როლები

ასე 5–6 წლის წინ ძალიან ვიყავი გატაცებული ონორე დე ბალზაკით. რომანს რომანზე, წიგნს წიგნზე ვკითხულობდი. მისი 23 ტომეული მაქვს და 23–ვე ტომის წაკითხვა მქონდა დასახული მიზნად. თუკი მის შემოქმედებას იცნობთ, გეცოდინებათ რომ ბალზაკის რომანების უმეტესობაში მთავარი გმირი ქალი ტრადიციულად სევდიანი, უსუსური, სიყვარულის მოლოდინში მყოფი ან/და უპასუხო სიყვარულის მსხვერპლია.

იმდენი ვიკითხე, რომ მოულოდნელად ვიგრძენი რომ ბალზაკისეულ „30 წლის ქალის“ როლში შევიჭერი. თითქოს, მთავარი გმირების განწყობა და ხასიათი ჩემში გადმოვიდა. უცებ გავხდი სევდიანი, მოწყენილი და რვეულების პესიმისტური ჩანაწარებით ავსება დავიწყე.

ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდ ხანს, სანამ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავს გარედან არ შევხედე და მივხვდი რომ ეს მე არ ვიყავი და ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გამოვსულიყავი ამ როლიდან. შესაბამისად, ბალზაკი და მისი 23 ტომეული გვერდზე გადავდე და სომერსეტ მოემის თეატრზე გადავერთე (სიანმდვილეში, ეს ნაწარმოები ცოტა მოგვიანებთ წავიკითხე, მაგრამ ჩემი პოსტის სათაურიდან გამომდინარე, „თეატრი“ თემატური მომეჩვენა).

რეალურად, მთელი ჩვენი ცხოვრება თეატრია. ანდაც, ფილმის შედარება უფრო მომწონს. მთელი ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა ფილმებისაგან შედგება. შესაბამისად სხვადსხვა როლების შესრულება გვიწევს: ხან დადებითი გმირი ვართ, ხან უარყოფითი; ხან ვიმარჯვებთ, ხან ვმარცხდებით; ხან პროგრესი გვაქვს, ხან რეგრესი; ხან ჩვენ ვართ სიყვარულის ობიექტი, ხან ჩვენ გვყავს სიყვარულის ობიექტი; ხან ჩვენ ვეხმარებით, ხან ჩვენ გვეხმარებიან …

მოკლედ, ხან ავატარში ვართ, ხან ქერათმიანი ადვოკატში, ხან ჩარლის ანგელოზებში, ხან თვაილათში, ხან სათამაშოში,  ხან ვიკი კრისტინა ბარსელონაში, ხან რემბოში, ხან ნიღაბში და ხან თუნდაც, ადრენალინში …

ამასთან, როლებს, უმეტესწილად თვითონ ვირჩევთ. სხვათაშორის, არ აქვს მნიშვნელობა ახლა ყველაზე მარტოსულ ადამიანად გრძნობთ თავს თუ ყველაზე ბედნიერად, ძალიან დიდი შანსია რომ ეს როლი თქვენ თვითონ აირჩიეთ გაუცნობიერებლად, რადგან მასში კომფორტულად გრძნობთ თავს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის როლი რომელსაც კონკრეტულ მომენტში ვასრულებთ, ხშირად ჩვენივე არჩეულია.

ჩვენ კი, ცხადია, იმ როლებისაკენ მივილტვით რომლებიც ჩვენთვის ნაცნობია და რომლების შესრულებისას თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რეჟისორი, ცხოვრების სახით, ღიზიანდება ამდენი თვითნებობისაგან და გვაიძულებს შევასრულოთ სრულიად ახალი, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი როლი.

ბოლო პერიოდში ბევრი ახალი როლის შესრულება მომიწია. განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა. ნამდვილი ღამის კოშმარი იყო! ვერაფრით ვერ გავდიოდი ადაპტაციას, ავირიე–დავირიე, სცენარი მძაგდა, სიტყვებს ვერ ვიმახსოვრებდი. რეჟისორი კი არ მეშვებოდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. რაც უფრო ვეწინააღმდეგებოდი, მით უფრო მეტი დუბლის გადაღება იყო საჭირო…

თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერე, რომ ნებისმიერი მსახიობისათვის ახალი და უცხო როლი საუკეთესო საშუალებაა განვითარებისათვის. ამიტომ მოვიკრიბე ძალისხმევა და მივიღე ეს როლი. შევეცადე მაქსიმალურად ამომეწურა თავი მასში და ეს ალბათ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ როლმა საკუთარი თავის შესახებ ბევრი ახალი რამ გამაგებინა. სხვა კუთხიდან დამანახა. აღმოვაჩინე რომ ბევრად მეტი შემძლებია ვიდრე მეგონა. ახლა უკვე ვიცი რომ როგორც მსახიობი ბევრად მეტი ვღირვარ.

ამიტომ, მინდა თქვენც გირჩიოთ რომ თუკი ისე მოხდა რომ მოულოდნელად რთული და მძიმე როლის შესრულება მოგთხოვათ რეჟისორმა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ჟანრის ფილმი იქნება ეს, შეეცადეთ არა მხოლოდ მიიღოთ ეს როლი, არამედ საუკეთესოდაც შეასრულოთ. აჩვენეთ პუბლიკას რა შეგიძლიათ.

ოღონდ დიდი ხნით ნუ დარჩებით ამ როლში. როდესაც მიხვდებით, რომ თავი ამოწურეთ, ახალზე გადადით. თანაც, საუკეთესო მსახიობები ხომ თვითონ კარნახობენ რეჟისორს პირობებს. ასე რომ, ახალი როლი შეგიძლიათ უკვე თვითონ შეარჩიოთ.

მე ბედნიერების და წინსვლის როლს ვირჩევ, თქვენ?

6 thoughts on “როლები

  1. ნატტ, მეც მაქვს ერთი ნოველა “როლებზე”.. ცხოვრებისეულ როლებზე რა…:) ასეთ მომენტებში კიდეც და კიდევ ვრწმუნდები რა ერთნაირები ვართ🙂 და ერთ რამეს დავამატებ: ცხოვრებაში მთავარი როლი თუ არ შეასრულე და მეორეხარისხოვანს დასჯერდი, ჩათვალე, წარმატება ყოველთვის მას დარჩება..მთავარი როლის უბადლო შემსრულებელს!!!

  2. ჩემი ახლანდელი ცხოვრებისეული როლი 127 hours -ის გმირის ცხოვრებას ჰგავს. მეც აარონ რალსთოუნივით ცხოვრების მწვერვალზე ცოცვისას ქვებში გავიჭედე. თუმცა არ მინდა მასავით ხელი შევწირო ამ ყველაფერს. ალტერნატიული გამოსავლის ძიებაში ვარ. რადგან ცხოვრება ფილმია, ჩვენ კი მსახიობები, იქნებ რეჟისორს ვთხოვო დუბლიორი მომიძებნოს? ან ბედნიერების და წინსვლის როლზე დამაბრუნოს. 🙂
    დამაბრუნებს? როგორ ფიქრობთ….

  3. ჯულია რობერთსის გმირი ვარ ახლა, ფილმიდან ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი, ის ამბობს რომ ჩვენ მეგობრები ვართ , საუკეთესო მეგობრები, ვცდილობ იუმორით ვუყურო ამ ყველაფერს, მაგრამ არ გამომდის, ეგოისტი და რევანმშისტი ვარ, ვნახოთ რა იქნება, რით დასრულდება ეს მარათონი…

  4. ოთხთვიანი მარათონის შემდეგ მე ბედნიერი ვარ დღეს…

  5. ნატალი იმდენად მაგარი პოსტია, რომ გადავწყვიტე რაღაც დამეწერა.🙂🙂
    უკავე პოსტზე ჩემი შტაბერჭდილება გაგიზიარე და დარჩა ვთქვა მე რა როლში ვარ. სახელის დარქმევა გამიჭირდება, მაგრამ ფაქტია რომ მოვუგე რეჟისორს🙂

  6. სალომე, ძალიან მიხარია რომ მოგეწონა :)))) ჰოოო, აი რეჟისორს თუ მოუგე კარგად გქონია საქმე, ასევე განაგრძე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s