ავტობუსები

სათანადო ადამიანები ავტობუსის შიგნით, არასათანადო ადამიანები ავტობუსს გარეთ, სათანადო ადამიანები სათანადო ადგილებზე ( right people on the bus, wrong people off the bus, right people in the right places) –  სწორედ ეს გახლავთ წარმატების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მსოფლიო ბესტსელერ – Good To Great – ის ავტორის, ჯიმ კოლინსის აზრით.

მეც ასე, ცნობილი მიზეზის გამო მთელი ნახევარი საათი ველოდები ჩემს ავტობუსს გაჩერებაზე.  შესაბამისად, ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუკი ვიტყვი რომ მთელი ჩემი აზრები სწორედ ავტობუსებისაკენ იყო წარმართული…

ჯიმ კოლინსი თავის წიგნში, რომელიც დაფუძნებულია მიერ მიერ ჩატარებულ კვლევაზე, იმის შესახებ, თუ რა განასხვავებს კარგ კომპანიებს საუკეთესო კომპანიებისაგან, აცხადებს, რომ გავრცელებული ფრაზა –  „ადამიანები კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივებია“  – მცდარია. მისი და მისი კვლევითი ჯგუფის მოსაზრებით, კომპანიის მთავარ აქტივს არათუ ზოგადად ადამიანები, არამედ „სათანადო“ ადამიანები წარმოადგენენ. ამასთან, თუკი ამ ადამიანებს მათი თვისებისა და უნარების შესაბამის პოზიციები უჭირავთ, ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს წინაპირობა იყოს საუკეთესო.

საუკეთესოს რაც შეეხება, იმის გამო რომ გაჩერებაზე უკვე ნახევარი საათის განმავლობაში  ველოდებოდი ჩემს ავტობუსს, განწყობა ნამდვილად არ მქონდა ასეთი. თუმცა, მაინც სწორედ რომ საუკეთესო გამოსავალს მივაგენი და მთელი მთელი ჩემი კონცენტრაცია კვლავ ავტობუსებზე მოვახდინე და შორს–შორს, ფიქრებში წავედი.

ამას წინათ, პირველ აბზაცში აღნიშნული ფრაზა FACEBOOK-ზე დავპოსტე, რაზეც დამიტოვეს კომენტარი საიდან იცი, რომ ისინი არასათანადო ადამიანები არიან ან იქნებ, სულაც შენ თვითონ ხარ არასათანადოო.

სინამდვილეში, თუკი დავაკვირდებით ჩვენ ყველანი ერთდროულად, სათანადონიც ვართ და არასათანადონიც. გააჩნია რომელ ავტობუსს ავირჩევთ.

აი მაგალითად, რამდენჯერ ავსულვართ შეცდომით ავტობუსში, რომელიც იმისაგან გასხვავებული მარშრუტით მიდის, ვიდრე ეს ჩვენ გვეგონა. ან რამდენჯერ ყოფილა ავსულვართ ავტობუსში, რომელშიც არათუ ადგილი, არამედ ისეთი ჭყლეტვაა, რომ სუნთქვაც გიჭირს და შედეგად ჩამოვსულვართ. ზოგჯერ, ისეც ხდება რომ სასურველი ავტობუსი გაგვასწრებს ხოლმე.

ხოლო თუკი ისე მოხდა, რომ ავტობუსს მივუსწარით, ის  სასურველი კურსით მიდის და შიგნით ჩვენი ადგილიცაა, შევარჩევთ ჩვენთვის სათანადო სავარძელს (ზოგს ფანაჯარასთან უნდა, რომ გზას უყუროს; ზოგს არა, რადგან მზის სხივები არ სიამოვნებს)  და მივუყვებით გზას. თანდათან ადგილები ივსება და ყველანი ერთი გეზით მივემართებით.  ავტობუსი წინ მიდის და ჩვენც ამასობაში ვცდილობთ წინ წავიდეთ. მართალია ყველას საერთო მიმართულება გვაერთიანებს, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავებული გეგმები და მიზნები გვაქვს. ზოგი, მაგალითად, წიგნს კითხულობს, ზოგი ჭორაობს და ზოგიც ხარბად შეექცევა ჰამბურგერს. ამასთან, ყველანი განსხვავებულ გაჩერებებზე ჩამოვდივართ. ზოგიც ბოლომდე მიყვება.

თუმცა, თუკი დავფიქრდებით, შეგვიძლია ავტობუსს არც კი გავყვეთ. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გარდა, კიდევ არსებობს ე.წ. „მარშრუტკებიც“. ისინი უფრო სწრაფადაც მიემართებიან დანიშნულების წერტილისაკენ და ჩამოსვლაც, თითქმის, ნებისმიერ ადგილას შეიძლება უპრობლემოდ. სამაგიეროდ, ავტობუსისაგან განსხვავებით, აქ ბევრად მეტი რისკია.  მეტი შანსია, რომ ავარიაში ამოჰყო თავი,  დანიშნულების ადგილასაც ვერ მოხვდე და დამატებით, მორალური და ფიზიკური ზიანიც მიიღო.  აი ავტობუსი კი უფრო მძიმეა, სტაბილურია, ბეგემოტია, ძალიან ნელა მიიზლაზნება წინ. სამაგიეროდ, იცი რომ საჭირო ადგილას 100–დან 99,99 პროცენტის შემთხვევაში აღმოჩნდები.

ასევე არსებობს – ტაქსი. ბევრად უფრო სწრაფი, ბევრად მოხერხებული. გინდა უკან დაჯდები, გინდა წინ. მეტი კომფორტია, მეტი თავისუფლება. თუმცა, ჩვენგან უფრო მეტის გაცემას საჭიროებს. ამასთან, აქ რისკი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე „მარშრუტკაში“. აი, ავტობუსზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.

ყველაზე გაბედულებისათვის კი საკუთარი ავტომობილია ზედგამოჭრილი. კომფორტული მოხერხებული, სწრაფად მიდის. ამასთან, საჭესთან თვითონ ზიხარ და საითკენაც გინდა იქით წახვალ. გინდა მარჯვნივ გაუხვევ, გინდა მარცხნივ. სადაც მოისურვებ იქ გააჩერებ. მაგრამ, მთელი პასუხისმგებლობა შენზეა,  თვითონ უნდა გარეცხო და ნაწილიც შენვე  უნდა გამოუცვალო. სამაგიეროდ, მთავარი ხარ, დამოუკიდებელი; თავისუფლებისა და სისწრაფისაგან სიამოვნებას ღებულობ. მთავარია მეტისმეტი არ მოგივიდეს და ღვედის შეკვრაც არ დაგავიწყდეს …

თუმცა, რომ დავფიქრდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ქუჩაში არ დარჩე და რომელს აირჩევ ავტობუსს, „მარშრუტკას“, ტაქსის თუ საკუთარ ავტომობილს, ეს უკვე შენივე პრიორიტეტებზე და სურვილებზეა დამოკიდებული. მთავარია, საკუთარი ადგილი იპოვო. ხოლო თუკი ცოტა ხანში მიხვდი, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა, შეგიძლია ჩამოხვიდე კიდეც და სხვა ავტობუსს ან „მარშრუტკას“ დაელოდო.

მოკლედ, ასეთ ფიქრებში ვიყავი, როდესაც, როგორც იქნა, ჩემი ავტობუსიც მოვიდა და მეც, ბედნიერმა, მზიანი ფანჯარის მხარეს ვიპოვე ჩემი ადგილი.

12 thoughts on “ავტობუსები

  1. როცა გეჩქარება ადამიანს, ავარიის რისკზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობ =))
    ამას წინათ მითხრეს, ავტობუსებს საერთოდ გააუქმებენ და ტრამვაის დაბრუნება უნდათო. ნეტავ, თუ მართალია…

    P.S. ნატალი, შენი ბლოგი ძალიან მიყვარს ♥

    1. დიდი მადლობა კომენტარისათვის, მაიკო🙂 პრინციპში ავტობუსსა და ტრამვაის ერთნაირი დატვირთვა ექნება ჩემი პოსტის შემთხვევაში🙂

      P.S. მე კიდევ შენი ბლოგი მომენატრა🙂

  2. სათნადო დროს სათანადო ტრანსპორტში სათანადო ადგილას თუ მოხვდები, გაგიმართლა და ეგაა. სათანადო, შესაბამის, შესაფერისში…
    ან სულაც, შეიძლება ფეხიათ იარო…
    ეტყობა ცოტა დააბნიე ხალხი ამ ავტობუსებით🙂

    1. ქეთი,

      მადლობა კომენტარისათვის.

      ჰო, ფეხითაც შეიძლება სიარული, მაგრამ რეალურად ფრილანსერობა ყველას არ უნდა, ასე მგონია🙂

  3. zalian momewona da zalian kargi shedarebaa gaketebuli avtobusis magalitze! getanxmebi natali,masea ubralod xdeba xolme iseti shemtxvevebic rodesac mogvianebit gicevs avtobusis lodini dgexar elodebi avtobusi ki ar chans da am dros sasowarkvetilba geupleba radgan dro gadis….

    1. რუსო ,

      უღრმესი მადლობა კომენტარისათვის🙂 იცი, ვფიქრობ, ავტობუსი აუცილებლად მოვა. ალბათ, მთავარია იმედი არ დაკარგო.

      ამასთან, რა იცი, იქნებ უკეთესია ტაქსის გაყვე ან უკვე დროა საკუთარი ავტომობილი შეიძინო🙂

  4. ნატალი, ძალიან აქტუალური თემაა. რაღა დაგიმალოთ, უკვე კაი ხანია ავტობუსში არ ავსულვარ, მაგრამ ამას წინათ მანქანის გაფუჭების გამო მომიწია.😀. ნეტავი მართლაც სათანადო იყოს ყველა ავტობუსში.
    კვლავ ვკითხულობ რეგულარულად თქვენს სტატიებს და მომწონს🙂
    გისურვებთ წარმატებას.

    დოდო

  5. დოდო, რომ იცოდეთ როგორ გამიხარდა თქვენი კომენტარი🙂
    ზუსტად დღეს ვფიქრობდი, ნეტა თუ კითხულობს კიდევ მეთქი . ძალიან დიდი მადლობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s