ცხოვრება როგორც სასწავლო პროცესი

ცხოვრებას ისე ვუყურებ, როგორც ხანგრძლივ სასწავლო პროცესს – ამბობს ადამიანი, რომელსაც დისლექსია აწუხებს და რომელსაც სწავლის უუნარობის გამო 15 წლის ასაკში სკოლის დატოვება მოუწია.

რა მოხდა შემდეგ? სახლში დაჯდა და მთელი ცხოვრება სხვის კისერზე იჯდა? არა, რას ამბობთ?!  საკუთარ ბედზე წუწუნებდა? მეხუმრებით? არა, არა! არც დისლექსიის წამალი მოუგონია, თუმცა რომ ნდომოდა ალბათ, ამასაც  შეძლებდა.

იცით, ისე მოხდა რომ დღეს ეს არის  ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი  მსოფლიოში და წარმოადგენს Virgin Group – ის მფლობელს, რომელიც თავის თავში 360 კომპანიას აერთიანებს. არ მოგესმათ – 360! გასაოცარი ციფრია, მგონი,  ყველანი დამეთანხმებით.

ალბათ, უკვე მიხვდებოდით რომ საქმე ეხება რიჩარდ ბრენსონს, რომელმაც ბიზნეს–მოღვაწეობა სულ რაღაც 16 წლის ასაკში დაიწყო და დღეს უკვე უზარმაზარი იმპერიის თავში დგას.

საინტერესოა, როგორ მოახერხა ადამიანმა, რომელშიც დისლექსიის გამო, ალბათ, დიდ პერსპექტივას ვერ ხედავდნენ ამდენი და რატომ არის რომ სხვები, სწავლის–უნარიანები ხშირად ისე მიდიან, რომ არანაირ კვალს არ ტოვებენ თავის შემდეგ? გიფიქრიათ ამაზე?

ამას წინათ, მითხრეს რომ ჩარჩოში ვზივარ. გულწრფელად გეტყვით, ამან ჩემში უზარმაზარი აღშფოთება გამოიწვია და მგონი, ორი ღამე არ მეძინა კიდეც. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ალბათ მართლები იყვნენ და იქნებ, მართლა ვზივარ ჩარჩოში. იქნებ, ადამიანთა უმეტესობა ჩარჩოში ზის და ამიტომაა, რომ უკვალოდ იკარგებიან.  ხოლო ის ვინც ამ ჩარჩოს ანგრევს, აღწევს მეტს, ქმნის სარგებელს, თესავს სიყვარულს, ზრუნავს.

„გიჟი თავისუფალია“ – ყველას გაგვიგია. ალბათ ეს ადამიანებიც თავისუფლები არიან. თავისუფლები არიან ჩარჩოსაგან. იქნებ, გიჟი იმიტომაცაა თავისუფალი, რომ მას უფრო მეტი ესმის, ვიდრე ჩვენ. იქნებ, ეს ადამიანებიც გიჟები არიან! იქნებ, ჩვენც გიჟები უნდა ვიყოთ. იქნებ, ამაშია წარმატების საიდუმლო…

თუკი ჩემს ბლოგს ადრეც კითხულობდით, ალბათ გეცოდინებათ, რომ TED-სათვის ვთარგმნი. როდესაც რიჩარდ ბრენსონის ინტერვიუს გადავაწყდი, სადაც ის საკუთარი სიგიჟეებისა და გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს. გავიფიქრე რომ აუცილებლად უნდა მეთარგმნა და სასწრაფოდ გავუშვი მოთხოვნა, რომ არავის დაესწრო. საბედნიეროდ, ამჯერად ვიდეო მე მერგო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მაქვს თვით რიჩარდ ბრენსონის საიდუმლო გაგიზიაროთ ქართულ ენაზე.

http://www.ted.com/talks/lang/geo/richard_branson_s_life_at_30_000_feet.html

2 thoughts on “ცხოვრება როგორც სასწავლო პროცესი

  1. natalia, ძალიან საინტერესო პოსტია. ერთი შეკიტხვა მაქვს, მეც მაქვს თედისთვის მოთხოვნა თარგმნაზე გაზაგვნილი და რაღაც ვერ მოვაბი თავი, ვერ მოვახერხე, რა ხომ ვერ მასწავლი როგორ უნდა? დიდად მადლობელი დაგრჩები, მე როგორც მივხდი შეზღუდულადაა ვიდეოები? სულ 5 ვიდეო ვნახე სათარგმნად ხელმისაწვდომი და მგონი რაღაც არასწორად მოვიქეცი ხოო?

    1. გამარჯობა, ნინა. მადლობა კომენტარისათვის🙂 ისე მიხარია, რომ შენც გაგიჩნდა თარგმნის სურვილი.🙂 მოგწერ ყველაფერს FB-ზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s