ზღაპრები დიდებისათვის

მინდა პატარა აღიარება გავაკეთო… იცით, როდესაც აბაზანაში ჩემს უჯრას გავხსნი და იქ უამრავი  მოვლის საშუალება მხვდება, გული სიხარულით მევსება. რას აღარ ნახავთ იქ…. შამპუნები, ნიღბები, კრემები, სკრაბები, გელები …  მესმის კარგად, რომ სისულელეა მაგრამ ძალიან მიყვარს ეს ფლაკონები და ბოთლები.

თქვენთვის ნაცნობია ეს შეგრძნება? დარწმუნებული ვარ მდედრობით სქესში მაინც ძალიან ბევრი თანამოაზრე მეყოლება (თუმცა, არსებობს მამაკაცების კატეგორია რომელსაც არანაკლებ იზიდავს ეს ყველაფერი).

არადა რატომ ხდება ეს? გიფიქრიათ ამაზე? რატომაა რომ ზეთისხილის შხაპის გელი და ატმის სკრაბი უფრო ქალურებად და ლამაზებად გვაგრძნობინებენ თავს?

თუკი დავფიქრდებით  და კარგად გავაანალიზებთ ამ მოვლის საშუალებებს, ხომ, გრძელვადიან პერიოდში დიდი ზიანი მოაქვთ ჩვენი კანისათვის, რადგან უმეტესწილად არანატურალური კომპონენტებისაგან მზადდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათზე, ხშირად, ყველაზე მეტ ფულს ვხარჯავთ. არ გიფიქრიათ რატომ?

თუკი ჩემს ბლოგს აქამდეც  კითხულობდით, მაშინ გეცოდინებათ, რომ რამოდენიმე თვის წინ  პატივი მხვდა წილად დამერედაქტირებინა საიმონ საინეკის TED–ზე გაკეთებული სიტყვა. მას მერე ამ ადამიანის აქტიური მკითხველი გავხდი. მისი ბლოგი მაქვს გამოწერილი და შესაბამისად, რეგულარულად ვკითხულობ. ამას წინათაც მომივიდა მისი მორიგი პოსტი, სადაც განიხილავდა ცუდი და კარგი მარკეტინგის განმასხვავებელ ნიშნებს. მაშ შორის ერთ–ერთი შემდეგი იყო:

–        ცუდი მარკეტინგი ქმნის ისტორიებს პროდუქტების შესახებ;

–        კარგი მარკეტინგი ქმნის ისტორიებს პროდუქტების გამოყენებით.

ჰოდა, ზუსტად ამაშია საქმე. ჩვენ უბრალოდ კარგი მარკეტინგის მსხვერპლი ვართ და თუკი ისევ მოვლის საშუალებებს დავუბრუნდებით, გახსოვთ Camay – ის ცნობილი რეკლამები, რომლებითაც ერთი პერიოდი ტვინს გვირეცხავდნენ? აქტიურად შთაგვაგონებდნენ რომ თუკი Camay – ის შხაპის გელით დავიბანდით ტანს ჩვენი საყვარელი ადამიანი რაღაცა ახალს აღმოაჩენდა ჩვენში და კიდევ უფრო შევუყვარდებით. ამასთან, აქცენტი თვითონ პროდუქტზე კი არა, არამედ ისტორიაზე იყო გაკეთებული.  ჩვენც გვჯეროდა,  გაუაზრებლად ვყიდულობდით ამ საშუალებებს და ვინ იცის ეფექტსაც ველოდებოდით … თავს განსაკუთრებულებად და უფრო მიმზიდველად ვგრძნობდით …  არადა როგორ გგონიათ შეიძლება ადამიანს შხაპის გელის გამო შეუყვარდე? ეჭვი მეპარება. ეს უბრალოდ ზღაპარია დიდებისათვის.

უჩუქებიათ თქვენთვის Raffaello არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად? არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე პირადად ისევ ის „არაფრის მთქმელი სიტყვები მირჩევნია“ ამ ტკბილეულს. ან საერთოდ რატომ გახდა  Raffaello – ს საჩუქრად მირთმევა, ფაქტობრივად, სიყვარულში გამოტყდომის ტოლფასი? ეს ისევ კარგად შეთხზული ზღაპარია. ან რომელი გონება შეიძლება შეეწინააღმდეგოს რეკლამას, სადაც მამაკაცი გამწარებული ცდილობს მოძებნოს სიტყვები თავისი ჰაეროვანი გულისწორისათვის?

სამოთხე გიგემიათ? არადა თუკი Bounty–ის  მწარმოებლებს დავუჯერებთ, ამ ტკბილეულს სწორედ რომ სამოთხის გემო აქვს და მის ერთი პატარა დაგემოვნებაც კი სამოთხეში აგმოყვაყოფინებს თავს. მე პირადად Bounty დიდად არ მიყვარს და სამოთხეც არასოდეს მიგვრძნია მისი მირთმევისაც. თუმცა ამ სახელწოდების გაგონებაზეც კი სიტყვა – “სამოთხე” მახსენდება. დარწმუნებული ვარ თქვენც ასე იქნებით და შეიძლება ბევრი სამოთხეში და ბედნიერადაც კი გრძნობს თავს, რასაც ასე აქტიურად შთაგვაგონებენ სარეკლამო რგოლები. ესეც კიდევ ერთი ზღაპარი.

უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თუმცა ერთი რამ ცხადია! არ ვიცი აქამდე დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ არც ერთ სარეკლამო რგოლში არ არის ნახსენები პროდუქტის ფასი, რაც ასე ხშირია ტიპიურ ქართულ სარეკლამო რგოლებში.  მეტიც, მასზე საერთოდ არ კეთდება აქცენტი. ამასთან, წინა პლანზე ყოველთვის გამოდის არა თუ თვითონ პროდუქტი, არამედ ის შთაბეჭდილება, რომელიც მან უნდა მოგვიტანოს. ჩვენ ისტორიებს გვიყვებიან და ფაქტობრივად,  გვაიძულებენ, რომ ამ ისტორიების გმირებად ვიგრძნოთ თავი. ჩვენც დიდი სიამოვნებით ვუჯერებთ მოწოდებებს, მივდივართ მარკეტებში და ვყიდულობთ იმ პროდუქტებს რომლებიც ბედნიერებას გვანიჭებენ.

სწორედ, ასე მოხვდა ჩემს აბაზანაში ყველა ის მოვლის საშუალება, რომელიც დასაწყისში ვახსენე და იქამდე დარჩება იქ, სანამ თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებს. რას ვიზამ, უბრალოდ არ შემიძლია და არც მინდა შევეწინააღმდეგო ასეთ კარგ მარკეტინგს!

13 thoughts on “ზღაპრები დიდებისათვის

  1. კარგი პოსტი იყო🙂
    არ ვიცი რამდენად კარგია ან არა, მაგრამ რეკლამას მხოლოდ რეკლამად აღვიქვამ და ალბათ ამიტომ, იშვიათად თუ მოვქცეულვარ რეკლამის გავლენის ქვეშ.
    ყველაზე ნაკლებად სამოთხე გამხსენებია ბაუნტის ჭამისას და რაფაელოს ჩუქებაც არ მგონია სიყვარულის ახსნის ტოლფასი. ეტყობა რთული შემთხვევა ვარ🙂
    p.s. გულწრფელად რომ გითხრა, საკმაოდ დამაბნიე სათაურით და დასაწყისით 🙂

  2. ანუ, დილას და გამოუფხიზლებლობას არ დავაბრალო?🙂
    თუ ასეა, გაამართლა, ჩემზე მაინც… 🙂

  3. ვაიმე უნდა გამოვტყდე ქემეის ეგ რეკლამა ჩემთვის სიყვარულის და სინაზის ეტალონი იყო:D:D:D:D(blush)აი რაფაელოს რაც შეეხება მაგის მოვალეობას ჩემთვის სნიკერსი ასრულებს:D:D:D:D..კიდევ ერთხელ უნდა გავწითლდე(blush)
    გეთანხმები ნატ კარგი რეკლამის გავლენის ქვეშ ხშირად ვექცევით და სხვათა შორის ეს არ მაღიზიანებს პირიქით პატივისცემის გრძნობა მიჩნდება:)

    1. მადლობა კომენტარისათვის, გვანცა : ) მიხარია რომ შენც იპოვე რაღაც შენთვის ამ პოსტში : )

  4. საინტერესო სტატია, ბევრი აქ უცნობ ინფორმაციას აღმოაჩენს. სწორედ გაქვს ნახსენები, და მინდა დავამატო რომ მარკეტინი უფრო პროდუქტის ”კულტურაზეა” ორიენტირებული.

  5. უნდა ვაღიარო რომ ბევრჯერ მოვქცეულვარ მსგავსი გავლენის ქვეშ. დიდად შოკოლადის მოყვარული არ ვარ,მაგრამ ბაუნტი მხოლოდ ამ რეკლამის გამო გავსინჯე თუმცა სამოთხეს ავცდი😀 არც რაფაელომ გამიმართლა მოლოდინი.აი ჩემი მეგობარი კი რაფაელოს გამო მტერსაც კი შეურიგდება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s