დავბრუნდი

„მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან „ … ძალიან დიდი ხნის მანძილზე მინდოდა ЕSM -ში ( Free Uni -ში) ჩაბარება მაგისტრატურაზე. 2010 წელს გასული ვიყავი კიდეც გასაუბრებაზე. თუმცა განსაზღვრული მიზეზების გამო უარის თქმა მომიწია. მეც ჩავიქნიე მაშინ ხელი და გადავწყვიტე 3-4 წლის წელიწადი მაინც საერთოდ არ მეფიქრა MBA – ზე.  იმ დროისათვის ვფიქრობდი, რომ ასე დამთავრდა ЕSM . თუმცა-ღა, როგორ მერე აღმოჩნდა ESM ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ იწყებოდა, თანაც განსაკუთრებული სიმძაფრით  =  )

„ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ – მოულოდნებლად არა ერთი ESM -ელი მეგობარი გამომიჩნდა და მათი გავლენით თუ შთაგონებით გადავწყვიტე რომ ამ წელიწადს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გამეგრძელებინა სწავლა და ЕSM-სათვის არც თუ შესაბამისი მინდინარე პირობებში გადავწყვიტე გადამედგა ნაბიჯი ჩემი MBA -საკენ:

  • მატერიალური სახსრები – აბსოლუტურად შეუსაბამო;
  • მათემატიკური უნარები – საშუალოზე დაბალი;
  • სამუშაო სტაჟი – 5 წელი – ნორმალური;
  • განწყობა – ღიმილაკი;
  • მოტივაცია – ცათამბრჯენებზე მაღლა.

ისეთი იდეა-ფიქსი იყო, რომ სიზმრადაც კი „დიდი“ პიროვნებები მესიზმრებოდნენ! (გამგები გაიგებს :))

მახსოვს თამუნას, ჩემს მეგობარს რომელიც იმ წელს ბაკალავრიატს ამთავრებდა ЕSM-ში ვეუბნებოდი: „წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა გადავიხადო, მაგრამ აი ნახავ, რაიმეს ვიზავ  აუცილებლად ჩავაბარებ, მეთქი. Об остальном я подумаю завтра“

მოკლედ, გავრისკე! ჩავაბარე და უკვე პირველი წელი დავასრულე კიდეც! თუმცა, გამიჭირდა მორალურად, არანორმალურად გამიჭირდა … მეტისმეტად ბევრ რამეზე მომიწია ფოკუსირება. რაღაც პერიოდი ვნანობდი კიდეც. ვფიქრობდი რომ ვიჩქარე. ასე ავირიე, გავ-ქაოსდი, ბევრი შეცდომა დავუშვი, ბევრ ადამიანს არც თუ კარგად მოვექეცი…

თუმცა, დღეს საღამოს როდესაც ტბასთან, სიგრილეში ვიჯექი და მარტინის (Luck is an Attitude) ჩუმად ვწრუპავდი, ვფიქრობდი რომ ლევანი მართალია (თუმცა ახლა გაბრაზებულია ჩემზე) და ალბათ მართლა ყოჩაღი ვარ მიუხედავად იმისა რომ რაღაცეები წავაგე და ზოგჯერ ასფალტსაც უნდა დაარტყა სახე და რომ მაინც მოვერიე ყველაფერს და ახალი გეგმების დროა… თან, ძალიან შორს მიმავალი გეგმების…🙂

ეს იყო მოკლე შინაარსი თუ რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, სანამ არ ვჩანდი. თუმცა, დავბრუნდი და ძალიან ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაზიარებელი …  შემდეგ მზიან პოსტამდე!

6 thoughts on “დავბრუნდი

  1. გილოცავ კარგია ესმი. მეც დავამთავრე ერთი წლის წინ, ოღონდ ბაკალავრიატი. აქ უკეთეს უნიში ვერც ჩააბარებ😉

  2. naat, darwmunebuli var yvelafers gaartmev tavs da gzis bolos rom gaixedav dzalian, dzalian kmayofili darchebi… :* warmatebebs gisurveb… :*

  3. მთავარი უკვე გადალახე ნატ. წარმატებებს გისურვებ ჩემო ლამაზო :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s