ის რაც ჩემია „ჩემია“?

questionცოტა ხნის წინ ბინის ყიდვა მინდოდა…   გონება  მხოლოდ ამ  მიმართულებით მუშაობდა. Я  была одержима этой идеей.  მთელი დღეები ხან myhome.ge-ზე ვიჯექი, ხან დავრბოდი და ბინებს ვათვალიერებდი. ერთ დღესაც აღმოვაჩინე რაღაც საჩემო… პატარა, მყუდრო, ყველანაირი კომფორტით, ძალიან უცხო და საინტერესო ინტერიერით. იმ საღამოსვე გავვარდი სანახავად… რეალურმა გადააჭარბა ვირტუალურს და ბინა, უბრალოდ, შემიყვარდა. გამოსვლა ვერ მოვასწარი რომ მას უკვე „ჩემი“ ( აი რა მაქვს საერთო ფორსაიტებთან, მესაკუთრე ვარ) დავარქვი. დროის მანქანით მომავალში გადავეშვი და უკვე წარმოვიდგინე როგორ ვიცხოვრებდი იქ. როგორ გავიღვიძებდი, როგორ ვისაუზმებდი, როგორ მივიღებდი სტუმრებს …  მთელი ღამე არ მეძინა… ვაწკაპუნებდი და ვაწკაპუნებდი  ბინის გვერდს. ერთი სული მქონდა გათენებულიყო და იპოთეკურ სესხზე შემეტანა განაცხადი.

გათენდა და მეც დავიწყე ჩემი ოპერაცია Ы. მთელი დღე დავრბოდი. დარწმუნებული ვიყავი რომ „ჩემი“ ბინა ჩემი უნდა გამხდარიყო. როდესაც ყველაფერი გავაკეთე და ბინის მფლობელს გადავურეკე ვერ წარმოიდგენთ რა მოხდა! მახარეს რომ გაიყიდა!  სიტყვებით ვერ გადმოსცემ რა დამემართა. უცებ ყველაფერმა ფერი დაკარგა და თვალებზე ცრემლების ნიაღვარი მომადგა.

თავიდან, ცხადია, ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ზოგჯერ ცხოვრებაში ვუშვებთ შეცდომას და ნაადრევად ვისაკუთრებთ რაღაცას, რაც სინამდვილეში ჩვენი არ არის და არც არასოდეს გახდება. მეც მალევე გამინათდა გონება და ცოტა ხანში მივხვდი რომ უფრო დიდი ბინა მინდა უფრო კარგ ადგილას და რემონტიც ჩემი გემოვნებით მირჩევნია გავაკეთო, ვიდრე სხვის გემოვნებას დავჯერდე.

სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ კომპანიაში  დირექტორი ვიყავი. ძალიან მიყვარდა ჩემი სამსახური.  ფაქტობრივად,  24 საათი ვმუშაობდი. დღისით დავრბოდი, ღამით ექსელი მქონდა გახსნილი და ვითვლიდი, ვითვლიდი და ვითვლიდი.   ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.  ვაკეთბედით ბევრ  ახალ, საინტერესო  და განსხვავებულ პროექტს. სულ გადარბენებზე ვიყავი. ტელევიზიითაც საკმაოდ ხშირად ვჩანდი. საერთო ჯამში, ძალიან მიახლოებული იყო ჩემთვის იდეალურ სამუშაო სიტუაციას. გამონაკლისია მუდმივი ღამის თენებები. ეს უბრლოდ ბოლოს მიღებდა…

როდესაც აქ მუშაობა დავიწყე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მეგონა რომ „ჩემი“ სამსახური ვიპოვე. თუმცა ბოლოსაკენ რაღაც ისე არ იყო. რაღაც შიგნიდან მეუბნებოდა „ნატ, სხვა სამსახური გჭირდება.  ნატ, სხვა სამსახური გჭირდება.“  ეს აზრი არ მასვენებდა. დღე და ღამ დამდევდა. ამასთან, გულწრფელად გითხრათ,  ზუსტად ვიცი რომელი სფერო მაინტერესებს ყველაზე მეტად.

ჰოდა, მეც დავფიქრდი იქნებ რაც ადრე  „ჩემი“ იყო უკვე აღარ არის „ჩემი“?  ჰო შეიძლება ასეც მოხდეს? აი, მაგალითად, ყველა ქალს გვქონია საყვარელი კაბა. ვუფრთხილდებით,  მხოლოდ განსაკუთრებულ შეხვედრებზე და განასკუთრებული ადამიანებისათვის ვიცვამთ, კარადაში ცალკე საკიდზე ვკიდებთ, სარეცხი მანქანის დელიკატური რეჟიმისათვისაც კი ვერ ვიმეტებთ და აუცილებლად ხელით ვრეცხავთ. მაგრამ ერთხელაც დგება მომენტი და ის აუცილებლად დგება, როდესაც აღმოვაჩენთ რომ კაბა დაგვიპატარვდა და იმდენად გვაჭერს, რომ სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს. უბრალოდ, გავიზარდეთ ამ კაბიდან და დროა კაბა სხვას ვაჩუქოთ.

მოკლედ, მე სამსახურიდან წამოვედი. გამიჭირდა თუ არა გადაწყვეტილების მიღება? ცხადია, ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩემი სამსახური ძალიან მიყვარდა. მაგრამ, ვიფიქრე ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისათვის, რომ არ გვქონდეს ის რაც გვინდა რომ გვქონდეს. მე კი „ჩემი“ სამსახური მჭირდება, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ,  თავისუფლად ვისუნთქებ და მეტ სარგებელს შევქმნი.

კონსტიტუციაში წერია რომ ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება. მე თუ მკითხავთ, არათუ ბედნიერების უფლება, ადამიანები ბედნიერებისათვის ვართ დაბადებული.  ხოლო იმისათვის, რომ ვიყოთ ბედნიერები უნდა ჩავიხედოთ გულში, გავუსწოროთ თვალი ჩვენს სურვილებს, არ შეგვეშინდეს ჩვენი ოცნებების, რადგან ერთადერთხელ ვცხოვრობთ! ამიტომ,  დასაკარგი დრო არ არის! მე მაგალითად რამდენიმე დღის წინ 25 წელი შემისრულდა. თუკი გამიმართლებს შეიძლება მაქსიმუმ 50 წელი ვიყო ქმედით უნარიანი. თქვენ?

ყველანი ვიმსახურებთ ვმუშაობდეთ „ჩვენს“ სამსახურში, გვყავდეს გვერდით „ჩვენი“ ადამიანი, ვცხოვრობდეთ „ჩვენს“ სახლში და ყველაფერი რაც კი გვჭირდება ჭეშმარიტად „ჩვენი“ იყოს.

ვფიქრობ, აქ იმალება ბედნიერება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

9 thoughts on “ის რაც ჩემია „ჩემია“?

  1. ისე ჩავიკითხე პოსტი, თოთქოს:
    იმ ბინაში მისვლის დროსაც გიყურებდი, გაფართოებული თვალებით რო ათვალიერებდი; ტელეფონის დარეკვისას ცრემლიანიც დაგინახე; სამსახურში ფუსფუსის დროს, მაგიდისკენ ოდნავ დახრილმა თმა როგორ გადაიწიე ყურზე; კმაყოფილი სახით შენ კაბაში გამოწყობილი უცებ რო ჩაიცინებ ფეხების მუხლებში ოდნავი და სწრაფი მოხრა-გასწორებით;

    რაღაცნაირად მომეწონა . . .

  2. ნატალია შენი მიზანდასახულობა და მოტივაცია მიგიყვანს ყველაფერ “შენამდე”. დარწმუნებული ვარ 50 წლის მერეც ქმედითუნარიანი იქნები:) ერთხელ ვცხოვრობთ და ისე უნდა ვიცხოვროთ და ის ვაკეთოთ, რაც გვაბედნიერებს. მთავარი ესაა, გეთანხმები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s