ვამპირები და იასამნისფერი ძროხები

როდესაც ასე 2 წლის წინ, ჯერ კიდევ Yellow Pages- ში მუშაობისას, ყოფილმა თანამშრომელმა, შოთამ მკითხა თუ ვინ იყო ეს ქალი და ჩემი მონიტორისაკენ მიმითითა, სადაც ედვარდ ქალინის ზუსტად ეს პოსტერი იყო გამოსახული, ძალიან შევიცხადე. ავუხსენი რომ ეს ქალი კი არა კაცი იყო და თანაც ვამპირი. შემდეგ კი Twilight-ის მოკლე შინაარსი მოვუყევი. შოთამ უცნაურად შემომხედა, მერე ჩაფიქრდა, მერე გაეცინა. ბოლოს კი ნეტა შენო მითხრა და ოთახიდან გავიდა.

თუგინდ დამიჯერეთ, თუგინდ არა, ზუსტად 3 თვის განმავლობაში მეყენა აღნიშნული პოსტერი დესკტოპზე და დღეს ამაზე თვითონაც ძალიან მეცინება. ვფიქრობდი, რატომ მიმიზიდა ასე ძალიან ამ სიუჟეტმა?

თუმცა მარტო მე? მთელი მსოფლიო ჭკუიდან გადაიყვანა ვამპირისა და ადამიანის სასიყვარულო ისტორიამ, რომელიც მის ავტორს, სტეფანი მეიერს, თითქოსდა, სიზმრად ეცხადა. წარმოიდგინეთ, ჩემმა მეგობარმა Twilight– ი მობილურით წაიკითხა ერთ ღამეში! მაშინ წიგნი საქართველოში არ იშოვებოდა. დღეს, ნოველა მსოფლიო მასშტაბის ბესტსელერია და ქართულის ჩათვლით 37 ენაზეა ნათარგმნი.

თვითონ ფილმს რაც შეეხება. ისიც საოცრად პოპულარული გახდა. Twilight– ის საგის პირველმა ორმა ნაწილმა ერთად სალაროში, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარი შეიტანა. ამასთან, ფილმი საკმაოდ მცირე ბიუჯეტიანია. Summit Entertainment –ს ორივე ფილმის წარმოება, მხოლოდ, 90 მილიონი დაუჯდა. ვფიქრობ, არ ჭირდება ხაზის გასმა, რომ ეს პროექტი სტუდიისათვის ძალიან წარმატებული იყო.

ფილმმა აღტაცებაში ჩააგდო მთელი მსოფლიო და მოულოდნელად რობერტ პატინსონი, (ვამპირის როლის შემსრულებელი), აქამდე უცნობი მსახიობი, ფაქტობრივად, ყველაზე სასურველ და პოპულარულ მამაკაცად იქცა მთელს მსოფლიოში.

თვითონ ვამპირი კი, რომელიც აქამდე ერთგვარ მონსტრად აღიქმებოდა, რომელსაც ჯვრითა და ნივრით ებრძოდნენ და რომელსაც საშინელებათა ჟანრის ფილმებში თუ შეხვდებოდით, უცბად რომანტიულობის პიკად და საოცნებო მეორე ნახევრად შეიქმნა.

არადა საინტერესოა, არა? რამ მოხიბლა ასე ძალიან მთელი მსოფლიო?

მე მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. ეს არის – იასამნისფერი ძროხა.
რა იასამნისფერი ძროხა, მკითხავთ თქვენ. ყველამ ვინც მარკეტინგში მოღვაწეობს, მარკეტინგს სწავლობს ან უბრალოდ აინტერესებს ეს დარგი, კარგად იცნობს სეთ გოდინს, მარკეტინგის გურუს. იასამნისფერი ძროხის თეორია სწორედ მას ეკუთვნის.
მაშ ასე, სეთი შემდეგნაირად ხსნის თავის თეორიას. ის ამბობს, რომ როდესაც მანქანით მიდიხართ და გზად ძროხები გხვდებათ, თქვენ მათ ვერ ამჩნევთ. ისინი უხილავია, რადგან ჩვეული მოვლენაა. ძროხაში არაფერია განსაკუთრებული. არავინ გადმოვა მანქანიდან, მივა ძროხასთან და აღტაცებით იტყვის, შეხედე ძროხა! აი სულ სხვა იქნებოდა ძროხა იასამნისფერი რომ ყოფილიყო. ის უჩვეულოა, საინტერესოა, მიმზიდველია. იგი აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას. მას უდაოდ იყიდიან.

სწორედ ამიტომ გახდა ვამპირისა და ადამიანის სიყვარულის ისტორია ასეთი პოპულარული. დიახ, Twilight–ი იასამნისფერი ძროხაა. მომხმარებელს (მაყურებელს) მობეზრდა ახალგაზრდული რომანტიული ისტორიები, სადაც მოვლენები ტრადიციულად კოლეჯსა და საერთო საცხოვრებელში ვითარდება.

სინამდვილეში აქ საქმე ვამპირში კი არა, სიახლეშია და მგონი, მის ნაცვლად მუმია რომ ყოფილიყო ასეთივე რომანტიული შეფუთვით, ესეც კარგად გაიყიდებოდა.

ისევ Twilight–ს დავუბრუდეთ, ამ ფილმმა იმდენად პოპულარული გახადა ვამპირების თემა, რომ მათი ბუმი დაიწყო: მივიწყებული ფილმები ვამპირებზე ისევ პოპულარული გახდა, ვამპირების გამოყენება დაიწყეს სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში, გადაიღეს ახალი ფილმები ვამპირებზე … აქვე მინდა აღვნიშნო, რომ Twilight–ის გამოსვლიდან მცირე ხანში გამოჩნდა Vampire Diaries, რომელიც სერიალადაა ქცეული. მისი სიუჟეტი და მთავარი გმირები ძალიან გავს Twilight–სას. ვამპირების დღიურების ავტორი, ლიზა ჯეინ სმიტი სტეფანი მაიერს სასამართლოშიც კი უჩიოდა სიუჟეტის მოპარვისათვის. არადა, მეიერი აცხადებს რომ მას ეს ისტორია დაესიზმრა. რას გაიგებ ვინ ცრუობს და ვინ არის მართალი, თუმცა ფაქტია რომ Twilight –მა Vampire Diaries–ს ბაზარი მოუმზადა და დღეს ეს სერიალიც კარგად იყიდება.
მოკლედ, ვამპირების თემა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, დღეს იასამნისფერი ძროხაა. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იქნება. ერთ დღეს, იასამნისფერი ძროხაც ჩვეული მოვლენა იქნება და მომხმარებელი მასაც ვეღარ შეამჩნევს. მაშინ, ალბათ უკვე 3–რქიან იასამნისფერ ძროხაზე იქნება ფიქრი საჭირო.

ეს საჭიროებაზე. ხოლო იმის შესახებ თუ თუ რა არ არის საჭირო, ეს მომხმარებლის დადანაშაულებაა იმაში, რომ თქვენი პროდუქტი არ იყიდება. გარწმუნებთ, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია. უბრალოდ, თქვენი პროდუქტი ახლოსაც კი არ არის იასამნისფერ ძროხასთან. იასამნისფერი ძროხა შეუმჩნეველი არასოდეს დარჩება.

15 thoughts on “ვამპირები და იასამნისფერი ძროხები

  1. ანუ ედვარდი რომ ვამპირი არ იყოს, იყოს ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც სწავლობს კოლეჯში, არგახდებოდა ასეთი პოპულარული? ჰმ ჰმ, არის ამაში რაღაც

    1. kevana, ძალიან დიდი მადლობა კომენტარისათვის🙂 ცხადია, ედვარდი ჩვეულებრივი ბიჭი რომ იყოს, ეს ისტორია არ იქნებოდა ასეთი პოპულარული. რადგან, რომ დაფიქრდე ზუსტად ისეთივე სიუჟეტი გამოვიდოდა, როგორიც უკვე ათეულობით გვაქვს.

      1. მმ, არაფერს. დამაინტერესა და შემოვედი. ადრე ეს ბლოგი არ მქონდა ნანახი.
        კაი პოსტები ჩანს და უახლოეს მომავალში დავუვლი :დ🙂

        ხო, მსგავსი სიუჟეტი მრავლად გვაქვს.
        ეს სუპერთვისებები ძალიან “აგიჟებს” ხალხს

    1. ელა, გმადლობ კომენტარისათვის = ) აი ხომ ხედავ, იასამნისფერმა ძროხამ შენზეც იმოქმედა =)

  2. საინტერესო და სახალისო სტატიააა🙂
    გმადლობ ნატალი, იასამნისფერი ძროხის საიდუმლო რომ გაგვანდე.

    1. ნინო, გმადლობ კომენტარისათვის =) მიხარია, თუკი რაღაც საინტერესო აღმოაჩინე =)

  3. kevana,
    ზუსტად 1 წელიწადი და 44 პოსტია რაც ვარსებობთ =) მეც აუცილებლად დავათვალიერებ შენს ბლოგს =)
    “სუპერთვისებებს” რაც შეეხება, ეს ის არის რაც ნებისმიერ პროდუქტს ყიდის. ბაზარი ისედაც ძალიან გაჯერებულია და რაღაც ახალი და განსაკუთრებული თუ არ შესთავაზე მომხმარებელს, დიდი შანსია რომ შეუმჩნეველი დარჩე =)

  4. ჰეე ჰეეე…)))))))ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე…:))))) სახალისო და ამასთანავე საინტერესოა..:))) მომეწონააა….მარკეტინგიდან ძალიან შორს ვარ, მაგარამ ფაქტია რომ ეს თეორია ზუსტად შეესაბამება ამ პროდუქტს…:)))) რაც შეეხება თავად ფილმს,ეს რომ სკოლის ასაკში მენახა მაშინ ნამდვილად აღვფრთოვანდებოდი…:))))) ნატალიე წარმატებებიიი :* :*

  5. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო პოსტია = ) რათქმაუნდა გეთანხმები იასამნისფერი ძროხია თეორიაზე, შენც და სეთსაც =) რობერტის გმირი ვამპირი რომ არ ყოფილიყო, ასეთ ინტერესს და მოწონებას არ გამოიწვევდა ეს ფილმი =)
    p.s მოგვენატრეეეეეე : *

    1. თაკო, ძალიან დიდი მადლობა კომენტარისათვის : ) მიხარია, რომ შენც მეთანხმები და მეც ძალიან მომენატრეთ : ) განსაკუთრებით ჩვენი ერთობლივი ლანჩები მომენატრა ; )

  6. საინტერესო თეორიაა და მგონი სწორიც.
    სხვა მხრივ ძალიან ძნელია მასობრივი ისტერიის ახსნა რაც ამ ნაწარმოების და შემდეგ უკვე ფილმის გამოსვლას მოჰყვა:)

  7. მარტო ჩემზე არ იმოქმედა მგონი ამ იასამნისფერმა ძროხამ🙂 ვერაფერს ვხედავ ამ ფილმში გასაგიჟებელს,ჩემი დისგან განსხვავებით,ნებისმიერ ადგილს მოგიყვებათ. თუმცა მომეწონა პოსტი და არამარტო ეს,მიხარია რომ აღმოგაჩინე,არ ვიცოდი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s