What Do You Do When All Your Dreams Have Come True?

Image

რას აკეთებ, როდესაც გააცნობიერებ რომ ყველა შენი ოცნება ახდა? – ეკითხებიან მთავარ გმირს ფილმში  საზიზღარი ბარი კოიტი.  სავარაუდოდ ყველას გინახავთ…

ალბათ, ყველას გვქონია ან გვექნება წუთები, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ოცნებები ახდა. ახდა ის რისკენაც ასე დიდ ხანს მოვდიოდით და რასაც უამრავი წუთი, საათი, კვირა, მზიანი დღეები,  მშვიდი ძილი, ტკბილი სიზმრები და ყველაზე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა შევწირეთ მსხვერპლად.

ჰოდა უკვე აქ ვართ, მოვედით დანიშნულების ადგილას. თავიდან ემოციები გვახრჩობს, ბედნიერება კისერში ამოდის და თვალები ფაქტობრივად, პროჟექტორებივით ანათებს…. და ჩვენც ვფიქრობთ:  – როგორც იქნა, მოვიდა; აი ეს ყოფილა, თურმე, ბედნიერება; გმადლობ, ღმერთო, გმადლობ – და ვტკბებით ემოციების კორიანტელით.

თუმცა, რაღაც პერიოდში ყველაფერი გადის, ემოციები ქრება, ბედნიერებაც გვტოვებს და სულში, გულში, სხეულში და მთელს არსში სიცარიელე შემოიჭრება და ეჭვები გღრღნის: გინდოდა კი, სინამდვილეში, ეს ყველაფერი? იქნებ უბრალოდ ახირება იყო? და თუ ეს ასე არ არის რატომ არ განიჭებს ეს ყველაფერი ბედნიერებას, ემოციებს, სტიმულს? რატომ გტანჯავს აპათია და ნიჰილიზმი? იქნებ თავს ატყუებდი? გინდოდა კი ეს ? მართლა გინდოდა?

რა თქმა უნდა, გინდოდა. მთელი არსით გინდოდა. ყველაზე მეტად გინდოდა და ამიტომაც იბრძოდი ასე თავდაუზოგავად. უბრალოდ, ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება რომ ჭეშმარიტი ბედნიერება პროცესშია და არა შედეგში. იმიტომ, რომ ბედნიერებას, სტიმულს, ცხოვრების სურვილს ბრძოლა გვანიჭებს. სწორედ ბრძოლა  მიზნის მისაღწევად ანთებს სულში ცეცხლს და შეუძლებელსაც კი შეგვაძლებინებს.

ხოლო, როდესაც მიზანს ვაღწევთ, მკვეთრად ვამუხრუჭებთ და სწორედ ესაა იმ ემოციების კორიანტელის მიზეზი, რომელთაც ასე ერთბაშად განვიცდით. შემდეგ კი ეს ემოციები ქრება ასევე ერთბაშად და იწვევს სიცარიელეს, რომელიც ხშირად გვტანჯავს.

სწორედ ამიტომ, ყველას  და საკუთარ თავს ვუსურვებ, რომ არასოდეს გამოგვლეოდეს ოცნებები, მიზნები, რათა არასოდეს გაგვიქრეს ბრძოლის სურვილი, რათა ამ ბრძოლამ ბედნიერება მოგვანიჭოს, რადგან სწორედ ეს ბედნიერება გავგრძნობინებს რომ ჩვენს ვენებში სისხლი ჩქეფს და ცოხცხალი თუმცა მოკვდავი ადამიანები, ვართ რომელთაც სულ რაღაც რამოდენიმე ათეული წელი დარჩათ დატკბნენ ყველაზე ტკბილი და თბილი მზის სხივებით…

2 thoughts on “What Do You Do When All Your Dreams Have Come True?

  1. ნატალი. მიხარია რომ დაბრუნდით.🙂 ახლა შემთხვევით შემოვაწყდი კვლავ თქვენს ბლოგს და გამიხარდა რომ კვლავ წერთ სტატიებს.
    მშვენიერი სტატიაა. გისურვებთ წარმატებებებს🙂

  2. გამარჯობა, დოდო. ძალიან გამიხარდა თქვენი კომენტარი. აუცილებლად განვაახლებ წერას :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s