახლოვდებით ჩვენს მთავარ ცხოვრებისეულ საქმეს ან საქმეებს, რადგან, როგორც ავღნიშნე არ მჯერა რომ ცხოვრებისეული საქმე მხოლოდ და მხოლოდ ერთი უნდა იყოს!

და კიდევ, მე მჯერა რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტ საქმეში უნდა მოსინჯო თავი. იმიტომ რომ ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა  დროში მოგზაურობა დანიშნულების წერტილიდან „დაბადება“ დანიშნულების წერტილამდე „სიკვდილი“. რა თქმა უნდა შეგვიძლია საბოლოო პუნქტამდე მშვიდად, წყნარად და-  მთავარი სიტყვა-  „სტაბილურად“  სწორი ლიანდაგით მივიდეთ, მაგრამ განა უფრო საინტერესო არ იქნება თუკი „ამერიკულ მთებს“ ავირჩევთ და გავემართებით აღმართებით და დაღმართებით ემოციებით, თავგადასავლებით, ტირილით მერე  ყვირილით მერე სიცილით, უსაზღვრო ბედნიერებით და თვითკმაყოფილებით, ამოუცბობ და წინასწარგანუჭვრეტ მოგზაურობაში?  და ბოლო კითხვაც, მთელი ცხოვრება ერთი ქვეყნიდან გაუსვლელობა ჯობს თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა?

ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები …

4 thoughts on “Passion ანუ ცხოვრებისეულ საქმე -ზე

  1. საოცარად კარგად წერ, და ვიზიარებ ამ ყველაფერს, თუმცა ერთია, რომ როცა “ამერიკული მთებით სიარული” ავირჩიე და ეს მართლაც ძალიან საინტერესო და ბევრის სიამოვნების მომტანი იყო, ბევრსაც მივაღწიე ცხოვრებაში მაგრამ ამას არ ვაფასებდი და რევოლუციებს ვეძებდა თუმცა როცა 40-ს გადავაბიჯე მივხვდი რომ ძალიან დავიღალე და ამ აღმართ-დაღმართმა ცხოვრებაში ყველაფერი დამაკარგვინა….თურმე ძალიან მაკლია სტაბილურობა პირდაპირი ეკონომიკური და გადატანითი მნიშვნელობით….ეხლა ვფიქრობ ,რომ ალბათ არ ღირდა…
    ასე რომ არ დაკარგო ის რაც გაქვს და გაუფრთხილდი მას ,ძალიან ძალიან ,,,არ გაანიავო შენი მიღწეული.

    1. გია, უღრმესი მადლობა კომპლიმენტისათვის და კომენტარისათვის. გმადლობთ რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება და გამოცდილება. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ჩემს მკითხველს გამოადგება. : ) იმედია კიდევ მესტუმრებით ბლოგზე : )

  2. ნაატ, შენს ბლოგებს ყოველთვის ვკითხულობ. ეს ბლოგიც ძალიან მომეწონა და მეც დავფიქრდი რაღაც-რაღაცეებზე. ვფიქრობ რომ სტაბილურობა კარგია ოჯახში, ხოლო საქმის მხრივ მთავარია გწამდეს რომ ყველაფერი გამოგივა და აუცილებლად უნდა გააკეთო ის რაც ცხოვრების თითოეულ ეტაპზე შენ გაგაბედნიერებს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s