მე, მაიკლი, პირველი წარუმატებლობა

არის ცხოვრებაში რაღაცეები, რომელთა შესახებაც ადრე წარმოდგენა არ გქონდა, მაგრამ როდესაც შეხვდები, ხვდები რომ შენი სულის ნაწილია, შენი არსის ნაწილია, უბრალოდ შენია…

ზუსტად ასე დამემართა მაიკლის შემთხვევაშიც. 19 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი და როგორც კი მისი ხმა გავიგონე, სულზე მალამოსავით მომეფინა და მივხვდი, რომ სამუდამოდ ჩემი თანამგზავრი იქნებოდა და მართლაც, მას მერე აღარ დამშორებია. სულ ჩემთანაა. სულ ჩემ სულთანაა. ჩემი პირველი დამარცხებაც ჩემთან ერთად გაიზიარა.

Cause you are not alone
I’m always there with you
And we’ll get lost together
Until the light comes pouring through…

არასოდეს დამავიწყდება. განსაზღვრული კონკურსი იყო უნივერსიტეტში. ისე მინდოდა გამარჯვება. სულ ამაზე ვფიქრობდი. ამ აზრით ვცოცხლობდი. ამ აზრით ვსუნთქავდი. რატომღაც მეგონა, რომ აუცილებლად მოვხვდებოდი გამარჯვებულთა რიგებში, მაგრამ როგორც იქნა მოვიდა სანუკვარი დღე და … უარი!!!

უბრალოდ, ვერ გადმოვცემ სიტყვებით როგორ შოკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მაშინ 19 წლის ვიყავი და ეს ჩემი პირველი დიდი წარუმატებლობა იყო. იმდენი რამდენიც იმ დღეს, ალბათ ცხოვრებაში არ მიტირია. არ ვაჭარბებ და მთელი ერთი დღის განმავლობაში  მთლიანად ცრემლებად დავიღვარე… საშინლად ნაწყენი, იმედგაცრუებული და გულ–გატეხილი ვიყავი. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვხვდები რომ ეს საუკეთესო რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა შემთხვეოდა მაშინ …

I’ve been up & down & over & out
But I know one thing
Each time I find myself, flat on this face
I pick myself up & get back in the race

That’s life
I can’t deny it

მეუბნებოდა მაშინ მაიკლი. მეც, ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი. თუმცა, იმ საღამოს ჩემს სულში პირველი გადატრიალება მოხდა. არა უშავს, ნატ, არა უშავს! – ვეუბნებოდი ჩემს თავს– ჰო უარი გითხრეს, ჰო დამარცხდი, მაგრამ არაფერია. აი ნახავ, ყველას დაუმტკიცებ რომ შეცდომა დაუშვეს. ყველას დაუმტკიცებ.  იმ დღემ ძრავი ჩამიდგა სხეულში, რომელიც მას მერე მოსვენების საშუალებას აღარ მაძლევს. სიჯიუტის ნამდვილი განსახიერება გავხდი.

And in this crazy life, and through these crazy times
It’s you, it’s you, You make me sing.
You’re every line, you’re every word, you’re everything.

მიმღეროდა მაიკლი, როდესაც ამ დამარცხების შემდეგ სულ რამოდენიმე დღეში ამირჩიეს უნივერსიტეტშივე არსებული სხვა პროექტისათვის. ეს იმ დროისათვის, ნამდვილი ცისარტყელა იყო ქარიშხლის შემდგომ.  აი ისეთი, კაშკაშა, კაშკაშა.

რა თქმა უნდა, იმის მერე ბევრი  სხვა უფრო მტკივნეული და მძიმე წარუმატებლობა მქონდა და ჩემი მეტისმეტად ემოციური ბუნებიდან გამომდინარე მუდამ ძალიან განვიცდიდი და განვიცდი, მაგრამ ვთვლი რომ სწორედ ამ პირველმა მარცხმა შემძინა ძრავი. სხვები მხოლოდ მის განვითარებაზე ზრუნავენ.

The best is yet to come, and baby wont it be fine
You think you’ve seen the sun, but you aint seen it shine

მეუბნება დღეს მაიკლი, როდესაც კარგი პერიოდი დამიდგა ცხოვრებაში და მეც სულ–განაბვით, სუნთქვა–შეკვრით და თვალ–მოჭუტული ველი ამ სინათლეს … იქნებ რა არის …

2 thoughts on “მე, მაიკლი, პირველი წარუმატებლობა

    1. ვერ დაგეთანხმებით მიბაძვასთან დაკავშირებით:) თუმცა სრული უფლება გაქვთ საკუთარი აზრი გქონდეთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s