ვიცი, ვიცი, ვიცი …

უკვე ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია,  ვიცი. შესაბამისად, ძალიან ძალიან ბევრი მკითხველი დავკარგე, ვიცი, ვიცი. ისიც კარგად ვიცი, რომ მათ უმეტესობას, ალბათ, ვეღარასოდეს დავიბრუნებ. მწყინს თუ არა? რა თქმა უნდა, ძალიან მწყინს, მაგრამ ალბათ გახსოვთ რომ თითოეული ჩემი პოსტის მიზანი ვიღაცისათვის, თუნდაც ერთი ადამიანისთვის მაინც პატარა სარგებლის და ფასეულობის შექმნაა.  მაგრამ, როგორ უნდა შექმნა ვინმესათვის ფასეულობა, თუკი თავად ახდენ საკუთარი ფასეულობების გადაფასებას.

რა საჭიროა ფასეულობების გადაფასება? იმიტომ ხომ არა, რომ შინაგან მზეს კარგავ? იმიტომ ხომ არა რომ მუზებმა დაგტოვეს? ან იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ გრძნობ, რომ  სხვა ხარ?

როგორ უნდა გაიგო ვინ ხარ? როგორ უნდა შეიცნო ახალი საკუთარი მე? უნდა ცდილობდე კი ძველი მუზების დაბრუნებას თუ ახალი ეძებო? სად უნდა უპოვო შინაგან მზეს საზრდო, რომ შემდეგ თვითონ შენ გასაზრდოვოს ამ მზემ? სად უნდა იპოვო ახალი ფასეულობები?


პირადად მე, ყველგან ვეძებ…. ჰაერში, წვიმაში, სხვა ადამიანებში, ჩემს  წიგნებში, დავალებებში, შოკოლადებში, სიმღერებში, სახის გამწმენდში, პომადაში, მალინის ჩაიში,  მარწყვის ტორტში, ლეპტოპში და ჩემს ოქროსფერ ლენტშიც კი … ყველგან ყველგან ….. და რაც ყველაზე საინტერესო ვიპოვე არის ის რომ აბსოლუტურად ყველაფერში, სულ ყველაფერში შეგიძლია იპოვო რაღაც რაც შეიძლება შენთვის ფასეული გახდეს  ….  და რაც ფასეულია, ის ფასეულობას ქმნის 
 

 

7 thoughts on “ვიცი, ვიცი, ვიცი …

  1. ჯერ ვკარგავთ, მერე ხშირად მივტირით…
    სანამ სხვას გადააფასებ, ჯერ შენი თავი უნდა შეაფასო-გადააფასო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s