უმალ შენთან გაჩნდება

რაც გინდა ინატრე … აქ ყველაფერია რაც კი სულსა და გულს გაუხარდება… ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადის ფილა … თუგინდ წითელ, თუგინდ ყვითელ, თუგინდ ალისფერიო… აღარც ალადინის ჯინი გინდა, აღარც ოქროს თევზი და აღარც სურვილების ვიზუალიზაცია….. მხოლოდ ჩაიფიქრე და ყველაფერი უმალ (კარგი, ზოგჯერ არც იმდენად უმალ) შენთან გაჩნდება. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი A–დან  Z–მდე …… Z–დან A–მდე….  ეს არის სურვილების ზღვა, არა რომელი ზღვა, ეს ხომ მდინარეა ახდენილი სურვილების ….

მიხვდით, ჰო? საქმე ეხება მსოფლიოში უმსხვილეს ინტერნეტ –მაღაზიას amazon.com–ს. ჯეფ ბეზოსმა ამაზონი 1994 წელს დაარსა და თავდაპირველად მხოლოდ წიგნებს ყიდდა. საინტერესოა წარმოიდგენდა იგი მაშინ თუ არა რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა და რომ შორეულ 2010 წელს ასეთ შთამაგონებელ სიტყვას იტყოდა პრინსტონის უნივერსიტეტში?

არ ვიცი რა ტრიალებდა მაშინ ჯეფის თავში, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზონი ერთ–ერთი პირველი და ყველაზე წარმატებული დოთ ქომ კომპანიაა. აქ წიგნებით დაწყებული საკვებით დამთავრებული ყველაფერი შეგიძლია შეიძინო, თანაც მაქსიმალური კომფორტით, სამსახურიდან თუ სახლიდან გაუსვლელად. ამასთან, ყველაფერს პირდაპირ სახლში მოგიტანენ (А ты сиди себе нога об ногу. Все Равно, все на дом принесут).

არა, ამაზონის წარმატება, ალბათ, გარდაუვალი იყო…

ამაზონამდე ჯერ კიდევ მეტისმეტად შორია, მაგრამ თუკი Freeshop.Ge-ს ხელმძღვანელის კოტეს ენერგიულობასა და შემართებას გავითვალისწინებთ, აქედან რაღაც უნდა გამოვიდეს.

ჰო სწორად გაიგეთ, Freeshop.Ge ეს არის ახალი ელექტრონული მაღაზია საქართველოს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ამ ეტაპზე შემდეგი სახის პროდუქციას თავაზობს: ტექნიკა, ალკოჰოლური სასმელი და ყვავილები. ის  ჯერ–ჯერობით მხოლოდ სწავლობს, ძალიან მწვანე და ახალგზარდაა, მაგრამ მონდომებული და ენერგიული…

დიახ, მონდომებულია რომ მომხმარებელს მაქსიმალურად ნაკლები ენერგია და დრო დაეხარჯოს სასურველი ნივთის შეძენისას. სწორედ ამიტომაა რომ მთელი ძალისხმევით უკაკუნებს და უკაკუნებს, წვალობს, ცდილობს…

მხოლოდ წარმოიდგინეთ. გარეთ საშინელი სუსხია, წვიმაა, თოვლია, ჭყაპია … თქვენ კი სახლში თბილად ზიხართ  და გამწარებული მუშაობთ ან რეფერატს წერთ ან …  გვერდზე ტრადიციული გამამხნევებელი ფინჯანი ყავა დგას (ჩემს შემთხვევაში Nescafe Gold–ი) … ამ დროს (О, ужас!) მაუსი გაგიფუჭდათ. რომელს მიანიჭებთ უპირატესობას მაღაზიაში გაქცევას თუ ცოტა ხანი დალოდებას და ყავის წყნარად დალევას სანამ თქვენს მაუსს ადგილზე მოგიტანენ?

არ ვიცი თქვენთვის რა იქნება პრიორიტეტული. როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მოდით, წარმატება ვუსურვოთ FreeShop-ს. ის ჯერ ძალიან ახალგზარდაა და წინ ძალიან ბევრი დაბრკოლება ელის. ამიტომ მეგობრული თანადგომა ძალიან სჭირდება.

P.S. სულ მალე Freeshop–ზე ახალი ლოგო დაგხვდებათ. აი მე კი მარტს ველოდები. რატომ? სწორედ მარტში შევძლებ გარი ვაინერჩაკის ახალი წიგნის შეძენას Amazon–ზე.

9 thoughts on “უმალ შენთან გაჩნდება

  1. მივესალმები ყველა კარგ წამოწყებას.
    ბატონ კოტეს ვუსურვებ წარმატებებს და უამრავ მყიდველს.🙂

  2. აუუ ამაზონის dz ხშირი სტუმარი ვარ, ძალიან მომწონს ეს საიტი არჩევანიც უზარმაზაარ და ფასებიც გადასარეეევ!!!!მაგრამ ცოტა ჩამოსვლას აგვიანებს:Dრატომღაც:Dმიხარია ამაზონის ქართული ანალოგი რომ იქმნება freeshop-ის სახით:)წარმატებებიიი:*:*:*:*

  3. დიდი მადლობა ყველას და პირველ რიგში ნატალის, მართლაც რომ ყველანი მონდონებულები ვართ და დარწმუნებულები ვართ რომ ყველაფერი გამოვა , მეც ასევე წარმატებებს ვუსურვებ freeshop.ge – ს და მთელ მის კოლექტივს.
    ახალი ლოგო მალე გამოჩნდება🙂

  4. არ ვიცი ბატონი კოტე რას ფიქრობს, მაგრამ ბეზოსი ნამდვიილად ზუსტად ქონდა წარმოდგენილი რა უნდოდა და სად უნდა ყოფილიყო 5-10-15 … წლის შემდეგ.
    პატარ-პატარა იაღლიშები მოუვიდა, მაგრამ მაინც ზუსტად მიყვება დასახულ გზას.

    მარტში სეთ გოდინის წიგნიც გამოჩნდება ამაზონზე (ქინდლის ფორმატში) ახალი ფასით… იმედი მაქვს ეს იქნება შეპირებული 1 დოლარი.🙂

  5. dzalian mixaria, rom saqartveloshiac iqmneba aseti brandebis analogebi🙂 firmebis aseti nabijebi sulvilisda miuxedavad mainc axdenen qveynis ganvitarebashi tundac sul mcire, magram mainc wvlils. sxva sheileba araferi metqmodes, radgan mainc araferia axali (gagebit mainc) aset tipis produqcia da momsaxurebashi, magram vusurveb kompanias warmatebas da winsvlad.
    yoveli warmatebuli firmis arseboba, saqartveloshi dzalzed gasaxaria, amitom vgulshematkivrob yvelas🙂
    male sul ufro meti warmatebebi gagvegos am firmasa da sxva misdagvarebze.🙂

  6. Freeshop-ს წარმატებას ვუსურვებ! =)
    გარი ახალ წიგნს უშვებს? ძალიან კარგი =)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s