მთავარია მე რა მინდა

იდგა შემოდგომა. ვცდილობდი მიმეღო გადაწყვეტილება განსაზღვრულ საკითხთან მიმართებაში. როგორც ყოველთვის, დიდ ხანს ვფქრობდი. ვინც კარგად მიცნობს იცის, რომ გადაწყვეტილებებს დიდ ხანს ვანდომებ და ეს ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი მინუსიცაა. ჰოდა, მაშინ, ერთმა ძველმა მეგობარმა მითხრა: „მთავარია შენ რა გინდა, ნატ!“ ასე განათდა გონება და მას მერე ამ ლოზუნგით ვხელმძღვანელობ ცხოვრებაში. ზუსტად რომ, მთავარია მე რა მინდა! რომ გამოვრიცხოთ ყველა გარეშე  ფაქტორი, ყველა გამაღიზიანებელი და გულწრფელი ვიყოთ საკუთარ თავთან, აღმოვაჩენთ თუ არა რა გვინდა ჩვენ, მხოლოდ ჩვენ? და გადაწყვეტილებაც იქვეა მაშინ!

რეალურად, რომ დავფიქრდეთ ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ დრო ვხარჯოთ იმაზე რაც სინამდვილეში არ გვინდა.

მე დღეს 24 წლის ვარ. რამდენი უნდა ვიცხოვრო კიდევ?  საუკეთესო შემთხვევაში 70 წელი… ან იქნებ ხვალ გავიგო რომ მომაკვდინებელი სენი მჭირს? მაშინ რატომ უნდა მოვიყვანო  სული და სხეული უწანასწორობაში? რატომ უნდა ვტანჯო და ვაწამო თავი? რატომ არ უნდა ვაკეთო ის რაც მინდა? რატომ არ უნდა მქონდეს ის რაც მინდა? რატომ არ უნდა მივაღწიო იმას რაც მინდა? სინამდვილეში შეზღუდვები, ხომ,  არ არსებობს და ლიმიტებს ჩვენ თვითონვე ვუწესებთ თავს!

მინდოდა სამსახურის შეცვლა  …. დავტოვე ძველი  და ვიპოვე ახალი; მინდოდა ЕSM -ში სწავლა … ჩავაბარე აბსოლუტურად ყველაფრის მიუხედავად; მინდოდა თმის ახალი ფერი – ავდექი და გავრისკე🙂 მინდა მზე სულში და აუცილებლად დავიბრუნებ.

აი მზე სულში კი მაშინ სუფევს, როდესაც იბრძვი იმისათვის რაც გინდა. ეს არის შინაგანი, მშვიდი ბედნიერების განცდა რომელიც გეხმარება მუდმივად მოძრაობაში იყო და ყველა დაბრკოლება არათუ გადალახო, არამედ სიმღერ-სიმღერით გადალახო, გადააბიჯო, რქებით გაანგრიო თუ საჭიროა, რადგან იცი რომ შენ იბრძვი იმისათვის რაც შენ გინდა, მხოლოდ შენ!

დღეს, კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები. და რას ვფიქრობ მე? დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობარო, მთავარია მე რა მინდა!  :)

One thought on “მთავარია მე რა მინდა

  1. “მინდა მზე სულში და აუცილებლად დავიბრუნებ.” მე დავიბრუნე ნატალი სულში მზე, შენი პოსტები დამეხმარა ამაში.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s