საკუთარი მზე

მოგზაურობა მაშინ დავიწყე, როდესაც საკუთარი მზის პოვნა გადავწყვიტე. უკვე აღარ მახსოვს რამდენი ხნის წინ იყო ეს, თუმცა ის კი ძალიან კარგად მახსოვს, რომ თავდაპირველად  ჩემი ტივი მხოლოდ ერთი ფიცრისაგან შედგებოდა. შესაბამისად, მეც ხშირად ვერ ვიკავებდი წონასწორობას და ოკეანეში ვვარდებოდი.

ო, რა რთულია ოკეანიდან თავის დაღწევა, განსაკუთრებით, როცა ცურვა არ იცი. თუმცა, როგორც ადრე იტყოდნენ, რაღაც მანქანებით, ისევ ვბრუნდებოდი ჩემს პატარა ტივზე. თუმცა, რაც დრო გადიოდა ჩემი ტივიც იზრდებოდა და ვითარდებოდა. როგორ? გზაზე უამრავი კუნძული მხვდებოდა და ყოველი კუნძულიდან თითო ფიცარი მაინც მომქონდა. ერთ–ერთ კუნძულზე ბაწარიც მაჩუქეს, რომლითაც ფიცრები ერთმანეთთან დავაკავშირე და ერთ მთლიანობად ვაქციე.

თუმცა, ზოგჯერ ბაწარი მოეშვებოდა ხოლმე და ჩემი ტივიც ცალკეულ ნაწილაკებად იწყებდა შლას. უნდა ვაღიარო, რომ იღბლიანი ვარ და ზუსტად იმ მომენტში, როდესაც წამი–წამზე ოკეანეში უნდა გადავვარდნილიყავი, ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე სხვადასხვა კუნძულებზე გაჩერებისას გაცნობილი, სხვა ტივის, ნავის თუ გემის მფლობელი, რომელიც მეხმარებოდა ტივის მწყობრში მოყვანაში, ისე რომ ოკეანეში მოგზაურობა მშვიდად გამეგრძელებინა.

თუმცა, რატომ მშვიდად? ჩემი მოგზაურობა მშვიდი არასოდეს ყოფილა. ხან ძლიერი ტალღები, ხან კოკისპირული წვიმა და ჭექა–ქუხილი, ხან ზვიგენები და ხანაც თოლიები არ განებებენ თავს.

მიუხედავად ამისა, ღმერთის შეწევნით და დაუოეკებელი სიჯიუტისა და სხვა მოგზაურების დახმარების წყალობით, აქამდე ყველა დაბრკოლების გადალახვას ვახერხებდი. და იცით, მიხარია რომ ეს დაბრკოლებები იყო, არის და იქნება. მათ გარეშე, ხომ, არც ტივი განვითარდებოდა, არც ცურვისა და წონასწორობის შეკავების სწავლას დავიწყებდი.  სხვათაშორის, არც მზემდე მიღწევის სურვილი იქნებოდა ასეთი ძლიერი.

მაგრამ, მზემდე ჯერ კიდევ შორია. მოგზაურობა კი სულ უფრო რთულდება, რადგან დაბრკოლებების რაოდენობა და ხარისხი, შესაბამისად, იზრდება. ამიტომ ტივის ნავით ჩანაცვლებაზე დავიწყე ფიქრი. ის უფრო კომფორტულიცაა და უსაფრთხოც, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.  მთავარია არსებობს მიზანი – საკუთარი მზე და ძლიერი სურვილის შემთხვევაში, მასთან ტივითაც მიხვალ. ასე რომ, ყველაფერი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. I am sailing, I am sailing …

თქვენ? თქვენ ეძებთ საკუთარ მზეს? იქნებ რომელიმე კუნძულზე შევხვედრილვართ, კიდეც, ერთმანეთს? იქნებ თქვენი ტივი ჩემის პარალელურად მოძრაობს? იქნებ ჩემს ტივზე სტუმრადაც იყავით? 

7 thoughts on “საკუთარი მზე

  1. ნატ მეც ძაან მომეწონა . იმედია მიხვალ საკუთარ მზემდე მშვიდობიანად:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s