შეცდომები

ღამის 2 საათია. ვერ ვიძინებ. ჩემს ჰაერით და პოზიტივით გაჭყეპილ ოთახში ვზივარ და ტრადიციულად Fm 97,5 მაქვს ჩართული, სადაც პანჩოს „უბერავს ქარი“ უკრავს. ფანჯრიდან კი „რესპუბლიკა ბანკის“ ლაითბოქსი შემომნათის…

მოკლედ ერთობ რომანტიულ სიტუაციაში ვიმყოფები და ვფიქრობ. რაზე? რაზე და შეცდომებზე. უშვებთ შეცდომებს? ოღონდ არ მითხრათ არაო, მაინც არ დავიჯერებ. ყველანი ყოველდღიურად ვუშვებთ შეცდომებს. დაგიშვიათ ისეთი შეცდომა, რომელსაც იმის გაანალიზების შემდეგ რომ შეცდომა იყო მთელი არსით გაუმწარებიხართ? მე დამიშვია და ალბათ, არა ერთხელ. ნანობთ შეცდომებს? პირადად მე, ადრე ძალიან ვნანობდი, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვნანობ. დიახ, აღარ ვნანობ, რადგან, სინამდვილეში, შეცდომა ერთ–ერთი საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება დაემართოს ადამიანს. რატომ?

უბრალოდ თვითონაც წარმოიდგინეთ, რამდენ რამეს გვასწავლიან შეცდომები. რამდენად უფრო ახლებურად გვაიძულებენ შევხედოთ ამა თუ იმ მოვლენებს. შეცდომა ერთგვარი თვითგანვითარების საშუალებაცაა. ყველაფერს სწორად რომ ვაკეთებდეთ, ჩვენი გონება ხომ, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მიმართულებით იმოძრავებდა. ასე კი, სხვადასხვა კუთხეებიდან ვაკვირდებით და ვაანალიზებთ ყველაფერს და უფრო ნათლად აღვიქვამთ სიტუაციას.

იცით, არასოდეს ვიზიარებდი გამოთქმას, რომ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი კი თავისაზე, რადგან რაც არ უნდა აკვირდე და შეისწავლო სხვისი, სანამ თვითონ არ მიარტყავ მაგრად სახეს ასფალტს, ვერაფერს ისწავლი. თანაც აღირებული ფაქტია, რომ პრაქტიკა უფრო მეტს გვასწავლის, ვიდრე თეორია. უბრალოდ, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ასფალტზე არ დავრჩეთ, სწრაფად წამოვდგეთ, გავაცნობიეროთ რა გავაკეთეთ არასწორად და წინ წავიდეთ ახალი შეცდომების დასაშვებად …

არადა, ყველაზე  საინტერესო ის არის, რომ სინამდვილეში შეცდომა შეცდომა არ არის. ეს უბრალოდ ჩვენ, ადამიანები ვუწოდებთ მას ასეთ სათაკილო სახელს. „შეცდომა“ – ხომ არაფერია სხვა თუ არა რაღაც კონკრეტული წამოწყება, რომელმაც არ გაამართლა. ის რომ რაღაც წამოვიწყეთ უკვე კარგია, რადგან ჩვენს აქტიურ და ცნობისმოყვარე ბუნებაზე მიუთითებს, რაც დიდი პლიუსია ნებისმიერი ადამიანისათვის. თანაც, რომ არ წამოგვეწყო ვერასოდეს გავიგებდით იქნებოდა ის წარმატებული თუ წარუმატებელი.

თუმცა რატომ წარუმატებელი? შეცდომამაც, ხომ, ახალი გამოცდილება შეგვძინა და ბევრი რამ გვასწავლა, რაც უკვე ერთგვარი წარმატებაა. თანაც ის დროც გაიხსენეთ, როდესაც „შეცდომის“ დაშვების პროცესში იყავით. მაშინ, ხომ, ენთუზიაზმით იყავით აღსავსე, რაც ბევრ სასიამოვნო მოგონებას  ნიშნავს…

უნდა ვეცადოთ ყველაფერში პოზიტივი დავიჭიროთ. უნდა ვისწავლოთ საკუთარი „შეცდომების“ სიყვარული, რადგან მათ უზარმაზარი წვლილი შეაქვთ ჩვენს ისეთებად ჩამოყალიბებაში, როგორებიც დღეს ვართ. ისინი, უბრალოდ, ჩვენი არსის ნაწილია …

3 საათი შესრულდა უკვე. ძილის დროა. ძალები უნდა მოვიკრიბო. ხვალ, ხომ, ახალი „შეცდომები“ მელის. დროებით.

7 thoughts on “შეცდომები

  1. ნატ,
    მოდი, გავბედავ და არ დაგეთანხმები, რომ “შეცდომა ერთ–ერთი საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება დაემართოს ადამიანს”… 🙂

    ჩემი აზრით, შეცდომის დაშვებაზე უარესი მისი დამალვა და არ აღიარებაა. ადამიანმა შეცდომა უნდა დაინახოს, გაიაზროს, აღიაროს, გაითვალისწინოს. მაშინ ის უბრალოდ შეცდომად აღარ დარჩება.
    და მთავარია ძველი შეცდომები არ დაგვავიწყდეს და არ გავიმეოროთ.

    არ მახსოვს ვისი სიტყვებია: “თუ შეცდომებს არ უშვებ, ესე იგი კარგად არ ცდილობ…”

  2. „შეცდომა“ – კონკრეტული წამოწყებაა, რომელმაც სამწუხაროდ ვერ გაამართლა და იქცა შეცდომად.
    სხვისი შეცდომა ერთგვარი გაფრთხილებაა,ხოლო საკუთარი ზოგჯერ ძალიან მწარე ჭკუის სასწავლებელი.
    კარგია, როცა ადამიანს შეგწევს ძალა საკუთარ შეცდომებზე ისწავლო.🙂

  3. “ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი კი ვერც თავისაზე”- რავიცი ნატ მე ვიზიარებ ამ გამონათქვამს . ადამიანები მაინც სულ ვუშვებთ შეცდომებს სამწუხაროდ. მაგრამ შეცდომების სიყვარული არაფრით არ შეიძლება მაინც ასე მიმაჩნია მე.🙂

  4. კარგ თემაზე გაქვს დაწერილი პოსტი. შეცდომეს არც მე ვნანობ, იმიტომ რომ შეცდომები თუ არა მე ის გამოცდილება არ მექნებოდა ეხლა, რომელიც მაქვს.

    +1 მომეწონა რომ სიტვყა ”ფაქტიურად”-ს მაგივრად გრამატიკულად სწორი ”ფაქტობრივად” გამოყენე. უმეტესობა ამას აკეთებს🙂

  5. ცხოვრებაში იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული, იმდენი, რომ ზოგჯერ ჩემ თავს საერთოდ ბუნების შეცდომას ვუწოდებ, მაგრამ ერთი წუთით არ მინანია და არც დამიშვია მეცხოვრა ამ შეცდომების გარეშე…დღეს მე ძლიერი ადამიანი ვარ და ჩემი სიძლიერე ამ შეცდომების შედეგია..მთავარია ვიგრძნოთ, რომ შეცდომა დავუშვით და მთავარია მიმართულები ვიყოთ კარგისკენ და ამის გამოსწორებისკენ, თორემ თუ არ წაიქეცი ადგომას ვერ ისწავლი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s