ემოციათა კრებული

ზოგჯერ ისე ხდება, რომ სწორედ იმას უგულებელჰყოფ, რაც ყველაზე მეტად გიყვარს. ჩემი ბლოგის შემთხვევაშიც ასე დამემართა. ი ეს ემ -ი, ალტერნატიული ღირებულებები, ზღვრული დანახარჯები და წერისთვისაც აღარ დამრჩა დრო. თუმცა, შეუძლებელია უარი თქვა იმაზე რაც უზამრმაზარ ბედნიერებას განიჭებს. ამიტომ, სულ მალე ისევ აქტიურად დავიწყებ წერას. მანამდე კი ჩემი სხვადასხვა დღის ფურცელზე გადმოტანილი ემოცია შევკრიბე და ქვემოთ ვაქვეყნებ.

x x x
ბედნიერებას გარეგანი ფაქტორები არ განაპირობებენ. ბედნიერება შენს შიგნითაა. თუ გინდა ბედნიერი იყო, ძალიან გინდა, უნდა აიძულო თავს რომ ბედნიერი იყო და იქნები კიდეც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ აღიქვამ შენს თავს და ზოგადად შენს თავს ამ სამყაროში.

ბედნიერება არ არის თავბრუდამხევი კარიერა, თუმცა ამისაკენ მივიწრაფვი, ბედნიერება არ არის ბევრი ფული, თუმცა ესეც მინდა…

ბედნიერება არის როდესაც იცი ვინ ხარ, რა გინდა…

ბედნიერებააა ის რომ გყავს ახლობლები…

ბედნიერებაა, როცა უყვარხარ…

ბედნიერებაა როცა შენზე ზრუნავენ…

ბედნიერებაა, როდესაც ყოველ დილით იღვიძებ და იცი, რომ შენი საყვარელი საქმე გელოდება ….

ბედნიერება პროცესია და არა შედეგი…

12 ოქტომბერი, 2010

x x x
როგორ მიყვარს მომენტების დაჭერა! აი მაგალითად ფილარმონიის ქვეშ ქერა ბიჭი რომ უკრავს გიტარაზე…. ისე მიყვარს მისი მოსმენა … all you need is love …. უკან შეყვარებული წყვილი მომდევს…. მე ისეთ სამსახურში არ გაგიშვებ სადაც ბევრი კაცი იქნება… ოოფფ…. მივიხედე…. გავუღიმე …. მაგარია ცხოვრება….

22 დეკემბერი, 2010.

თეატრი
არასოდეს დამავიწყდება შთაბეჭდილება, რომელიც სომერსეტ მოემის ”თეატრის” წაკითხვის შემდეგ დამეუფლა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული და ემოციების აღმძვრელი არ ხდება. არც არავინ კვდება ტუბერკულიოზით, არც ჭიანჭველები ჭამენ ბავშვს, არც მამა კლავს საკუთარ შვილს , არც ერთ ქალს უყვარდება ორი მამაკაცი და ზოგადად, არც მაინცდამაინც დიდ სიყვარულს აქვს ადგილი…

მიუხედავად ამისა, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამაფიქრებელია ნაწარმოებია, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს. ნუთუ მთელი ცხოვრება თამაშია? ნუთუ ყველა ნიღბის რამოდენიმე ფენას ვატარებთ? ნუთუ ყველანი ერთმანეთს ვატყუებთ? და წრფელი ემოციები სად არის მაშინ? სად არის ნამდვილი შეგრძნებები, გრძნობები, აზრები? სად არის ნდობა? რწმენა? მგონი, საუკუნოდ ჩაიმარხა ჩვენს გულებში…

5 იანვარი, 2010

x x x

როგორ მიყვარს ყველაფერში სილამაზის დანახვა, როგორ მიყვარს შავში თეთრის დანახვა, როგორ მიყვარს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ მომენტებში ხიბლის დანახვა…
ყველაფერი ძალიან ცუდად რომ გეჩვენება და მოულოდნელად სულში სიმშვიდე რომ იღვრება და ხვდები, ცუდში თურმე ბევრი კარგიც ყოფილა …
თვალებს რომ დახუჭავ და უცებ უფრო მეტ სინათლეს შეიგრძნობ, ვიდრე გახელილი თვალებით და მაშინ ყელში გაწვება ბედნიერება, რაღაცნაირი მშვიდი და ამავდროულად მამოძრავებელი ბედნიერება, რომელიც გეუბნება, ნატ, შენც ხომ იცი რომ ყველაფერი კარგადაა, შენც ხომ იცი რომ ცხოვრებას უყვარხარ. და აი მაშინ, გეღიმება, ოღონდ არა მხოლოდ სახეზე, არამედ ტვინში, გულში, სულში… მთელი არსით გეღიმება და ეს ის მომენტია, როცა ხვდები რომ მადლიერების გარდა არაფერი დაგრჩენია.

7 მარტი, 2011

ქოლგა

მე არ მჭირდება ქოლგა. არც ზაფხულში და არც ზამთარში.

მე არ ვემალები მზეს. მე მზე მიყვარს. მე მზე მათბობს. მე მზე ძალებს მაძლევს. მე მზე მმუხტავს. მე მზე ბედნიერებას მანიჭებს.

მე არ ვემალები წვიმას. მე წვიმა მიყვარს. მე წვიმა მეფერება. მე წვიმა ცრემლებს მიზოგავს. მე წვიმა მეთამაშება. მე წვიმა ბედნიერებას მანიჭებს.

არა, არ მჭირდება ქოლგა. რატომ უნდა დავიცვა თავი იმისაგან რაც ბედნიერებას მანიჭებს?

12 მარტი, 2011

x x x

მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან ყოველთვის ვამბობ ჩემს სათქმელს. მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან ბოლომდე ვიბრძვი. მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან არაფრის მეშინია. მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან შემიძლია თვალი გავუსწორო ყველაზე მწარე რეალობას. მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან ვიცი რა მინდა. მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან მჯერა მომავლის. მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან წარსულში არ ვიხედები. მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან შემიძლია ვაღიარო ჩემი შეცდომები. მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან შემიძლია მოვიხადო ბოდიში. მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან შემიძლია გადავიხადო მადლობა. მე ღამით მშვიდად მძინავს, რადგან შემიძლია ვიტირო როდესაც მტკივა და ვიყვირო როდესაც ბედნიერი ვარ. მე ღამით მშვიდად მძნავს, რადგან ვიცი მოვა დილა, მზე დამანათებს, გამიღიმებს და მომეფერება.

და თუკი ღამით არ მძინავს, ეს უბრალოდ მინდა ფხიზელმა შევეგებო ჩემს მზეს.

21 მარტი, 2011

xxx
2010 წლის 31 დეკემბერი. 16 საათი. როგორც იქნა ხელფასი ავიღე და ჩემს ძმას დავურეკე, რომ სასწრაფოდ გავსულიყავით ბაზრობაზე საჩუქრების და სხვა დეტალების საყიდლად. დეზერტირების ბაზრობა – ხალხი შფოთავს, დარბის, ყვირის, ჩხუბობს. მე – როგორც ყოველთვის გაღიმებული, ზრდილობიანი, ბედნიერი, შეუშფოთველი, მივფრინავ და თან ელვის კასტელოს She –ს ვღიღინებ. ჩემი ძმა – 5 ნაბიჯით უკან მომსდევს და ვერ მეწევა. ხელში ცხრა ჩანთა აქვს აკიდებული. როგორც ყოველთვის შეწუხებულია, ბუზღუნებს, ჩხუბობს. თუმცა, ჩხუბობს რომელია? უკვე მთელ ხმაზე მიყვირის!🙂 მე – კვლავაც მშვიდად ვღიღინებ და იასამნისფერ სვიტრს ვყიდულობ. ჩემი ძმა ისევ ყვირის. შეიძლება ყველას კეთილგანწყობას უტოვებდეო. – წამოდი დროზე სახლში. – რა დროს სახლია, ვაზის ფურცლები მაქვს საყიდი. და კვლავაც ვღიღინებ.🙂 აი მაშინ კი გაწყდა მოთმინების ძაფი: – შენ ნორმალური ხარ? აქამდე რას აკეთებდი? ან ამ ჩანთებით რომ მატარებ ჩემი Boss ხარ? გამეცინა, ვაკოცე და ჩანთების გამორთმევას ვცდილობდი, თუმცა რა თქმა უნდა არ მომცა მათი წამოღების უფლება. ძალიან მიყვარს! უბრალოდ, ამ სიღერაზე სულ ის დღე მახსენდება და საერთოდ, ცხოვრება ძალიან მაგარია!

25 აპრილი, 2010

x x x

საკუთარ ცხოვრებას ფილმივით ვუყურებ, ძალიან ბევრი კადრის ერთობლიობად. აქედან ზოგიერთი კადრი ძალიან მიყვარს და ვახვევ და ვახვევ… ვცდილობ საკუთარი ცხოვრების რეჟისორიც თვითონ ვიყო, ვცდილობ თვითონ შევქმნა ეპიზოდები, დავდგა სცენები… კიდევ ყველაზე ჩვეულებრივი კადრების ახლებური, არაჩვეულებრივი კუთხით დაფიქსირება მიყვარს … მიყვარს ყველაზე ბნელ კადრებში სინათლის დანახვა და როდესაც ეს გამომდის ჩემზე ბედნიერი არავინაა ამ ქვეყანაზე…

2 მაისი, 2011

x x x

გათენდა… თვალს ახელ … მზე დაგნათის … იღიმი …. მერე ისევ ხუჭავ და კიდევ იღიმი … მერე ნებისყოფას მოიკრეფ … ადგები… პირს დაიბან და აივანზე ყავით … აივანზე კი ნამდვილი სამოთხეა … ჩიტების ჭიკჭიკი, სამოთხისებრი ჭიკჭიკი, დილის ცვრის სუნი, მზის სხივები და შენ ყავით ხელში გაღიმებული და თვალ–დახუჭული …. სულში სიმშვიდე, სულში სასიამოვნო ქაოსი, სულში მზე … მზე, მზე, მზე …. ბევრი მზე … მერე თვალს ახელ, კიდევ გაიღიმებ მთელი არსით და მთელი არსითვე შეიგრძნობ, რომ ყველაფერი კარგადაა ყველაფრის მიუხედავად სანამ სულში ეს მზეა…

14 მაისი, 2011

x x x

ჭკუა მეკარგება ისე მიყვარს დილა თავზე რომ დაგათენდება და შენ ჯერ კიდევ წიგნით ხელში ზიხარ თმაგაწეწილი. სახეში სუფთა ჰაერი და დილის ცვრის სურნელი გირტყამს, ყურში ჩიტების საოცარი ჭიკჭიკი ჩაგესმის; უცნაური სიმშვიდე გეღვრება სულში. თავს განსხვავებულად, განსაკუთრებულად გრძნობ. თითქოს რაღაც მისია გეკისროს … უბრალოდ ბედნიერი ხარ … უბრალოდ სიმღერა გინდა …

3 ივნისი, 2011

x x x

ადრე განსაზღვრულ მოვლენებს გათენების მნიშვნელობას ვანიჭებდი და ზუსტად რამდენიმე წუთის წინ ვფიქრობდი, როგორც იქნა, ჩემს ცხოვრებაში ახლა ნამდვილად თენდება მეთქი. თუმცა, შემდეგ მომივიდა აზრი, რომ რომ იქნებ სიანამდვილეში სულ ღამეა მეთქი და გათენდება თუ არა ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. შემდეგ ეს აზრიც გადავაგდე და მივხვდი, რომ რეალურად არც დღე არსებობს და არც ღამე. არაფერი არ არსებობს…
რეალურად, ჩვენ თვითონვე ვაღამებთ და ჩვენ თვითონვე ვათენებთ, ოღონდ შიგნიდან.

გავაანალიზე, რომ თუკი ჩემთან თენდება, ეს უბრალოდ მე მომბეზრდა ღამის კოშმარები , მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე და დილა მოვიყვანე. რატომ ნებისყოფა? იმიტომ რომ ყველაფერმა შეჩვევა იცის, ყველაზე ცუდმაც კი. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ზოგჯერ ცუდში კომფორტულად ვიწყებთ თავის გრძნობას…

მაგრამ ღამე მომბბეზრდა, აღარ მინდა! აღარ მინდა ღამურა ვიყო! აღარანაირი ღამეები! მარტო დილა, დილის ცვრის სურნელი, ჩიტების ჭიკჭიკი… და რაც მთავარია, მზე! ბევრი, ბევრი მზე! ცხელი, მწველი მზე!

8 ივლისი, 2011

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s