ისევ ბედნიერებაზე

სულ სხვა პოსტს ვწერდი სრულიად განხვავებულ საკითხზე. Youtube–ზე კი, აი ეს სიმღერა მქონდა ჩართული. არ ვიცი, შეიძლება სიმღერამ ამიჩუყა კიდეც გული, მაგრამ მოულოდნელად სულ სხვა თემაზე გადავერთე.

ბედნიერება … რა არის? სად არის? როგორ არის? საიდან არის? ყველანი ბედნიერებას ვეძებთ. აბსოლუტურად ყველანი. თითოეული ჩვენთაგანის ბედნიერება ერთმანეთისაგან განსხვავებული და სუბიექტურია, თუმცა როგორც წესი, ყველასათვის რაღაც დიდი, მოულოდნელი და თვალთუწვდენელია. ჰოდა, ვსხედვართ ასე და ველოდებით ამ ბედნიერებას და ვჩივით, რომ არა და არ მოდის.

არადა, ბედნიერება ხომ აქვეა, ჩვენს ყოფაშია, ყოველდღიურობაშია, წვრილმანებშია. ბედნიერება, ხომ, დეტალების ერთობლიობაა. ბედნიერება პაზლია, რომელიც შენ თვითონ უნდა ააწყო … ჩვენ კი ველოდებით, რომ ის თავისით მოვა …

ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, როდესაც დილით, სამსახურში წასვლის წინ ცხელ ყავას ან კაკაოს შემომიტანს ხოლმე დედაჩემი, რადგან ვიცი, რომ ვუყვარვარ და ზრუნავს ჩემზე … ან როგორი ბედნიერი ვარ, როდესაც მოღრუბლულ ამინდში, მოულოდნელად მზე რომ დამანათებს სახეზე. ერთი სული მაქვს, ყველა მზის სხივი ვშთანთქა. როგორი ბედნიერი ვარ, როდესაც სამუშაოს შევასრულებ კარგად და თვითკმაყოფილება მეუფლება. როგორი ბედნიერი ვარ, როდესაც ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს, მომიკითხავს. მაშინაც ძალიან ბედნიერი ვიყავი გარი ვაინერჩაკი Twitter– ზე რომ გამომყვა ….. სიის გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება.

თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. სულ 2 წელია, რაც ამ დეტალების დაჭერა ვისწავლე და ღმერთს ყოველ დღე მადლობას ვწირავ ამისათვის. იცით, ასე ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ვპოულობ მიზეზს, რომელიც გულს გამითბობს და დაცემის საშუალებას არ მომცემს.

დიახ, მე ბედნიერებას არ ვეძებ. მე მხოლოდ მის ნაწილაკებს ვეძებ და ვცდილობ მათ მათთვის განკუთვნილი ადგილი შევუსაბამო. თუმცა, თუკი ამ ნაწილაკისათვის საჭირო ადგილი არ აღმოჩნდა, არც ამაზე ვნერვიულობ, რადგან, ფართო სურათს რომ შევხედოთ, მე, ხომ, უამრავი სხვა ნაწილაკი მაქვს მოთავსებული მისთვის განკუთვნილ ადგილას.

ერთ–ერთი ასეთი ნაწილაკი, ალბათ იცით უკვე, TED-ია.  როდესაც სტეისი კრეიმერის სიტყვას გადავაწყდი, მან მთელი ჩემი არსება შეძრა და კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემი მოსაზრების სისწორეში. ცხადია, ვთარგმნე.

აი, თქვენ შეგიძლიათ ყველაზე რთულ და მძიმე სიტუაციაში იპოვოთ ბედნიერება? არ ვიცი, თქვენი პასუხი როგორ იქნება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სტეისიმ ეს შეძლო და ვერც კი აღვწერ, რამხელა აღფრთოვანებას იმსახურებს ჩემგან და ალბათ, ყველასაგან ვისაც კი მოსმენილი აქვს მისი ისტორია.

http://www.ted.com/talks/lang/geo/stacey_kramer_the_best_gift_i_ever_survived.html

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი…

10 thoughts on “ისევ ბედნიერებაზე

  1. რომ ყვებოდა გამაჟრიალა, სამწუხაროდ მართალია რაც თქვა : ( სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რამაა და უნდა დავაფასოთ😦

  2. მადლობა ნატალი ამ პოსტისთვის.მე დღეს ბედნიერი ვარ…:)

  3. ,,ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ვპოულობ მიზეზს, რომელიც გულს გამითბობს და დაცემის საშუალებას არ მომცემს.” – ყველაზე მაგარია, როცა ეს შეუძლია ადამიანს, მე თითქმის ყოველთვის ასე ვიქცევი, ამ დროს მართლაც ბედნიერი ვარ ხოლმე, თუ შეიძლება ასე რომ ვუწოდო🙂

    1. ხათუნა,
      უღრმესი მადლობა კომენტარებისათვის:)

      მიხარია, რომ თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება🙂

  4. mtel sxeulshi gamajrjola ….. martalia jamrtelobaze zvirpasi amkveynad xom araparia? adamiani piqrobs xshirad materialurze da ukavshirebs bednierebas mas,radgan ver xvdebit tu raoden bendnirebi vart roca jamrtelebi vart da es azradac ki ar mogvdis admianebs gvixarodes, davapsot es kovelive. es kvelam unda naxos!
    Didi madloba natali, zalian emociuri iko….

    1. რუსო,

      შენ დიდი მადლობა რომ კითხულობ და კომენტარის დატოვება არ გეზარება. ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s