როდესაც მუზები გეთამაშებიან …

ცხოვრებაში, ალბათ, ყველას ჰქონია მომენტი ან მომენტები, როდესაც გგონია, რომ არაფერი გამომგდის. ფიქრობ, ამას გავაკეთებ, ამას, ან ამას, არა ამას … და საბოლოოდ, მაინც არაფერი გამოგდის. არადა ძალიან გინდა რამე რიგიანი გააკეთო, შექმნა, დაწერო …

წერას რაც შეეხება, ისე მინდა ახლა რამე საინტერესო ან/და ჭკვიანური დავწერო მაგრამ, არა! მუზები აშკარად მეთამაშებიან. თითქოს უცებ რაღაც ჩამიწუილებს გონებაში და მგონია, ახლა დავიჭერ, მაგრამ რად გინდა? ისე სწრაფად ჩაიფრენს, რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ. ჰოდა მრჩება ასე დაწყებული და დაუსრულებელი სიტყვები, აბზაცები; ელოდებიან როდის მოვა მათი დრო და როდის შეძლებენ ჩემს ბლოგზე მკითხველთათვის ამაყად ( красоваться. )თავის მოწონებას.

მე კიდევ რაღაც მღრღნის შიგნიდან; უკვე საკუთარ ძალებშიც მეპარება ეჭვი და ჩემს თავს ვეუბნები: „მიდი რა, ნატ, დაწერე რამე ჭკვიანური’’, მაგრამ არა, არა და არა … მუზები დამცინიან.

იცით, ღრმად მწამს, რომ ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისაკენ ხდება და სწორედ ეს რწმენა მეხმარება ცხოვრებაში ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. რთული მომენტები კი ჩემთვის ხშირად დგება, რადგან ნამდვილი მაქსიმალისტი ვარ და საკუთარ თავს ძალიან ბევრს ვთხოვ. ამიტომ, თუკი რამე ისე არ გამომდის როგორც ჩაფიქრებული მქონდა, საშინელი უკმარისობის გრძნობა მეუფლება და ასე ვთქვათ, „თვითგვემასაც“ კი ვიწყებ.

თუმცა ეს ყველაფერი ადრე იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაფერი უკეთესობისაკენ ხდება და შესაბამისად, ვცდილობ ამ ყველაფრისაგან მაქმიმალური სარგებელი გამოვიტანო.

აი ახლაც, მართალია მუზები კვლავ დამცინიან, მაგრამ „იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“, ხომ გაგიგიათ? ამიტომ არ დავიბენი და გადავწყვიტე მომეტყუებინა ისინი. მიუხედავად მათი „მოღალატეობისა“ დავწერე პოსტი, რომელიც შეიძლება არც საინტერესოა და არც ჭკვიანური, მაგრამ კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ყოველი გამოუვალი სიტუაციიდან სულ მცირე ორი გამოსავალი არსებობს.“ ჩემი გამოსავალი კი მუზების „არაკეთილსინდისიერი“ საქციელის სააშკარაოზე გამოტანა იყო. აი ასე! ვინ ვის?!

მაინტერესებს, თქვენ თუ გაწუხებთ ხოლმე შეგრძნება, რომ არაფერი გამოგდით და როგორ ებრძვით მას?

9 thoughts on “როდესაც მუზები გეთამაშებიან …

  1. красоваться-ზუსტი თარგმანით ნატა თავის მოწონებას ნიშნავს.
    …”როდის შეძლებენ ჩემს ბლოგზე ამაყად მკითხველისათვის თავის მოწონებას.”
    მე მგონი ურიგო ფრაზა არ იქნებოდა.ეს ისე მეგობრული დახმარება.🙂
    მუზებს ჩვევიათ ასეთი საქციელი .აცალე ცოტა იცელქონ.მოენატრები და ისევ გეწვევიან უფრო ხალისიანები და ენერგიულები,როგორიც შენ ხარ.🙂

    1. ნინო, ძალიან დიდი მადლობა კომენტარისათვის🙂
      მართალია, როგორ ვერ მოვიფიქრე. ახლავე ჩავასწორებ🙂 დიდი მადლობა დახმარებისათვის😉

  2. ნატა, შენ უზომოდ ნიჭიერი ადამიანი ხარ და გაქვს უნარი გადმოგვცე სანტერესოდ ყოველივე ის რაზეც შენ ფიქრობ! შენი ყოველი ახალი სტატია ძალიან სასიამოვნო წასაკითხია.
    მიდოდა გაცილებით ადრე მომეცერა შენთვის. 🙂
    რაც შეეხება მუზებს მაგაზე ნუ სწუხარ, როცა არ ელოდები ისინი მაშინ მოვლენ!
    კეთილი სურვილებით რუსო.

    1. რუსო ,
      უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისათვის🙂 უზარმაზარი სტიმულია🙂
      ჰო, რაღაც მღალატობენ ეს მუზები ბოლო დროს🙂

  3. ნატალი, მაპატიეთ რომ გვიან და ამავდროულად პატარა კომენტარს ვწერ. იმედია გაიგებთ რომ დროის უქონლობის გამო.🙂 იმაზე მეტს ვეღარ ვილაპარაკებ ვიდრე წინა ჩემს დატოვებულ კომენტარებში, მაგრამ გეტყვით რომ ესეც ძალიან სახალისო სტატია იყო😀

    დოდო

  4. xo, zogjer muzebi ki arada tavshi rame iyos magaze vnerviulob.😀 tumca dros tviton moaqvs sachiro ganwyoba swori saqcielistvis zogadad, ase rom, male sheileba kidev movides weris mugami😀

  5. მეც ზუსტად მასე ვარ😦 მუზამ დამივიწყა და უკვე რამდენი ხანია ველოდები მის დაბრუნებას. საშინელი გრძნობაა როცა გინდა დაწერო და ვერ წერ, არადა ამისთვის დროც გაქვს რომელიც ხანდახან სანატრელიც გიხდება ხოლმე. შენი არვიცი და მე კი ცოტა რთული პერიოდი დამიდგა მგონი და ერტფეროვნების გამო ვერ ვწერ, რაღაც მინდა რაც მიბიძგებს და მერე დამაწერინებს : ) წარმატებებს გისურვებ. ისე შენი პოსტები ყოველთვის ძალიან მომწონს ხოლმე, საინტერესო ადამიანი ჩანხარ🙂

    1. მარიტა, დიდი მადლობა კომენტარისათვის და კეთილი სიტყვებისათვის🙂 არა მე საბედნიეროდ ახლა ერთფეროვნებას ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ ჯერ–ჯერობით პაზლივით მაქვს გაბნეული თავში აზრები და როცა შევძლებ ამ პაზლის აწყობას, მერე პოსტსაც დავწერ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s