წარმატება განგრძობითი პროცესია

რაღაცისაკენ მიისწრაფვი, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობ, სწავლობ, იბრძვი, ბევრს მუშაობ … თითქმის ყველაფერზე უარს ამბობ …. ღამეებს ათენებ… გეზი გაქვს აღებული და ცდილობ არ გადაუხვიო და მთელი ძალისხმევით წინ მიემართები…  განსაზღვრულ მომენტში გრძნობ, რომ გარკვეულწილად მიუახლოვდი დანიშნულების ადგილს, თავდაჯერებულობა მატულობს … ისე იზრდება რომ ზოგჯერ ცათამბრჯენზე უფრო მაღალია … კმაყოფილი ხარ, ბედნიერი ხარ, თვალები გიბრწყინავს … ყველას და პირველ რიგში, საკუთარ თავს ეუბნები – აი, ხომ ხედავ, მე მართალი ვიყავი, სწორედ ვიქცეოდი …  ერთი სიტყვით, ეშვები და  საოცრად კომფორტულ თვითკმაყოფილების სუდარაში იმოსები. ის კი გასუსტებს, თვალებს გიბრმავებს, ტვინს გიზარმაცებს, შეგნებას გიცვლის და  სულს გისპობს…

შედეგად პატარა ნიავი და … დგება მომენტი, როდესაც თავდაჯერებულობა კლებულობს და თვითშეფასებაც მინუსებში გადადის. იქ სადაც ადრე მყარი წერტილი იყო დასმული, ახლა სამწერტილი და კითხვის ნიშნები ჩნდება. ის რაშიც ასე ძალიან იყავი დარწმუნებული მირაჟს და ზღაპარს ემსგავსება. აღარ იცი რა გინდა, სად გინდა და თუნდაც,  ვინ გინდა …

მერე გიჩნდება გაქრობის სურვილი … გინდა ყველას დაემალო, აორთქლდე, სადმე მარტო უკაცრიელ კუნძულზე ამოჰყო თავი. შემდეგ ისევ საკუთარ თავთან გიჩნდება პროტესტის გრძნობა და ახლა მოჭარბებული კონტაქტურობით ცდილობ  საკუთარი თავისათვის რაღაცის დამტკიცებას, ოღონდ რის თვითონაც არ იცი.

ყველგან ცდილობ იპოვო პასუხები კითხვებზე: მეგობრებთან,  უბრალო ნაცნობებთან,  წიგნებში,  ჟურნალებში,  ფილმებში და სიმღერებშიც კი …

თუმცა, ხშირად იმას ვერ ხვდები რომ პასუხები კითხვებზე საკუთარ თავში უნდა ეძებო. შენზე უკეთ არავინ იცის რა გაწუხებს, შენზე უკეთ არავინ იცის რა დაგეხმარება, შენზე უკეთ არავინ იცის შენი მინუსები და შენზე უკეთ არავინ იცის რა გინდა.

და შენ რა გინდა? ისევ რელსებზე დაბრუნება და წარმატებისაკენ  სვლა გინდა, ასეა ჰო?

ზუსტად ამას ეძღვნება წარმატების ექსპერტის,  რიჩარდ სეინტ ჯონის სიტყვა TED–ზე, რომლითაც პირადად მე ძალიან მოვიხიბლე და უმალვე ვთარგმნე. იმედია ის თქვენც დაგეხმარებათ.

http://www.ted.com/talks/lang/geo/richard_st_john_success_is_a_continuous_journey.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s