რწმენა

Learn to fly higher (ისწავლე უფრო მაღლა ფრენა) – გახსოვთ ESM-ის მოწოდება? რაღაცნაირად გულში ჩამწვდომია, არა? ფრენა ვის არ უნდა?

შენც გინდა ფრენა, მაგრამ არ შეგიძლია. დაჭრილი ხარ. მაგრამ, მოულოდნელად ვიღაც გამოჩნდება და გიმკურნალებს. ჰოდა, შენც ნელ–ნელა ფრთებს შლი. ცისკენ მიემართები. უკვე მაღლა ხარ, იმდენად მაღლა, რომ  „გული მღერის, სული ხარობს, ბრუნავს დედამიწა, უღრუბლო ცა, წკრიალა ზღვა, რა გინდა სხვა?“ თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ ვინც გიმკურნალებს, ისვე ჩამოგხსნის თოფით ციდან. შენც, მთელი შენი ოცნებების და სურვილების სიმძიმით ენარცხები, ოღონდ არა მიწაზე, არამედ ოკეანეში. ოკეანე კი უსასრულოა… შენ დაჭრილი ხარ, გარშემო ზვიგენები დაცურავენ  და რაც მთავარია, შენ ხომ ცურვაც არ იცი … თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, რაღაცა გიბიძგებს შიგნიდან, ძალიან გინდა ნაპირზე გასვლა და ხელებს უცოდინრად აქანავებ წყალში. გეშინია, მარილიან წყალს ყლაპავ, მაგრამ მაინც არ იშლი შენსას. ისე გინდა გადარჩენა, ისე გინდა კიდევ ფრენა, უფრო მაღლა გინდა ფრენა … ხშირად ისეც ხდება, რომ ოკეანეში, მოულოდნელად დიდი და ლამაზი გემი გამოჩნდება. იქიდან კი ხელს გიწვდიან…

რატომ გამოჩნდა გემი? რატომ ცდილობ ნაპირზე გასვლას თუკი ცურვა არ იცი? რატომ იბრძვი ბოლომდე? რატომ? რატომ?

იმიტომ, რომ შენში უზარმაზარი რწმენაა და ეს რწმენა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. მუდამ წინ გიბიძგებს.

არსებობს ესეთი Online შოუ This Week In Startups, შემოკლებით Twist, რომელსაც დაახლოებით ერთი წელია ვადევნებ თვალურს. უზომოდ საინტერესო შოუა. მოწვეული სტუმრები, როგორც წესი წარმოადგენენ ტექნოლოგიების სტარტაპების აღმასრულებელ დირექტორებს, რომლებიც ყვებიან თავიანთი პროექტების, თავიანთი გამოცდილების შესახებ; როგორ მართავენ, რა მოტივაციის საშუალებებს მიმართავენ; განიხილავენ ინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენციებს და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ შოუ ძალიან მომწონს, გულწრფელად გეტყვით, წამყვანით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ.

ერთხელ ჯეისონ კალაკანისმა (წამყვანი) მის მიერ შექმნილი პროექტი Mahalo Wikipedia –ს შეადარა და თქვა, რომ ჩვენი პროექტი იმით ჯობია Wikipedia–სო, რომ ჩვენი წევრები სტატიებს  ფულის გულისათვის წერენ, Wikipedia–ს წევრებს კი სწამთ, რომ მათ სამყაროს შეცვლა შეუძლიათო (ირონია ხმაში).  მისი ეს მოსაზრება ძალიან სასაცილო იყო ჩემთვის. Wikipedia–ს წევრები, ხომ, ნამდვილად ცვლიან სამყაროს, რადგან მათ ეს მართლა სწამთ. Mahalo კი მიუხედავად იმისა, რომ მის წევრებს ფულს უხდიან, კვლავაც მესამე–ხარისხოვან რესურსად რჩება და შესაძლოა აქამდე არც კი გსმენიათ მის შესახებ.

არადა წარმოიდგინეთ, Wikipedia ხომ მართლა ცვლის სამყაროს. ამასთან, ეს მთლიანად სამოყვარულო ხასიათის პროექტია. ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერი თემის შესახებ წერა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მას ყველაზე ხშირად ვიყენებთ და უპირატესობას ვანიჭებთ ისეთ პროფესიონალურ ენციკლოპედიებთან მიმართებაშიც კი როგორიცაა, მაგალითად Britannica. რატომ?

იმიტომ რომ მათ ვინც წერს და თარგმნის Wikipedia–ს სტატიებს, ღრმად სწამთ, რომ ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ, რომ ისინი ეხმარებიან საზოგადოებას და ამასთან სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებელი ინფორმაცია,  ხშირად,  შეუცვლელი და შეუფასებელია. წარმოიდგინეთ, მათი სახელებიც კი არსად არ არის  მინიშნებული. მხოლოდ თვითკმაყოფილებას სჯერდებიან, მაგრამ ეს თვითკმაყოფილება იმდენად ძლიერია და სასიამოვნოა, რომ მას ვერაფერი  (და ვერანაირი კუპიურა) ვერ შეედრება.

იცით, იმდენად ღრმად მწამს, რომ რწმენა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი სახის წარმატების მისაღწევად, რომ ჩემი გადარწმუნება უბრალოდ შეუძლებელია.  რატომ? ალბათ, იმიტომ რომ მეც იმათგანი ვარ, ვისაც რწმენა სიძნელეების დამარცხებაში ეხმარება და ვისაც არა ერთხელ გამოუცდია თავზე რწმენის შედეგები.

ძალიან მინდა ყველას ისევე სწამდეს, როგორც ჩვენ გვწამს. ფრენა სრულებით შესაძლებელია …

9 thoughts on “რწმენა

  1. სავსებით გეთანხმები ნატალი, არ შეიძლება ადამიანმა აკეთოს ფულის გულისთვის ის რაც სიამოვნებას არ ანიჭებს.მთავარია ვაკეთოთ ის რაც მოგვწონს თუნდაც სარგებელს არ მოველოდოთ მისგან.😉🙂

  2. ისე რომ იცოდეთ, ფრენა მართლა შესაძლებელია… ანუ გადატანითი “ფრენა” კი არა, არამედ ფაქტობრივი – ადამიანის მართვადი მოძრაობა ცაში😉

    1. დათო, მადლობა კომენტარისათვის. შეგიძლია მომიყვე როგორ ხდება ადამიანის ფაქტობრივი ფრენა?🙂

  3. მართალი ხარ რქმენასთან დაკავშირებით!🙂 Richard Branson-ის მთავარი დევიზი: Screw it Let’s do it! მთავარია გჯეროდეს რო გამოგივა ყველაფერი, და იმოქმედო! :)) და Mahalo მართლა პირველად გავიგე😛

    1. Temo Baratashvili ,

      მადლობა კომენტარისათვის.🙂 მიხარია, შენც ასე რომ ფიქრობ🙂 სხვათაშორის, ზუსტად რიჩარდ ბრენსონის ნახავარ–საათიანი ინტერვიუ ვთარგმნე და მალე დავდებ ბლოგზე🙂

  4. აინშტანს უთქვამს: ჯობს გწამდეს , ვიდრე არ გწამდეს , რადგან რწმენით , ყველაფერი ხდება შესაძლებელიო…
    როცა გწამს, უფრო მარტივად გამოგდის. და თუნდაც ცურვა არ იცოდე, მაინც უშიშრად შეხვალ ზღვაში.
    ფრენაც შესაძლებელია. ფრენაა, აბა რაა, წარმატებით და ბედნიერებით გამოწვეული სიხარული.
    ვიცი, შენც გწამს, რომ სამყაროს შეცვლა შეგიძლია. ამას აკეთებ კიდეც… 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s