ყველაზე განსაკუთრებული მომხმარებელი

გიყვართ ფილმები? მე ვერ ვიტყვი, რომ მიყვარს. პრინციპში, ბოლო წლების განმავლობაში მათი ყურების დროც არ მქონდა. თუმცა, განსაზღვრული მოვლენების შედეგად, დრო გამომინთავისუფლდა და მეგობრის რჩევით ვუყურე ფრანგულ მელოდრამას სახელწოდებით –  Hors de Prix (შეუფასებელი).  ფილმის მსველელობისას, მთავარი გმირი ქალი (რომელსაც, სხვათაშორის, ოდრი ტატუ თამაშობს) ცდილობს დაუმტკიცოს მთავარ გმირ მამაკაცს, რომ ყველაფერი კარგი, მათ შორის სიყვარულიც, ძვირი ღირს და თუ გსურს სასურველ ქალთან ერთად იყო, მისი დრო უნდა იყიდო. ეს კი მსხვილი თანხისა და ძვირადღირებული საჩუქრების გარეშე, გამორიცხულია.  თუმცა, სიუჟეტი საბოლოოდ ისე ვითარდება, რომ თუკი რაიმე არის გამორიცხული, ეს სწორედ რომ  ნადმვილი გრძნობის ფულით ყიდვაა.

ალბათ დაგაინტერასათ რატომ გიამბეთ და რა შუაშია იგი ყველაზე განსაკუთრებულ მომხმარებელთან. უბრალოდ, ფილმის ერთ–ერთ ეპიზოდში, როდესაც მთავარი გმირები სასტუმროს რესტორანში სხედან, ოდრი ტატუს პერსონაჟი ამბობს: „ძალიან მომწონს ეს ადგილი, რადგან პრეტენზიული არაა. წყნარია და ამავე დროს დიდებული. აქ ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს განსაკუთრებული იყო“. მინდა ყურადღება ბოლო ფრაზას დაუთმოთ – თითქოს განსაკუთრებული იყო – რადგან ეს ზუსტად ისაა, რასაც ნებისმიერი მომხმარებელი ეძებს …

გარი ვაინერჩაკი, ბიზნესმენი და სოციალური მედიის ნამდვილი „მეფე“, თავის ახალ წიგნში – The Thank You Economy (რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ ჩამომივიდა) ამბობს, რომ ყოველ მომხმარებელს ისე უნდა მოვეპყრათ, როგორც ყველაზე განსაკუთრებულს. მან კი ძალიან კარგად იცის რასაც ამბობს, რადგან უამრავი გულშემატკივარი ყავს მთელს მსოფლიოში. მათ შორის მეც ვარ, რამეთუ თავის დროზე ჩემს წერილებზე რომ არ ეპასუხა და განსაზღვრულ საქმეში არ დამხმარებოდა, არც მის წიგნების გამოსვლას დაველოდებოდი გულის ფანცქალით და არც მისი „ელჩი“ და „ადვოკატი“ არ ვიქნებოდი დღეს. ძალიან მიყვარს გარი, რადგან ის ნამდვილია, გულწრფელია, ზრუნავს და თავისი ვიდეო–პოსტებით, წიგნებით, სტატიებით, თვითებით თუ წერილებით შთაბეჭდილებას მჩუქნის.

შთაბეჭდილება …  ყველამ ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია გამყიდველის ბაზარი მყიდველის ბაზარმა ჩაანაცვლა. დიდი ხანია, რაც მყიდველი/მომხმარებელი „ყოველთვის მართალია“. ისიც ამას კარგად გრძნობს და თავის პირობებს კარნახობს. შესაბამისად, დიდი ხანია, რაც კონკურენტი კომპანიები კონკრეტულ ნიშებზე, სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, ფაქტობრივად, ანალოგიურ პროდუქციას აწარმოებენ. ფასებიც თითქმის იდენტურია. ამიტომ  დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებლის გულის მოსაგებად  – ეს მისთვის განსაკუთრებულობის შთაბეჭდილების შექმნაა. სხვათა შორის, სწორედ რომ შთაბეჭდილებებია მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ აღიქმება APPLE განყენებულად და განსაკუთრებულად, როდესაც ისიც ისეთივე კომპიუტერული კომპანიაა, როგორც სხვა დანარჩენები.

ცოტა ხნის წინ განსაზღვრული პრობლემები მქონდა. ვცდილობდი მომეძებნა პასუხი კითხვებზე და მოულოდნელად (Откуда не возьми) – Ne-Yo. არა ეს შავ–კანიანი მომღერალი არ გამიცნია (А что это мысль! : )). უბრალოდ  მის ერთ–ერთ სიმღერას გადავაწყდი – Miss Independent. სინამდვილეში ასეთი მუსიკა საერთოდ არ მომწონს, მაგრამ მოულოდნელად ამ სიმღერის ტექტსში წამალი ვიპოვე და იმდენი ვუსმინე, სანამ მან ჩემთვის მორალური ცვეთა არ განიცადა. ან როგორ გინდა გაუძლო ასეთ ტექტს? მართალია, ჩემი მეგობარი Ne-Yo – ს ნამდვილ მუსიკოსს უწოდებს, პირადად მე, მასზე უფრო კომერციული მომღერალი ჯერ არ მინახავს. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ Miss Independent–ის (ისევე როგორც მისი ყველა სხვა სიმღერის) ტექსტი, მუსიკა და კლიპი ძალიან კარგად დაგეგმილი მარკეტინგის შედეგია. ვერავინ ვერ გადამარწმუნებს რომ ყოველი დეტალი მრავალი საათის მანძილზე არ განილიხილებოდა და ზუსტად არის მორგებული მომხმარებლის მოთხოვნას და საქმიანი და პოტენციური საქმიანი ქალებისათვის განსაკუთრებულობის შეგრძნების მინიჭებისათვის იყო შექმნილი. სწორედ ამ შთაბეჭდილებამ გაყიდა ეს პროდუქტი. მარტო Youtube–ზე კლიპი, თითქმის, 18 მილიონჯერაა ნანახი.

ალბათ არ იქნება რთული იმის გამოცნობა თუ სად არის Miss Independent–ებისათვის საუკეთესო ადგილი თერაპიისა და გონზე მოსვლისათვის… სპორტის სასახლესთან, საგარეჯოს ქუჩის 7 ნომერში, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული სილამაზის სალონია. თუმცა Hairhaus-ში შესვლისთანავე გრძნობთ, რომ ის სწორედ რომ ყველასაგან გამორჩეულია. ამ პატარა და მყურო დაწესებულებაში, ყველა დეტალში სიყვარულია ჩაქსოვილი. კომფორტული ინტერიერი, ძალიან ყურადღებიანი ადამიანები, უამრავი აქცია, საჩუქრები და ყავასაც არასოდეს მოგართმევენ ყურ–მოტეხილი ჭიქით. Hairhaus–ში თავს კარგად, მართლაც რომ განსაკუთრებულად გრძნობ და სინამდვილეში იქ უფრო მეტად ამ შთაბეჭდილების გამო დავდივარ, თორემ მანიკურს ყველა, თითქმის, ერთნაირად აკეთებს და თმასაც ყველა, თითქმის, ერთნაირად ჭრის. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგი ამას სიყვარულით აკეთებს, ზოგი კი – უსიყვარულოდ …

უსიყვარულოდ მზე არ არ სუფევს ცის კამარაზე,

სიო არ არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ.

უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,

არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.

რა შუაშია აქ გალაქტიონი და მისი ეს ყველასთვის საყვარელი ლექსი? უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ უსიყვარულოდ არც ერთგული და ლოიალური მომხმარებლები გვეყოლება ოდესმე, ისინი არ მოიყვანენ ახალ მომხმარებლებს და საერთოდაც, უსიყვარულოდ მზეც კი ვერ გაძლებდა ცის კამარაზე დიდ ხანს და არა მგონია, თქვენს ბიზნესს მაღალი ძალები მფარველობდნენ.

ამიტომ იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივებზე, შეიყვარეთ თქვენი მომხმარებლები, შეუქმენით მათ შთაბეჭდილებები, აგრძნობინეთ თავი განსაკუთრებულებად და მიეცით საშუალება რომ მათაც შეგიყვარონ. შეყვარებული თავისი მიჯნურისათვის,ხომ, ყველაფერს გააკეთებს, ასეა?

3 thoughts on “ყველაზე განსაკუთრებული მომხმარებელი

  1. Ne-Yo-ზე ერთს დავამატებდი: იმიტომაც არის ნამდვილი მუსიკოსი და იმიტომაც ჰყავს მილიონობით მსმენელი, რომ მისი მუსიკა სტუდიაში შეთითხნილი, მორიგი მარაზმი არ არის, ყოველი სიმღერა ავტორის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რეალურ ისტორიას ეფუძნება და გულიდან მოდის =)
    და ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ნამდვილი მუსიკა არ შეიძლება კომერციული იყოს.

    1. მაიკო, დიდი მადლობა კომენტარისათვის. გეთანხმები იმაში, რომ ყველაფერი რაც გულიდან მოდის და ნამდვილია, კარგად იყიდება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s