ემსახურე და წარმატებაც მოვა

თუკი რიჩარდ სეინტ ჯონს დავუჯერებთ, წარმატების ერთ–ერთი აუცილებელ და განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს SERVE ანუ ადამიანისათვის სამსახურის გაწევა. ვინ არის რიჩარდ სეინტ ჯონი და რატომ უნდა დავუჯეროთ მას? ლოგიკური კითხვაა. ვერაფერს იტყვი.

საქმე იმაშია, რომ აღნიშნული პიროვნება ნამდვილი წარმატების ექსპერტი გახლავთ. მან 7 წელი დაუთმო კვლევას იმის შესახებ თუ რა განაპირობებს წარმატებას, ესაუბრა მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ადამინებს, შეაგროვა და დაახაირსხა ინფორმაცია და საბოლოოდ გამოსცა წიგნი სახელწოდებით, 8 Traits To Be Great , რომელიც უზომოდ საინტერესოა და ამასთან, უზარმაზარი მოტივაციის წყაროა. თვითონ რიჩარდ სეინტ ჯონს რაც შეეხება, ისიც ძალიან წარმატებული ადამიანია და ამასთან, ძალიან კეთილი და ყურადღებიანი. გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით მქონდა მასთან მიმოწერა და ამაში თვითონაც დავრწმუნდი…

მოკლედ, რიჩარდი ამტკიცებს, რომ თუკი ადამიანებს ემსახურები, ზრუნავ მათზე და ეხმარები, წარმატება აუცილებლად, ფაქტობრივად თავისი ფეხით მოდის.

Rover Hostel–შიც თავისი ფეხით მოდიან ტურისტები. ეს პროექტი ნათელი ნიმუშია წარმატების ექსპერტის მტკიცებისა. როდესაც პირველად აღმოვჩნდი ამ პატარა და საოცრად მყუდრო სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში ჯერ რემონტიც კი არ იყო დასრულებული. სულ რამოდენიმე თვის თავზე კი მას უკვე უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს და ეს იმიტომ, რომ ჰოსტელის მფლობელი ჭეშმარიტად ემსახურა თავის მომხმარებელს და შესთავა მას ზუსტად ისეთი ფასი და პირობები, როგორიც მას სჭირდებოდა. გულწრფელად გეტყვით, ძალიან მომწონს ეს პროექტი და ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ. თუმცა, ამჯერად არც მასზე ვაპირებ ყურადღების შეჩერებას.

შეჩერებას რაც შეეხება, ოდესმე თუ დაკვირვებიხართ, რომ თბილისში მოღვაწე კომპანიების უმეტესობა ერთ ადგილზე არ ჩერდება? არა, გეთანხმებით, მოძრაობა და მოძრაობა არის განვითარების ერთადერთი გზა. მაგრამ, ამჯერად ამ მოძრაობაზე არ მაქვს საუბარი. იმის თქმა მინდა, რომ ვერ მოასწრებს კომპანია ერთ ოფისში დაფუძნებას, რომ სულ მალე ახალში გადადის და მერწმუნეთ, რომ ამის მიზეზი, სამწუხაროდ, ყოველთვის გაფართოება ნამდვილად არ არის.

ზემოთ მოტანილი მტკიცებების გათვალისწინებით, ალბათ ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ საოფისე ფართების გამქირავებლები არ ემსახურებიან და არ ეხმარებიან თავიანთ მომხმარებლებს.

განსაკუთრებით არავინ ეხმარება მათ ვინც ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და მწვანეა და ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. ალბათ ამიტომაა, რომ თბილისში არსებული საოფისე ცენტრების უმეტესობა ნახევრად ცარიელია. ლოგიკურია, ძლიერ ორგანიზაციათა უმეტესობას თავიანთი შენობები აქვთ, ხოლო პატარები კი, იძულებულები არიან შეიყუჟონ საცხოვრებელი კორპუსების ტერიტორიაზე. არადა, აქ ხომ უზარმაზარი შესაძლებლობაა. ხოლო ის ბიზნესი, რომელიც სხვა ბიზნეს ეხმარება, ვფიქრობ, უზომოდ წარმატებული უნდა იყოს.

როგორც ჩანს, ეს შესაძლებლობა თვალნათლივ დაინახეს Sunshine Suites – ის დამაარსებლებმა, ჩენი იერუშალმიმ და ჯოსეფ რებიმ და ყველაფერ შესაძლებელს აკეთებენ თავიანთი მომხმარებლების დასახმარებლად. მათი დევიზიც შემდეგნაირად ჟღერს – where start-ups grow up – სადაც იზრდებიან სტარტაპები.

დაგაინტერესათ რას წამოადგენს Sunshine Suites? აუცილებლად გეტყვით. ეს არის საოფისე ცენტრი ნიუ–იორკში, სადაც ფასები 99 აშშ დოლარიდან იწყება. არ მოგესმათ, ნიუ იორკში ნამდვილად შეგიძლიათ იქირაოთ საოფისე ფართი 99 დოლარად. მართალია ეს ვირტუალური ოფისია (Virtual Office), მაგრამ ის რომ გაქვს მისამართი სადაც შეგიძლია გამოაგზავნინო ამანათები, საქმიანი კორესპოდენცია, ყოველ დღე დღეში 1 საათის განმავლობაში გამოიყენო მითინგ–რუმი და სარგებლობმდე ამ ორგაზაციის ბენეფიტებით, მგონი ცუდი არ არის, არა?

თუმცა, ვირტუალური ოფისი ერთადერთი პაკეტი არაა, რომელსაც Sunshine Suites სთავაზობს მომხმარებელს. აქ აბსოლუტურად რეალური ნავსაყუდელის მოძიებაც შეგიძლიათ. მათ შორის:

Coworking – ეს არის ერთობლივი სამუშაო ტერიტორია, რომელზეც უამრავი მარტოხელა მეწარმეა განთავსებული. მათ ემსახურება მდივანი და მთელი სამუშაო დროის განმავლობაში სარგებლობენ ასლ–გადამღები აპარატით, სკანერით, ფაქსით და ყველა სხვა აუცილებელი სერვისით. ღირებულება კი თვეში 275 აშშ დოლარი შეადგენს. მგონი არ უნდა იყოს ძვირი ნიუ იორკისათვის არა?

Dedicated Workspaces –ეს არის მიზნობრივი ოფისები, რომელიც Sunshine Suites–ს 3 სხვდასხვა ვარიაციაში აქვს:

Think Tank – ის შემთხვევაში, დაგაჯგუფებენ 4 მარტოხელა მეწარმესთან, რომლებიც თქვენს ან მსგავს ინდუსტრიაში მოღვაწეობენ. ასევე იდეალურია 4–5 კაციანი კომპანიისთვისო, ასე წერია საიტზე. ღირებულება 375 აშშ დოლარიდან იწყება.

Partner Solution – ორ–კაციანი გუნდისათვის. ღირებულება – 425 აშშ დოლარიდან.

Private Desk – ეს არის ვარიანტი იმ შემთხვევისათვის, თუკი კომპანიის გუნდი 5 –6 კაცს აღემატება და აბსოლუტურად გამოყოფილი სამუშაო სივრცე გესაჭიროებათ. ღირებულება ამ შემთხვევაში 525 აშშ დოლარიდან იწყება.

ცხადია, ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი პაკეტის მომხმარებელი სარგებლობს იმ სერვისებით, რომლებითაც ერთობლივ ტერიტორიაზე მომუშავენი და მათ დამატებით 10 საათის განმავლობაში შეუძლიათ გამოიყენენონ საკონფერენციო დარბაზი.

გარდა ამისა, კომპანია თვითონ უზრუნველგყოფთ ავეჯით, მოწყობილობებით, უსაფრთხოებით და ყველა საჭირო სერვისით. არც ოფის–მენეჯერის დაქირავება დაგჭირდებათ. დამეთანხმეთ, რომ ძალიან მოსახერხებელია და ამასთან იმ ფასეულობისათვის, რომელსაც კომპანია ქმნის თავისი მომხმარებლებისათვის ღირებულება ნამდვილად არ არის მაღალი.

Sunshine Suites ჭეშმარიტად ზრუნავს და ემსახურება თავის მომხმარებელს და ამიტომაცაა ასეთი წარმატებული. ისინი სულ უფრო და უფრო მეტ ასეთ საოფისე ცენტრებს ხსნიან.

ვისურვებდი, რომ ჩვენთანაც არსებობდეს ამის მსგავსი პროექტი და ჩვენთანაც ზრუნავდნენ ასე. ზრუნვა და დახმარება ხომ, ბოლოს და ბოლოს, საუკეთესო მარკეტინგული სტრატეგიაა!

5 thoughts on “ემსახურე და წარმატებაც მოვა

  1. kargi statiaa. jgufebi 5 an 6 ki ara, 5 kacisgan unda iyos imitom rom jgufebs yoveltvis kenti ricxvisgan adgenen, rom ar iyos azris sxvadasxvaoba. rogorc iqna muza movida😀

  2. ჩვენთან ეგეთი სერვისი მგონი კარგა ხანი ვერ იარსებებს🙂 ან ვიღაც აფერისტები გამოიყენებენ😀

    აგერ ტრამპი რომ აპირებს ცათამბჯენის აშენებას – მაივიდეოზე იდო ვიდეო მაგ თემაზე და კომენტარებში უმთავრესად სჭარბობდა ესეთი ფრაზები: ამას თავისთვის აკეთებენ, ფულს ჩაიდებენ ჯიბეში, ქართველებს ამუშავებენ ოფიციანტებად და დამლაგებლებლად, ხალხი ისევ მშიერი დარჩება😀

    აბა ეგეთებს მიდი და ელაპარაკე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s