ყველაფერი მთავრდება?!

რამოდენიმე დღის წინ ჩემს ერთ, აწ უკვე ყოფილ, თანამშრომელს დავემშვიდობე. გერმანიაში მიდის და ვინ იცის, შეიძლება ვეღარასოდეს ვნახო ცხოვრებაში. არა, საუკეთესო მეგობრები ნამდვილად არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ისეთი სევდა შემომაწვა გულზე, ძნელია გადმოსცე. ამ ადამიანთან ერთად 2 წელზე მეტი გავატარე, ის უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და ახლა მიდის. დამთავრდა, თვის ბოლოს აღარასოდეს ვთხოვ sms-ით 20 ლარის სესხებას და აღარც ორ ლულაში აღარ წავალთ შესვენებაზე არასოდეს. თეონამდე იყო შოთა, შოთამდე თამუნა, თამუნამდე ნინო, ნინომდე მარიკა… არადა, თითქოს გუშინ იყო, როდესაც ამ სამსახურში მივედი და ისეთი სითბო დამხვდა, რომ მიკვირდა კიდეც თავის დროზე. დღეს კი ამ ადამიანთა უმეტესობა სულ სხვა გზაზეა და იმას, რომ ოდესღაც ამ სივრცეში მუშაობდნენ მხოლოდ უპატრონოდ დარჩენილი ჩაის ფინჯნები თუ მიანიშნებენ (ჩაის ფინჯნებზე ცალკე პოსტიც მაქვს ჩაფიქრებული).

ცოტა ხნით ადრე ტელეკომპანია საქართველოსათვის ვთარგმნიდი ფილმებს ინგლისურიდან ქართულად. ღმერთო, ვერც კი წარმოგიდგენიათ რამხელა ნერვები ჭირდება ხმლის შესახებ დოკუმენტური ფილმის თარგმნას… ზოგჯერ მეგონა, რომ გავგიჟდებოდი გადაღლილობისაგან. არ დაგიმალავთ და ლამის იყო ისტერიკა მეწყებოდა. ღამეს ღამეზე ვათენებდი, რომ როგორმე ტერმინოლოგიაში გავრკვეოდი. თუმცა, ტელევიზიებისათვის უკვე აღარ ვმუშაობ. ესეც დამთავრდა. არადა, რა ტკბილად მახსენდება ახლა ის მომენტი, როდესაც დილის 7 საათზე მთელი ღამის წვალების შემდეგ, რომ გადავუგზავნდი დასრულებულ ნამუშევარს შორენას. მთელი ქვეყანა ჩემი მეგონა. კიდევ ძალიან ტკბილად მახსენდება, როგორ იჯდა ჩემთან ერთად გათენებამდე ჩემი მეგობარი ლევანი Skype-ში, მამხნევებდა  და გრამატიკულ შეცდომებს მისწორებდა. იცით, მინდა ყველას ყავდეს ასეთი მეგობარი, ასეთი ერთგული და გადაყოლილი …

ღმერთო, რამდენი რამ დასრულდა … მე, მზეკო და თამუნა  აღარასოდეს მივირთმევთ თეუსუ–ს ბუფეტში ნათელა ბებოს ლობიანებს და აღარც თოფურიასათვის მომიწევს გადასახადების ნაირსხვაობების ახსნა. აღარც კანთელაძესთან ვიჩხუბებ არასოდეს, ფრუიძე აღარ ჩაუტარებს ლექტორებს ლექციებს  და არც ის მეოთხეკურსელი მომეწონება აღარასოდეს.

რატომ არის რომ ყველაფერი ოდესღაც მთავრდება? გიფიქრიათ ამაზე? მე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს ვფიქრობ. ბევრი ცუდი მთავდება, თუმცა სამწუხაროდ, კარგიც მთავრდება ბევრი. რატომ მთავრდება ეს კარგი? ხომ შეიძლება უსასრულობამდე გრძელდებოდეს? თუმცა, მეორეს მხრივ, მეტისმეტი მურაბაც ხომ კარგავს თავის სამომხმარებლო ფასეულობას? ზოგჯერ მჟავე კომბოსტოც საჭიროა. ამასთან, იქნებ ის კარგი იმიტომ მთავრდება, რომ წინ უფრო კარგი გველოდება … ბევრად უფრო კარგი?

ჩემს ცხოვრებაში ბოლო დროს ბევრი ცუდი დასრულდა, თუმცა ცუდს კარგიც მიყვა. კი ძალიან მწყდება გული, მაგრამ იცით, მჯერა რომ წინ უფრო მეტი კარგი, ბევრად უფრო თბილი და ნათელი მზე მელოდება და ეს მანიჭებს ძალას და ფრთებს. და სხვათაშორის, ჩემი ფრთები ხელოვნური არაა …

მოკლედ, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ვფიქრობთ რომ ყველაფერი დასრულდა, სინამდვილეში სწორედ მაშინ იწყება ყველაფერი. სწორედ მაშინ. ასე რომ, ალბათ, უფრო ფართოდ უნდა გავახილოთ თვალები. იქნებ, ასე მაინც დავინახოთ, რომ მზის სხივი დაგვთამაშებს სახეზე…

19 thoughts on “ყველაფერი მთავრდება?!

  1. ნაატ❤ თვალზე ცრემლი მომადგა :* როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ეს პოსტიც : ) :*:***:* მომენატრე

    1. მადლობა, ნინო. მეც მომენატრე ძალიან. მომენატრა ძველი დრო. რაღაც სხვა ხიბლი ჰქონდა :((( კარგად ვიყავით :))

  2. ძალიან დავფიქრდი ნატ. მე ვფიქრობ თუკი რაიმე ცუდი ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ყველაფერი სასიკეთოდ ხდება მისთვის. ძალიან დადებითად მახსენდება მეც თეუსუ, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც არ მინდა იმ დროის დაბრუნება. და არც არაფერზე მწყდება გული, პირიქით😉 :* შენ და თამუნა კი ძაან მენატრებით :*

  3. ნატალი ეხლა ვკითხულობდი შენს პოსტს და არ ვიცი რა დამემართა, მგონი გუშინდელი ისტერიკა გამიმეორდა, ძალიან ცუდუ ყოფილა რაღაცის დამთავრება, რომელიც შენი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ვერ წარმოგიდვენია როგორ იცხოვრო, მაგრამ მეგობრები ასეთი სიტყვებით მამშვიდებდნენ, “რაღაცის დასასრული მეორეს დასაწყიასიო” და ……….. იმედია მომავლის მზე უფრო თბილი იქნება

    1. თამუნა, ძალიან დიდი მადლობა კომენტარისათვის :)) იცი, შენი მეგობრები ნამდვილად მართლები არიან და მომავლის მზეც ბევრად უფრო თბილი იქნება :)))

  4. აუუ შორენა, როგორ მიყვარს ეს გოგო, რამდენი სითბო აქვს და შეუძლია უზარმაზარი მოტივაცია მოგცეს.

  5. ძალიან მომეწონა. კარგია, რომ პოზიტიური ხარ, ნატალი, მე ამას ვერ ვახერხებ.😦
    ამის ნათელი მაგალითი ჩემი ბლოგია : salome.mumladze.blogspot.com 🙂

    1. ძალიან დიდი მადლობა კომენტარისათვის, სალომე. აუცილებლად ვნახავ შენს ბლოგსაც 🙂

  6. აჰა, ნატ, ყველაფერი მთავრდება, აბსოლიტურად ყველაფერი..და თუ ნებას მომცემთ, ერთ გამოთქმას გავიხსენებ: როცა იბადება ადამიანს ერთადერთი იმის გარანტია აქვს, რომ აუცილებლად მოკვდება…ანუ ამქვეყნად ყველაზე გარანტირებული რამ არის დასასრული და ყველას ვურჩევ ისწავლოს დასასრულთან შეგუება და დასასრულის სიყვარული…მე უკვე მასტერი ვარ:Dიცი, ასე ვთქვათ, უნდა იგრძნო “როდის წახვიდე სცენიდან”…

    1. კი გვანცა გეთანხმები, მაგრამ მე როგორც წესი სცენიდან წასვლა არ მიყვარს🙂 თუმცა ზოგჯერ ალბათ ჯობს უფრო დიდი სცენების დასაპყრობად წახვიდე ალბათ :))

  7. ნატ, ეს რომ წავიკითხე, გული დამეწვა… მაგრამ იცი, რა? თუ დააკვირდები, ცხოვრება ისეთ რაღაცებს გვართმევს, რისი არსებობაც სხვა, უკეთესი რამის კეთების დროსა და ენერგიას არ გვიტოვებს…
    აი, თუნდაც, თარგმნა აიღე. გაგზავნის შემდეგ იმხელა შვებას რატომ გრძნობდი? იმიტომ ხომ არა, რომ თარგმნის პროცესი გტანჯავდა, გღლიდა, ძილსა და ენერგიას გართმევდა? ასე არ უნდა იყოს… საქმე, რომელსაც შენს უძვირფასეს დროს ახარჯავ, სიამოვნებას უნდა გგვრიდეს. (მაგ: მე რომ ფილმს ვაგზავნი, ერთი სული მაქვს ხოლმე ახალს როდის დავიწყებ.)
    ყოველთვის, როცა რაღაცას კარგავ, ეს იმიტომ ხდება, რომ უკეთესი რამ უნდა შეიძინო. გამხიარულდი. ყველა სიტუაციაში არსებობს პოზიტივი და ეცადე, ამაზე გააკეთო აქცენტი. თუმცა, პოსტის ბოლო ნაწილით თუ ვიმსჯელებ, ასეც იქცევი, რაც ძალიან მახარებს.
    რაც გინდა მოხდეს, როგორც მინიმუმ, ერთი მეგობარი სულ შენს გვერდით იქნება. ძალიან მიყვარხარ ♥

    1. მაიკო, ძალიან დიდი მადლობა🙂 იცი, უცნაური ისაა, რომ როდესაც ამ პოსტს ვწერდი მქონდა ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს აღარ მაქვს და როდესაც ახლა, რამოდენიმე თვის მერე წავიკითხე, თითქოს მალამო იყო🙂 ვიცი, რომ სულ ჩემთან ხარ. და შენი ძალიან მადლიერი ვარ. მეც ძალიან მიყვარხარ და ყველაფერი კარგად იქნება და ყველა ჩვენი ჩანაფიქრი რეალობად იქცევა🙂

  8. სწორედ ახლა ვფიქრობდი დასასრულზე და იმაზე როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება🙂 თითქოს ფიქრების გასაფანტად შევედი ფბ-ზე და შენი პოსტი დამხვდა ჩემზე გათვლილი🙂 ჩემი თავი დავინახე ამ პოსტში. ძალიან კარგად წერ.იმედია ჩემს ცაზეც გამოჩნდება მალე მზე,თორემ მხოლოდ ღრუბლებით დაიწყო ეს წელი და ძალიან არ მომწონს:)❤

    1. ლიკა, მადლობა რომ კითხულობ და მზე აუცილებლად გამოანათებს ან უკვე ანათებს კიდეც და შენ ვერ ხედავ? : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s