საუკეთესო მოტივატორი

სიკვდილი საუკეთესო მოტივატორია – ამბობს სტივ ჯობსი თავის ცნობილ გამოსვლაში სტენფორდის უნივერსიტეტში. არადა, ამის მსგავსი ფრაზა არა ერთი წარმატებული ადამიანისაგან მომისმენია. მართლაც, რომ დაფიქრდე, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი მოტივაციის წყარო, ვიდრე შეგნება იმისა, რომ ოდესმე ყველანი მოვკვდებით და არავინ იცის როდის. შეიძლება მალე, შეიძლება გვიან და სანამ ცოცხლები ვართ, ხომ უნდა მოვასწროთ რაღაც.

დიახ, რაღაც. სწორედ ეს არის საკვანძო და ამავე დროს ყველაზე რთული სიტყვა. როგორ უნდა გავიგოთ, სად უნდა ამოვიკითხოთ, ვისგან უნდა მოვისმინოთ თუ რა არის ეს რაღაც და ვისთვის უნდა გავაკეთოთ ის? რომელიღაც ბიზნეს წიგნში ამოვიკითხე – You can’t be everything for everyone (ყველასათვის ყველაფერი ვერ იქნები). ალბათ, ამის მცდელობაც კი იქამდე მიგიყვანს, რომ საბოლოო ჯამში არავისთვის არ იქნები არაფერი, რაც არც თუ კარგი პერსპექტივაა. მაშინ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი?

ერთ–ერთ მენეჯმენტის სახელმძღვანელოში წავიკითხე, რომ საკუთარი თავი უნდა აღვიქვათ ისე როგორც ბიზნესი, რომლის განვითარებაზეც მუდმივად ხარ პასუხისმგებელი.

ამ ფრაზაზე ველოსიპედის პრინციპი მახსენდება. გახსოვთ, ხომ? სანამ პედალს ატრიალებ წინ მიდიხარ, მაგრამ როგორც კი მოადუნებ ფეხს, ეგრევე მიწაზე ხარ… კი, მართალია, მაგრამ ცხოვრებაში ასე რომ არ ხდება? შეუძლებელია მუდამ თანაბრად და მოზომილად მიდიოდე წინ. ხან დაიღლები და ფეხს მოადუნებ, ხან გარე გამღიზიანებელი გამოჩნდება და ყურადღებას გაგაფანტინებს, ხანაც „ცეპი“ მოწყდება…

შესაბამისად, შეუძლებელია მუდმივად თანაბრად ზრუნავდე საკუთარ განვითარებაზე. ზოგჯერ უბრალოდ იკარგები უღრან ტყეში, კარგავ მთავარ გზას და ვეღარც ბილიკს პოულობ, თუმცა ამ დროს მთავარია ხელი არ ჩაიქნიო და ისევ და ისევ განაგრძო ძებნა, რადგან ვინც ეძებს, ნუ, თქვენც ხომ იცით …

მთავარია გზა სწორად გაიკვლიო. ოღონდ არც მთვარეს უნდა უყურო და არც ვარსკვლავებს, არც იმას რომელ მხარეს აქვს ხეს ხავსი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც კომპასი გამოგადგებათ არაფერში…

ტყიდან გასასვლელი, ხომ, ძალიან ახლოსაა, სულ ახლოს. სად? სად და ჩვენს გულებში. უბრალოდ თუკი წამით განვთავისუფლდებით ყველა გარემო ფაქტორისაგან, ყველა საყოველთაოდ მიღებული აზრისაგან, ყველა კომპლექსისაგან და ჩვენს გულებში ღრმად ჩავიხედებით აუცილებლად დავინახავთ სინათლეს, თან ისეთს რომელიც თვალს მოგჭრით თავისი სილამაზით.

დიახ, ტყიდან გასასვლელი გულშია. მთავარია ჩვენს გულს რა უნდა. მთავარია ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გვინდა, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რაც ყველაზე მეტად ჩვენია. ჩვენს სულთანაა ახლოს.

იცით, ამ ბოლო დროს სულ უფრო ვრწმუნდები, რომ წარმატების საიდუმლო მდგომარეობს შემდეგში:
– იყო საკუთარ თავთან მართალი და აკეთო ის რაც ბედნიერებას განიჭებს;
– აკეთო ეს სხვებისათვის, რათა მათაც გაიზიარონ შენი ბედნიერება;
– მუდმივად გახსოვდეს რომ ოდესმე მოკვდები, რადგან სიკვდილი საუკეთესო მოტივატორია.

თუმცა, ამ ყველაფერს კიდევ ერთ რამეს დავამატებდი. ეს არის მზე სულში … თუკი სულში მზეა, ის აუცილებლად გაგიყვანთ მთავარ გზაზე… პირადად მე, მგონი, უკვე გავდივარ ნელა–ნელა …

8 thoughts on “საუკეთესო მოტივატორი

  1. ნატ, როგორც ყოველთვის, ძალიან ოპტიმისტური და რეალური იმედით აღსავსე პოსტია..:*:*:*ერთს დავამატებდი შენ პოსტს: არსებობს ასეთი გამოთქმა, რომელიც გარკვეულწილად ჩემი დევიზია (მე ბევრი დევიზი მაქვს და ეს ერთ-ერთი მათგანია:)) – “ჩინეთში ძაღლებს ჭამენ, მაგრამ მერე რა, ასეა მიღებული!.. მთავარია გქონდეს მიზანი და აკეთო შენი საქმე..” ანუ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია, გქონდეს მიზანი, ოღონდ ძალიან ძნელია სწორი მიზნის შერჩევა და “აკეთო შენი საქმე”:):):)შეიძლება სხვებმა ვერ გაიგონ, მაგრამ ვიცი, რომ შენ ხვდები ჩემ სათქმელს:*:*:*

    1. კი, გვანცა. ძალიან კარგად გავიგე და დიდი მადლობა შენ ამისათვის. გმადლობ კომენტარისათვის🙂 გმადლობ რომ არ დაიზარე და შენი შთაბეჭდილება გამიზიარე.🙂

  2. 😀 natali mec zustad eg tema maqvs ogond HR is pontshi da marto es dawere tu raime konkretuli nawili amoige temidan????

    1. გიორგი, მადლობა კომენტარისათვის. : ) ვერ მივხვდი კითხვის არსს? ეს არის ჩემი ნააზრები რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მაქვს დაწერილი და ვერ მივხვდი რა თემიდან უნდა ამომეღო? იქნებ განმიმარტო? : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s