პროდუქტის ხასიათი

ЕSM – ის შთაგონებებიდან …

იყო დრო როდესაც მასობრივი მარკეტინგი მარკეტინგის ყველაზე გავრცელებული სახე იყო. კომპანიებს ყველა მომხმარებელი ერთ კატეგორიაში გაჰყავდათ. ისინი თვლიდნენ რომ ყველა მომხმარებელზე თანაბრად, ერთი სტრატეგიით შეძლებდნენ გავლენის მოხდენას, სტიმულირებას და სასურველი შედეგის (რეაგირების) მიღებას, რომელიც რა თქმა უნდა ყიდვაში გამოიხატება. თუმცა ასე ვთქვათ „ჭკვიანი კომპანიები“ მიხვდნენ, რომ ყველა მომხმარებელი განსხვავებულია ერთამანეთისაგან, ყოველი მათაგანი ინდივიდია; ყოველ მათგანს გააჩნია საკუთარი „აქტუალური მე“ და „იდეალური მე“ და იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიო უნდა შექმნა ისეთი პროდუქტები, რომლებიც დაეხმარებიან ადამიანებს მიაღწიონ საკუთარ უკეთეს ანუ „იდეალურ მე“-ს.

სწორედ ამიტომ თითოეულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს თავისი ხასიათი ( Personality) ისე რომ მან შეძლოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა და დაკმაყოფილება.

მართლაც დაკვირვებიხართ ოდესმე თუ რატომ ყიდულობთ ამა თუ იმ კონკრეტული ბრენდის მოვლის საშუალებას? არასოდეს გიფიქრიათ რომ მოცემული ტანის რძე იმიტომაა თქვენთვის მიმზიდველი, რომ  ის თქვენთვის ელეგანტურობის, სილამაზესთან, დახვეწილობასთან ასოცირედება და მისი შეძენით თქვენ ცდილობთ ეს თვისებები საკუთარ თავზე გადმოიტანოთ და უკეთეს, იდეალურ მეს მიუახლოვდეთ? ან რატომ ყიდულობთ მაინცდამაინც Iphone -ს? იქნებ იმიტომ რომ ის თქვენთვის ნოვატორობასთან, გამორჩეულობასთან, მოდურობასთან ასოცირდება? რატომ მივირთმევთ მაინცდამაინც მაკდონალდსში? იქნებ იმიტომ რომ ის თქვენში სისწრაფის, საქმიანობის, მობილურობის ასოციაციებს იწვევს?

გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, რომ ეს თვისებები თქვენი წარმოსახვის ნაყოფი არაა? არა, უფრო სწორედ თქვენი წარმოსახვის ნაყოფი ნამდვილად არის, მაგრამ ეს თვისებები თავისით არ მოვიდა თქვენს Long Term Memory-ში. ისინი თქვენ შთაგაგონეს. უფრო მეტიც, კომპანიები უამრავ საათს, დღესა და ზოგჯერ თვეებსაც კი უთმობენ იმას, რომ საკუთარ ბრენდებსა და პროდუქტებს სათანადო თვისებები მიანიჭონ; ისეთი თვისებები, რომლებიც დაეხმარებიან მომხმარებელს საკუთარ იდეალურ მე-ს მიაღწიოს და რა თქმა უნდა, გამოარჩიოს მოცემული კონკრეტული პროდუქტი და განახორციელოს ყიდვის აქტი.

არსებობს უამრავი თეორია, რომელიც ეხმარება მარკეტერებს იპოვონ მომხმარებლის გულის გასაღები. დიახ, სწორედაც რომ გულის გასაღები, რამეთუ თუკი დავფიქრდებით მომხმარებლისა და კომპანიის ურთიერთობა ძალიან ჰგავს ორი ადამიანის ურთიეთობას. რაც უფრო ჰარმონიულია ურთიერთობა მით უფრო, წარმატებულია კომპანია და კმაყოფილია მომხმარებელი. შეიძლება ითქვას, რომ ხელი ხელს ბანს! თუკი კომპანია დაეხმარება მომხმარებეელს და შესთავაზებს მისთვის საჭირო თვისებების (Personality) პროდუქტს, მომხმარებელი აუცილებლად შეიძენს მას, ლოიალური გახდება მისი.

ეს კარგად იციან მარკეტერებმა და სწორედ ამიტომ იკვლევენ მოხმარებლის მოტივაციებს პროდუქტის შეძენისას, ყოფებ მან ექსტრავერტებად და ინტროვერტებად, აიდიოკრატებად და ალოკრატებად და ასე შემდეგ. ქმნიან სპეციალურ არქეტიპებს და ყველაფერი ეს იმისათვის რომ შექმნან ისეთი პროდუქტი, რომელიც მორგებული იქნება თითოეული ინდივიდის  need-სა და want-ებს.

P.S. ეს მხოლოდ  მოკლე ჩანაწერი იყო. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი პოსტის დაწერას ვაპირებ🙂

2 thoughts on “პროდუქტის ხასიათი

  1. მეც ასე ვურთერთობ, ჩემი კომპანიის კლინეტებთან “დიახ, სწორედაც რომ გულის გასაღები, რამეთუ თუკი დავფიქრდებით მომხმარებლისა და კომპანიის ურთიერთობა ძალიან ჰგავს ორი ადამიანის ურთიეთობას.”
    კარგია, რომ ახალი პოსტი დამხვდა. აი, როგორი ერთგული მკითხველი და მეგობარი გყავს…დილას შენი ბლოგით ვიწყებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s