ინგლისური ენა ზღაპრის გმირებთან ერთად

Image

პატარა ბიძაშვილი მყავს მოსკოვში. ის სულ რაღაც 3 წლის იყო, როდესაც ბებიაჩემს გიორგი უკვე ინგლისურზე, ცურვაზე და ვიოლინოზეც კი დაჰყავდა. ძალიან გამიკვირდა! ბებიაჩემს კი ჩემი გაკვირვება გაუკვირდა. იქ თურმე სულ პატარა ასაკიდანვე ზრუნავენ შვილების მომავალზე და მათ განვითარებაზე. მეც, წარმოვიდგინე თუ როგორ ვიამაყებდი, რომ მყოლოდა 3 წლის შვილი, რომელიც ასეთ პატარ ასაკში შეძლებდა უცხო ენაზე წინადადებების აწყობას და მივხვდი რამდენი რამ აკლიათ ჩვენს პატარებს.

ალბათ, არაფერი უმიზეზოდ არ ხდება და ისე მოხდა, რომ დღეს ვარ განვითარების მენეჯერი კომპანიაში „მულტი პულტის სამყარო“, რომელიც როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ბავშვთა გართობის ინდუსტრიაში მოღვაწეობს და ამ მხრივ მრავალ მიმართულებას აერთიანებს.

საბედნიეროდ, ჩემს კარგ მეგობარს, ნინო ჯინჯოლავას გააჩნია ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი ბავშვებისათვის ESL Kids და შესაბამისად, ნინოსთვისაც ბავშვების თემა, ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია.

ჰოდა, ვიფიქრეთ რატომ არ შეიძლებოდა გაგვეერთიანებინა გართობა და განათლება და შეგვექმნა სრულიად განსხვავებული პროდუქტი, რომელიც 3 წლის პატარასაც კი დაეხმარებოდა ინგლისური ენის დაუფლებაში, თან ისე რომ მისთვის ეს ყველაფერი არა გაკვეთილი, არამედ თამაში ყოფილიყო და ასე დაიბადა „ინგლისური ენა ზღაპრის გმირებთან ერთად“ – ინგლისური ენის ინტერაქტიული კურსი 3 წლიდან ბავშვებისათვის. ეს კი სარეკლამო რგოლია, რომელიც ჩემი და ნინოს სცენარით შეიქმნა უნიჭიერესი ადამიანის მიერ.

ინგლისური ენა ზღაპრის გმირებთან ერთად“ – მიმდინარეობს 1 საათისა და 30 წუთის განმავლობაში. მთელი ამ დროის მანძილზე, პატარები  სწავლობენ ინგლისურ ენას ნამდვილ ზღაპრის გმირებთან ერთად, რომლებიც მიმდინარე თემის შესაბამისად, ყოველ გაკვეთილზე იცვლებიან. ამასთან, თვითონ მასწავლებელიც გადაცმული პრინცესაა. გარემო კი გაფორმებულია ფერადი განათებებითა და სპეციალური ელემენტებით. ასე რომ, ბავშვები ზღაპარში თამაშობენ, ცეკვავენ მღერიან და დაკავებულნი არიან უამრავი საინტერესო აქტივობით. გაკვეთილის ბოლოს კი აღმოაჩენენ, რომ თურმე ბევრი ბევრი ახალი ინგლისური სიტყვა სცოდნიათ.

როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით, ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა ეს კურსი თეატრის კატეგორიაში გაგვეტანებინა ( მულტი პულტის სამყაროს საბავშვო თეატრიც გააჩნია) და ყოველი გაკვეთილი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროდუქტი ყოფილიყო; რომ ყოველი გაკვეთილის წინ მშობელს სცოდნოდა თუ რას ისწავლიდა მისი შვილი მოცემულ, კონკრეტულ დღეს და მომავალ გაკვეთილზე მოსვლა მის სურვილზე ყოფილიყო დამოკიდებული.  შესაბამისად, გადავწყვიტეთ ყოველ გაკვეთილზე  ერთგვარი ბილეთი გაგვეყიდა და დღეს მისი ფასი 10 ლარს შეადგენს. ასე ჩვენ მომხმარებელს მაქსიმალურ თავისფლებას ვუქმნით მომავალ გაკვეთილზე დასწრებისათვის…

კურსი უკვე 2 დღეა რაც დაიწყო და ჯერჯერობით, კვირაში 2-ჯერ, ყოველ შაბათ კვირას შედგება მულტი პულტის სამყაროში, ყველაზე კეთილში და ყველაზე ზღაპრულში …

… და როდესაც ხედავ როგორ მღერის თვალებ-ანთებული პატარა ნიკოლოზი „Mummy mummy, how are you” -ს ტანში ჟრუანტელი გივლის და ხვდები, რომ რაღაც ღირებული შეგიქმნია.

5 thoughts on “ინგლისური ენა ზღაპრის გმირებთან ერთად

  1. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და საკმაოდ განმავითარებელი პროექტია,ყველაზე კარგი კი ის არის რომ ბავშვი დიდი ხალისითა და მონდომებით ერთვება გაკვეთილზე. წარმატებებს გისურვებთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s