დილის 3–4 საათამდე …

როდესმე დაგისხიათ ღრუბელზე ჭურჭლის სარეცხი საშუალება სიყვარულით? გაგირეცხავთ ჭურჭელი ისე თითქოს ყოველ ჭიქას და თეფშს ეფერებოდეთ და ტაფაზე მიმწვარ ცხიმთან სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა აზარტში გაგდებდეთ?

დაგიწმენდითიათ ფანჯრები ღამის 12 საათზე ცეკვა–ცეკვით, სიმღერ–სიმღერით და იმის შეგნებით, რომ შემთხვევით ვინმემ რომ დაგაფიქსიროთ, სიცოცხლის ბოლომდე დასაცინი გახდებოდით? თუმცა ეს არ განაღვლდებდეთ, რადგან ყელში გაურკვეველი ბედნიერება და სიხარული გაწვებოდეთ, რომლის დამალვაც არც შეგიძლიათ და არც გინდათ.
გამოსულხართ და შეგიხედავთ მშობლების საძინებელში, დაგინახავთ როგორ ტკბილად და მშვიდად სძინავთ? გადავსებულა მთელი თქვენი არსება მათდამი სიყვარულით და დაბადებულა აზრი, რომ ყველაფერს გააკეთებთ მათთვის?
დაგიწყიათ სიცილი თქვენი ძმის სამართლიან ბუზღუნზე თქვენს მიმართ, ავსებულხართ სინაზით, გიკოცნიათ მისთვის და გასულხართ ოთახიდან ისე, რომ ის ჯერ კიდევ ბუზღუნებდეს და ჩხუბობდეს?
აგიღიათ ძილის წინ სახის გასაწმენდი საშუალება, ისე რომ მისი სახეზე დატანა არ გინდოდეთ, რადგან მტვერთან, ჭუჭყთან, კორექტორთან, პომადასთან და სხვა რაღაცაეებთან ერთად, მთელი დღის დაგროვილი დადებითი ემოციები, მუხტები, განცდები და შეგრძნებები უნდა ჩამოიწმინდოთ?
შეგიმჩნევიათ სახეზე ასე „უტიფრად“ გამოსული გამონაყარი და არ გაღიზინებულხართ, რადგან ის თქვენთვის ძვირფასი ადამიანის მიერ მორთმეული შოკოლადის შედეგია?
გამოსულხართ თქვენს ოთახში, ჩაგირთავთ რადიო “პროგრესი” (FM 97.5), თან ისე, შემთხვევით თქვენი სიმღერა რომ უკრავდეს? აგიღიათ საყვარელი დათუნია, დაგიდიათ ბალიშზე თავი, დაგიხუჭავთ თვალები და გიფიქრიათ? – „გმადლობ, ღმერთო, გმადლობ რომ ყველაფერი ხდება ისე როგორც ხდება. გმადლობ რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ყველა ის ადამიანი, რომელიც მინდა რომ არსებობდეს. გმადლობ რომ ეს ადამიანები მოგყავს ჩემთან. გმადლობ რომ ხელით დაგყავარ. გმადლობ იმ ბედნიერებისათვის, რომელიც ჩემს შეგნებაში, სულში და გულში ცოცხლობს. გთხოვ, ღმერთო, ამყოფე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ჯანმრთელად და დატოვე ეს ბედნირება ჩემთან და არაფრის შემეშინდება, ვერაფერი დამაბრკოლებს, ვერაფერი… ყველაზე დიდ სიძნელეებსაც ისევ გავუღიმებ… „

ჩაგძინებიათ ამ ფიქრებში ისე რომ ვერც კი შეგემჩნიოთ როდის? თუმცა დიდი ხნით არა. სულ რაღაც დილის 3–4 საათამდე.

7 thoughts on “დილის 3–4 საათამდე …

    1. Social Animal,

      მადლობა კომენტარისათვის. ძალიან მიხარია რომ იგივე ემოცია გაქვთ და რადგანაც ასეა, ალბათ დამეთანხმებით რომ ეს შეუდარებელი გრძნობაა🙂

  1. კი! წარმოიდგინე დიდი, ბუთხუზა ტოლჩა ხარ, პირთამდე სავსე და ფრთხილად დადიხარ,დაგოგმანებ, რომ წვეთი არ დაგეღვაროს – ბედნიერების!
    ყველაზე კარგი ამ ამბავში ის არის, რომ ამ ბედნიერებას მეტად ტრივიალური რამ განიჭებს, ის რაც გუშინაც გქონდა, გუშინწინაც, იმის წინაც.. მაგრამ, უბრალოდ ერთხელაც იგრძნობ, თურმე ესეც საკმარისია ბედნიერებისთვის და რომ ”მთებს დაძრავ” თუ ამ ბედნიერებას წვეთი არ მოაკლდება!🙂

  2. რა კარგია🙂 მეც რაღაც დადებითით ავივსე რომ წავიკითხე🙂 კარგია რომ აფასებ იამს რაც გაქვს და ამითი უფრო ბედნიერი ხარ:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s