პროდუქტი

„I’m not a businessman, I’m a business, man!“( მე ბიზნესმენი არ ვარ, მე თვითონ ვარ ბიზნესი. ) – რატომღაც, ამ ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად მიტრიალებს თავში გარი ვაინერჩაკის (ჩემი საყვარელი ბიზნესმენის) ფრაზა, რომელიც თვეების წინ Facebook-ზე დაპოსტა.
ამ ფრაზიდან გამომდინარე, ლოგიკურად მახსენდება ერთ–ერთ მენეჯმენტის სახელმძღვანელოში ამოკითხული, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა საკუთარი თავი ისე უნდა აღიქვას, როგორც ბიზნესი რომლის განვითარებაზეც თვითონვეა პასუხისმგებელი.

მართლაც, ოდესმე წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ბიზნესად? კარგი, პროდუქტად თუ წარმოგიდგენიათ თავი ოდესმე?

არადა, თუკი დავფიქრდებით, ჩვენ ყველანი პროდუქტები ვართ. მთელი ჩვენი ცხოვრება იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ განვავითარებთ ჩვენს „მახასიათებლებს“ და შემდეგ, როგორ მოვახდეთ ჩვენი თავის როგორც პროდუქტის რეალიზაციას, რაც არ უნდა უხეშად და არასასიამოვნოდ ჟღერდეს ეს სიტყვა.

აი, მაგალითად, თუკი მუშაობთ, რომელი მახასიათებლის გამო აგიყვანეს სამსახურში?

• რუსულს ფლობდით თავისუფლად?
• ელ–გაყვანილობის ოსტატი ხართ?
• იქნებ გურუ ხართ მარკეტინგში?

თუკი ოდესმე დაუწინაურებიხართ, რატომ მოხდა ეს?

• ყველაზე შრომისმოყვარე იყავით?
• კვალიფიკაციის ამაღლების კურსი გაიარეთ?
• იქნებ თქვენში მეტი ლიდერული თვისებები განვითარდა?

ყველა ის თვისება, ცოდნა თუ უნარი, რომელიც ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში გვეხმარება, საკუთარ თავზე მუშაობის ან ამ პოსტისათვის აქტუალური სიტყვებით, რომ ვისაუბროთ, საკუთარი თავის როგორც პროდუქტის დამუშავების შედეგია. შესაბამისად, რაც უფრო მეტად მუშაობთ პროდუქტის კონსტრუქციის, დიზაინის, აპლიკაციების თუ სხვა მახასიათებლების დახვეწაზე, მით უფრო ძვირადღირებულია პროდუქტი, მით უფრო მოთხოვნადია.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში კი, როდესაც მიწოდება ბევრად აჭარბებს მოთხოვნას და კონკურენცია არანორმალურია, მაქსიმალურად გაშალაშინებული პროდუქტი უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გვინდა ეს ჩვენ თუ არა, პროდუქტები ვართ იმისა, თუ რას ვაკეთებთ ყოველ დღე, რას ვკითხულობთ, რას ვუყურებთ, ვისთან ვურთიერთობთ და თუნდაც საკუთარ თავზე არ ვმუშაობდეთ, მაინც პროდუქტებად ვრჩებით. ოღონდ ამ შემთხვევაში ისეთებად თვეობით საწყობში რომ დევს ან ფართო მასებზე გათვლილ, დაბალი ღირებულების მქონეებად. და, დავიჯერო ვინმეს მართლა უნდა Nokia 1280– ად ყოფნა? დიდი ბოდიში, თქვენ არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მირჩევნია iPhone 4 ვიყო, თანაც თეთრი.

სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ რომ თავი პროდუქტად წარმოვიდგინო და ჩემი მახასიათებლები დავხვეწო. ზუსტად ვიცი, თუ რომელი უნარი და ცოდნა მეხმარება, საკუთარი თავის როგორც პროდუქტის გაყიდვაში, ამიტომ მათზე კიდევ უფრო მეტად ვმუშაობ. ასევე მაქვს გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები, რომლებითაც არ ვარ კმაყოფილი. მეტიც, საშინლად უკმაყოფილო ვარ და ამიტომ აქტიურად ვცდილობ მათ დამუშავებას და საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მიდგომა ამართლებს და მართალია ჯერ–ჯერობით iPhone 4 – მდე ბევრი მიკლია, მაგრამ Nokia 1280 – ც აღარ ვარ დიდი ხანია…
და, თქვენ რომელი ტელეფონი ხართ?

4 thoughts on “პროდუქტი

  1. მე ნატ ბილაინის ფერადეკრანიანი მობ ვარ :D:D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s