საგარეო ვაჭრობაზე …

რა არის ბიზნესი? ბიზნესი ინგლისური სიტყვაა და ქართულად საქმეს ნიშნავს. თუმცა,დღესდღეობით. თავისი პირდაპირი მნიშვნელობით მას, თითქმის, ვერავინ აღიქვამს. იგი ყველასათვის მოგების მიღების მიზნით წარმართული საქმიანობაა. სწორედ ასეთი გახლავთ მისი კლასიკური განმარტება.

რაც შეეხება ვაჭრობას, დღეს ძალიან ცოტა თუ აცნობიერებს, რომ ბიზნესი და ვაჭრობა, ფაქრტობრივად, ერთი და იგივე ეკონომიკური შინაარსის მატარებელია და მათ აბსოლუტურად განყენებულ ცნებებად აღიქვამს. არადა ვაჭრობა, ჩემი აზრით, დღევანდელი ბიზნესის წინაპარია. არა მგონია ადრეულ საუკუნეებში ვინმეს სცოდნოდა „ბიზნესის“ არსებობის შესახებ. აი ვაჭრობა კი, პრაქტიკულად ოდითგანვე არსებობდა. ადამიანი ყოველთვის ყიდდა რაღაცას, მაგრამ საზღაურს ნამდვილად არ წარმოადგენდა ყოველთვის ფულად ექვივალენტი.

საინტერესოა, რით განსხვავდება უბრალო ვაჭრობა საგარეო ვაჭრობისაგან? საქმე იმაშია, რომ თუკი ვაჭრობა ქვეყნის შიგნით განხორციელებული კომერციული ოპერაციაა, საგარეო ვაჭრობა ქვეყნის საზღვრებს სცდება და ხშირად, მთელ მსოფლიოსაც მოიცავს. ყველა ბიზნესმენს ეგრეთწოდებულ „მოვაჭრეს’’, რომელიც წარმატებით ახორციელებს თავის კომერციულ საქმიანობას ქვეყნის შიგნით, ერთხელაც უჩნდება სურვილი თავისი პროდუქციის მეშვეობით მთელი მსოფლიოს დაპყრობისა. რამ შეიძლება განაპირობოს უცხოური ბაზრის ათვისების სურვილი? ამის მიზეზი, ძირითადად, ორი ყველაზე გავრცელებული ფაქტორია. ეს გახლავთ ადგილობრივი ბაზრების გაჯერება და უცხოოურ ბაზრებზე მეტი მოგების მიღების პერსპექტივა.

მოვიყვანოთ, მაკდონალდსის მაგალითი, რომელიც აშშ–ში ერთი ჰამბურგერების გამყიდველი გახლდათ. ერთ დღესაც მას ბედმა გაუღიმა, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, და დღეს McDonald’s Corporation ერთ–ერთ უმსხვილეს და უპოპულარულეს კომპანიას წარმოადგენს სწრაფი კვების სფეროში, რომელიც ლიცენზიის განსაკუთრებული სახის, ფრენჩაიზინგის მეშვეობით მთელს მსოფლიოში ყიდის უფლებას საკუთარი წარმოების ტექნოლოგიების, ბრენდის, სავაჭრო ნიშნის და სხვა არამატერიალური აქტივების გამოყენებაზე.

ვაჭრობა, ჩემი აზრით, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ეკონომიკური განვითარებისა. თუკი მწარმოებელს არ ექნება იმედი, რომ მისი პროდუქცია გაიყიდება, მას არც მისი წარმოების სტიმული გაუჩნდება. თუმცაღა, ამის საშიშროება მსოფლიოში დღესდღეობით არ არსებობს. ადამიანთა მოთხოვნილებები სულ უფრო იზრდება. მთელი მსოფლიოს მეწარმეები ცდილობენ მათ უკეთ დაკმაყოფილებას, რამეთუ უზარმაზარ კონკურენციას აქვს ადგილი და იმარჯვებს ის, რომელიც ზუსტად შეარჩევს თავის სეგმენტს და ამ სეგმენტს მიზნობრივ მომხმარებელს სწორედ მისთვის სასურველი ხარისხისა და ფასის პროდუქციას შესთავაზებს. წავიდა ის დრო, როდესაც გამყიდველის ბაზარს ჰქონდა ადგილი და მყიდველი სხვა არჩევანის არარსებობის გამო იძულებული იყო მხოლოდ მოცემული საქონელი შეეძინა.

დღეს,  ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ, სადაც იმარჯვებს მხოლოდ ის, რომელიც ყველაზე უკეთ და სწრაფად შეძლებს მოცემული სიტუაციისადმი ადაპტაციას.

ტრადიციული კითხვებს, რომლებიც დგება ყოველი ბიზნესმენის წინაშე მისი საქმიანობის განთიადზე წარმოადგენენ:

– რა ვაწარმოოთ?

–ვისთვის ვაწარმოოთ?

–როგორ ვაწარმოოთ?

ანალოგიური კითხვები იბადება საგარეო ბაზარზე გასვლის წინაც. შეუძლებელია გაიტანო უცხოურ ბაზარზე ესა თუ ის კონკრეტული პროდუქცია მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივზე ის ძალიან პოპულარულია და წარმატებით იყიდება. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ იგი სხვა ქვეყანაში მსგავსი წარმატებით ისარგებლებს. აუცილებლად არის გასათვალისწინებელი პოტენციური მიზნობრივი მომხმარებლის კულტურული, ზნეობრივი, მორალური და სხვა თავისებურებანი. საჭიროა, წინასწარ იქნეს შესწავლილი მიზნობრივი სეგმენტი და მისი მიმზიდველობა. თუმცაღა, გვაქვს ისეთი პროდუქციის მაგალითები, როგორიცაა Coca-Cola , რომლის მასობრივ მარკეტინგულ პროგრამაში მისმა მწარმოებლებმა უზარმზარი ფული ჩადეს და დღესდღეობით იგი განსაკუთრებულ და ყველა სხვა გამაგრილებელ სასმელთაგან განყენებულ სასმელად მოიაზრება და მთელს მსოფლიოში, თითქმის, ერთნაირი პოპულარობითა და წარმატებით სარგებლობს.

ყველამ ვიცით, რომ საერთაშორისო ბიზნესის და უშუალოდ საგარეო ვაჭრობის ძირითად ფორმებს ექსპორტი და იმპორტი წარმოადგენს. მეტი სიზუსტისათვის, ექსპორტი – ეს არის იმ პროდუქციის გაყიდვა, რომელიც წარმოებულია საკუთარ ქვეყანაში, მისი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შემდგომი გამოყენების ან/და გადაყიდვის მიზნით. ხოლო იმპორტი კი – წარმოადგენს იმ პროდუქციის შესყიდვას, რომელიც წარმოებულია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, საკუთარ ქვეყანაში მისი შემდგომი გამოყენების ან/და გადაყიდვის მიზნით.

ეს ტერმინები ყველას თანამედროვეობასთან ასოცირებულად წარმოგვიდგება. თუმცაღა, ექსპორტი და იმპორტი უძველეს ეპოქებშიც არსებობდა. თუ ეს სიცრუეა, მაშინ რა შეიძლება ვუწოდოთ თუნდაც დასავლეთ–აფრიკული ქალაქის, კართაგენის მაგალითს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში არსებობდა? კართაგენი საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად იქცა. ევროპელ მოვაჭრეებს ამ ქალაქში ძვირფასი ლითონები და მინა ჩამოჰქონდათ, რათა ის კართაგენელი ვაჭრების მიერ შეთავაზებულ მარცვლეულზე, სპილოს ძვალსა და ძვირფას ქსოვილებზე გადაეცვალათ.

ჩვენს ეპოქაში ექსპორტი და იმპორტი ძალზედ განვითარდა. მრავალი ქვეყანა აწარმოებს არა მარტო ისეთი მატერიალური პროდუქციით ვაჭრობას, როგორიცაა, ვთქვათ, ტანსაცმელი ან კომპიუტერები, არამედ არამატერიალურ, როგორც ბრიტანელები უწოდებენ „უხილავი“ პროდუქციის ექსპორტ–იმპორტსაც. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, საბანკო, სატრანსპორტო ან თუნდაც საბუღალტრო მომსახურება.

და მაინც რას წარმოადგენს თავისი არსით საგარეო ვაჭრობა? ჩემი ღრმა რწმენით, საგარეო ვაჭრობა ეს არის კომერციულ საქმიანობათა ერთობლიობა, რომელიც ცდება ერთი რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საზღვრებს და ხშირად მთელ მსოფლიოსაც მოიცავს და რომლის საბოლოო მიზანს მსგავსად ბიზნესისა, მოგების მიღება წარმოადგენს.

P.S. ძალიან მკაცრად ნუ განსჯით ამ სტატიას. ის ჯერ კიდევ მესამე კურსზე სწავლისას დავწერე.

8 thoughts on “საგარეო ვაჭრობაზე …

  1. ნატალი, კვლავ ვერ ვიკავებ თავს და ვტოვებ კომენტარს თქვენს სტატიაზე.
    თქვენ აღნიშნეთ რომ ეს სტატია ჯერ კიდევ მესამე კურსზე დაწერეთ და გვთხოვეთ ჩვენ მკითხველებს რომ ძალიან მკაცრად არ განგვესაჯა, თუმცაღა მკაცრად განსასჯელი კი არა – არამედ პირიქით – ამტკიცებთ თქვენს დიდ ნიჭიერებასა და დიდ პოტენციალს.
    მე როგორც ჩემი ქვეყნის დადებითი და უარყოფითი მხარეების მცოდნე ადამიანი, ვცხოვრობ პატრიოტული მენტალიტეტით და ვოცნებობ, რომ ოდესმე ზუსტად თქვენ დაწეროთ სტატია არა ამერიკულ ბრენდებზე არამედ ქართულ ბრენდებზე (მაგალითად ბორჯომი და ა.შ.)🙂
    საგარეო ვაჭრობაზეა დამყარებული მთელი მსოფლიოს ეკონომიკა, რომლის მთავარი მარეგულირებელი აშშ გახლავთ და ეს თემა ვფიქრობ კიდევ 50 წელი მაინც დარჩება.

    ძალიან საინტერესოდ წერთ მინდა კვლავ აღვნიშნო.
    არ დავიშურებ თბილ სიტყვებს თქვენს მიმართ, რადგან დიდ სიმპატიას ვგრძნობ თქვენი სტატიების მიმართ. ჩემი თხოვნაა კვლავ განაგრძოთ ესეთი თემების განხილვა.🙂

    არ გამიკვირდება, რომ მალე რომელიმე პრესტიჟული წიგნის ავტორი გახდეთ, რომელიც დიდ პოპულარობას შეიძენს.

    ნატალი, უნიჭიერესი ბრძანდებით და მიხარია რომ ჩვენთან არსებობს ესეთი პერსპექტიული ახალგაზრდა.

    დოდო შანიძე

    P.S. კიდევ შემოვალ და აუცილებლად დავტოვებ კომენტარს მომდევნო სტატიაზე როგორც კი დროს მოვძებნი.

    1. dodo, uRrmesi madloba aseti tbili sityvebisatvis. Tumca, vfiqrob, rom ar vimsaxureb maT.

      zalian mixaria, rom chemi statiebi interess iwvevs tqvenshi. maqsimalurad shevecdebi, rom yovel jerze saintereso posti davwero.

  2. Nato, kargi statiaa da rac kidev ufro gamoarchevs sxva winamorbedi statiebisgan, aris is rom metadaa informaciulad datvirtuli (rac dzalian momwons). kargi temaa da albat kidev bevjer momiwevs am temis shesaxeb mosmena🙂

  3. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სფერო არ არის, ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ შენს სტატიებს.
    მოუთმენლად ველი მომდევნო პოსტს.
    xox ♥

  4. შემთხვევით გდავაწყდი ამ სტატიას და მინდა ავღნიშნო რომ ძალიან მომეწონა, აუცილებლად წავიკითხავ სხვა სტატიებსაც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s