არის კონტაქტი?

რამოდენიმე დღის წინ ერთ–ერთ ბანკში ჩემს რიგს ველოდებოდი. ჩემთან ერთად, რიგში ბებია და შვილიშვილი იყვნენ. როგორც ჩანს, სტუდენტური სესხის აღებას აპირებდნენ, ამასთან, პირველად და გარკვეული კითხვა დამისვეს პირობებთან დაკავშირებით. ისე მოხდა, რომ საუბარი ერთი პატარა კითხვიდან დავიწყეთ და ცოტა ხანში უკვე ამ კონკრეტული ბანკის ყველა პროდუქტის პირობები გავაცანი. თანაც, ამას ისეთი ენთუზიაზმით ვაკეთებდი, მგონი, ვერც ერთი ბანკის დაქირავებული თანამშრომელი ვერ მაჯობებდა.

თავიდან, ჩემს ქცევას ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ იქიდან წამოსვლისას დავფიქრდი: რისთვის მინდოდა ეს ყველაფერი ან რატომ ვიცოდი ამ ბანკის ისეთი პროდუქტებიც კი, რომლებთანაც საერთოდ არ მაქვს შეხება?

ენას ძვალი არ აქვს? კი გეთანხმებით, ენას ძვალი ნამდვილად არ აქვს, მაგრამ აქ სულ სხვა რამეშია საქმე. უბრალოდ, როდესაც დახმარება მჭირდებოდა, მხოლოდ ეს ბანკი დამიდგა მხარში, მხოლოდ ეს ბანკი მენდო ( და არ ინანა); იმიტომ რომ მისი თანმშრომლები ყოველთვის მიღიმიან და გულისხმიერებით მეკიდებიან; იმიტომ რომ ბანკს კარგი სატელეფონო მომსახურება აქვს; იმიტომ რომ  ბანკი ყველანაირ კომფორტს მიქმნის და ონლაინ კონსულტაციას მთავაზობს; იმიტომ რომ მისი პროდუქტები საინტერესოა და ფორუმებში განხილვების საგანი ხდება…. ერთი სიტყვით, სიის გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება. მიხვდებოდით ალბათ, ადგილი აქვს Word Of Mouth–ს, ეგრეთწოდებულ სიტყვიერ მარკეტინგს. სწორედ სიტყვიერ მარკეტინგი იგულისხმება, როდესაც ამბობენ  „კმაყოფილი მომხმარებელი საუკეთესო რეკლამა არისო“. მეც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ფრაზის ნათელი მაგალითი გავხდი. თუმცა, მე  ნებისმიერი  კომპანიისათვის საოცნებო მომხმარებელს წარმოავადგენ (დიახ, ტრაბახია, მაგრამ სიმართლეა! ),  რადგან დიდი ენთუზიასტი ვარ და თუ რამე მომწონს შემიძლია ეს წამში მთელს ქვეყანას გავაგებინო.

ჩვეულებრივ კი, მომხმარებელს უფრო მეტი სჭირდება. იმისათვის, რომ კომპანია წარმატებული იყოს, იგი მისი მომხმარებლის საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე უნდა  გახდეს. ადამიანებს  სჭირდებათ იცოდნენ, რომ მათზე ზრუნავენ, მათ გასაჭირს იზიარებენ, მათი აზრი ღირებულია, უყვართ ისინი.

კი მაგრამ როგორ უნდა მოვახერხო ეს? – შეიძლება დაებადოს ვინმეს კითხვა. გაახილეთ თვლები, მეგობრებო! სოციალური მედია ხომ აქვეა! ამასთან, მთელი  თქვენი მიზნობრივი აუდიტორიაც მასში ცხოვრობს!

ინტერნეტი და სოციალური მედია, ხომ, ნამდვილი სამოთხეა ნებისმიერი კომპანიისათვის! წარმოიდგინეთ, თუკი ტრადიციული მედია საშუალებებით თქვენ მხოლოდ ცალმხრივად აგზავნიდით თქვენს გზავნილს მომხმარებლებამდე, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეგიძლიათ ორმხრივი კონტაქტი დაამყაროთ მათთან. გაიგოთ მათი მოსაზრებები თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ, გაიგოთ რა უნდათ მათ, ერთი სიტყვით მუდმივ კონტაქტში იყოთ მათთან. კონტაქტი ყველგან და ყოველთვის კი, წარმატების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია.

მაშ ასე, როგორ უნდა ვიყოთ მუდმივ კონტაქტში მომხმარებლებთან:

1.Facebook – ამ სიტყვის წაკითხვაზე, შეიძლება გაიფიქროთ, ეს ხომ ყველამ იცისო! სიმართლე გითხრათ, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კომპანიების ერთ ნაწილს არათუ Facebook–ის, არამედ ჩვეულებრივი ვებ–გვერდიც კი არ აქვს, ხოლო მეორე ნაწილმა კი ვალის მოხდის მიზნით შექმნა ის, დასკვნა გამომაქვს რომ მასზე ლაპარაკი კიდევ არის საჭირო

თუკი  Facebook–ის გვერდი შექმენით, მასზე ერთი–ორი სურათი და ვიდეო ატვირთეთ და პეიოდულად გვსპამავთ, არ ნიშნავს იმას რომ ამით სრულდება  Facebook–ი და ნუ გიკვირთ მერე, რომ მას არანაირი შედეგი არ მოაქვს!

„Facebook–ი ერთადერთი უფასო სარეკლამო საშუალებაა“ – რაღაც ამდაგვარი ამოვიკითხე,  გარკვეული პერიოდის წინ, ერთ–ერთ ონლაინ გამოცემაში. მინდა აქვე დავარღვიო მითი:

Facebook–ი სარეკლამო საშუალება არ არის და არც სპამია!

ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ ამ მიმართულებით ფიქრი, რადგან სანამ ასეთი დამოკიდებულება გექნებათ მის მიმართ, იგი შედეგს არასოდეს მოგიტანთ. Facebook–ი, ხომ, იმისთვისაა რომ თქვენს მომხმარებლებზე იზრუნოთ, გაიგოთ მათი აზრი. მაგალითისათვის, შემიძლია მოვიყვანო პიარ–სკოლა. როგორ ფიქრობთ ის Facebook–ს სარეკლამო საშუალების სახით იყენებს? არა, ეს  ასე არის. პირადად მე, ჯერ არ მინახავს მათ გვერდზე  რაიმე ზედმეტად ხმამაღალი განცხადება. პირიქით, ის ჭეშმარიტად ზრუნავს თავის მომხმარებელზე. ყოველდღიურად ამარაგებს მას საინტერესო სტატიებით, თამაშებით, ზოგადად ღირებული ინფორმაციით.  მას უყვარს თავისი მომხმარებელი. შედეგად, მომხმარებელიც სიყვარულითვე პასუხობს მას, რადგან ის მისთვის ფასეულობას ქმნის და თუკი პიარის შესწავლას დააპირებს, ის სხვა კურსებისაკენ არც კი გაიხედავს.

განა ის ფაქტი, რომ მე დღეს მაინცდამაინც მათი მაგალითი მოვიყვანე, არ ამტკიცებს ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილ მოსაზრებას?  გთხოვთ, დაფიქრდით ამაზე.

2. Twitter – ეს პლატფორმა ქართველებისათვის შედარებით ახალი ხილია. თუმცა, მე ის ყველაზე მეტად მიყვარს. ეს არის მთელი ოკეანე, ოღონდ  მასში არათუ წყალი, არამედ თქვენი მომხმარებლების ემოციები, სურვილები, ოცნებები, პრობლემები და მოკლედ ყველაფერი ისაა, რაც დაგეხმარებეთ ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული პროდუქტი თუ მომსახურება შექმნათ. მთავარია, თევზაობა ისწავლოთ.

3. ბლოგი –    ბლოგი ისევე გჭირდებათ, როგორც წყალი. დამთავრდა ის დრო, როდესაც კომპანია მომხმარებლის თვალში რაღაც იდუმალი, ზემდგომი და ლამის მისტიური დაწესებულება იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნე,  მომხმარებლებთან მეგობრობა უნდა ისწავლოთ და მათი მესაიდუმლეები უნდა გახდეთ. ბლოგი კი ამისათვის იდეალურ შესაძლებლობას გჩუქნით. მისი მეშვეობით შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვნს მომხმარებლებს თქვენი გეგმები, წარმატებები, წარუმატებლობები; მოუყვეთ თქვენი პროდუქციის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ; უბრალოდ გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები თუ ემოციები. მომხმარებელს ყოველთვის აინტერესებს რა ხდება ორგანიზაციის შიგნით.

4. Flickr და Daiylybooth – ეს სოციალური ქსელები ემოციის ვიზუალური გადაცემისთვისაა გათვლილი. მათი მეშვეობით შეგიძლიათ გაუზიაროთ როგორც საკუთარი თავის და პროდუქციის, ისე ყველაფერ იმის სურათები, რაც მიგაჩნიათ, რომ საინტერესო იქნება მომხმარებლისათვის. თუკი პირველის მეშვეობით ყველანაირი სურათის ატვირთვა შეგიძლიათ, მეორე მხოლოდ სნეპშოტებისთვისაა განკუთვნილი. უფრო გასაგები რომ იყოს, იქ მხოლოდ ვიდეოთვალით გადაღებული სურათის ატვირთვა შეიძლება.

5. ფორუმები – წარმოდგენაც კი მიჭირს, რამდენი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად ფორუმებს. ფაქტობრივად, მთელი თქვენი აუდიტორია იქაა. ამიტომ, ფორუმების აქტიური გამოყენება აუცილებლად უნდა იჯდეს თქვენს სამუშაო დღის განრიგში.

ჯერ–ჯერობით, სულ ეს იყო. თუმცა გარწმუნებთ, ამით სია არ იწურება. ამ თემას, ალბათ, კიდევ არა ერთხელ დავუბრუნდები, თუმცა მანამდე გთხოვთ გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც სოციალური მედია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გჩუქნით. ამასთან, მინდა დავამატო რომ არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ჭკუას ვასწავლი. არა! ეს ასე არ არის! უბრალოდ, როდესაც  კონკურენცია ასეთი მაღალია, სახსრები კი ასეთი შეზღუდული, ხოლო სოციალური მედია ხელს გიწოდებს, განა შეიძლება არ ჩაეჭიდო მას?

ზემოთ აღვნიშნე, რომ კონტაქტი წარმატების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. ხოდა, ახლა გეკითხებით:

არის კონტაქტი?

9 thoughts on “არის კონტაქტი?

  1. ნატალი, ძალიან მიხარია რომ თქვენნაირი ახალგაზრდები ჯერ კიდევ ყავს საქართველოს!
    თქვენს სტატიებს პერიოდულად ვკითხულობ და მინდა მოგახსენოთ, რომ არათუ მოხიბლული ვარ, არამედ ვიყენებ კიდევაც ცხოვრებაში. ამასთან – იმდენად ვარ აღფრთოვანებული,რომ ჩემს შვილებს ვაიძულებ ხშირად შემოვიდნენ ამ ბლოგზე და წაიკითხონ. მსურს ისინი თქვენსავით საღად მოაზროვნე ახალგაზრდები დადგნენ.🙂
    ნატალი, თქვენ ძალიან მრავლის მეტყველი ადამიანი ჩანხართ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წარმატებას მიაღწევთ ცხოვრებაში. ამბავი თქვენი წარმატებისა ძალიან გამახარებს ყოველთვის.
    რაც შეეხება სტატიას, მიხარია რომ თანამედროვე საქმის კეთების აუცილებლობებს გვიმხელთ. ალბათ რომ დაფიქრდეს (განსაკუთრებით ახალდამწყები ბიზნესმენი) მეტს მიაღწევს ვიდრე გაკოტრებას (რაც სამწუხაროდ ჩვენთან ხშირია).
    აუცილებლად შემოვალ თქვენი ახალი სტატიის გამოქვეყნებისას.

    გისურვებთ წარმატებას.

    პატივისცემით,

    დოდო შანიძე

  2. გამარჯობა, დოდო. პირველ რიგში, უღრმესი მადლობა, რო კითხულობთ. 🙂 ყოველი მკითხველი უზარმზარი სტიმულია ჩემთვის:)

    და ასევე, ძალიან დიდი მადლობა თქვენი კომენტარისათვის. ყოველი ახალი კომენტარის დანახვაზე გული სიხარულით მევსება. ამასთან, თუკი მასში ისეთი თბილი სიტყვებია, როგორც თქვენსაში, ძნელია გამოხატო ჩემი მდგომარეობა:)

    ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ🙂

  3. Nato, momwons es statia. aqamde rac wavikitxe da sxva video blogebs vuyure, swored is aris chamoyalibebuli zusti da lamazi tanmimdevrobit. jer amaze arc erti blogeri ar wers saqartveloshi da kaia ro ipove sheni stili tu ra temaze unda wero .🙂

  4. კარგია🙂

    მე მგონი მთავარია, რომ კომპანიაში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე. ის პერიოდულად უნდა ამჟღავნებდეს თავის დაინტერესებას კლიენტების ყურადღებისადმი. უნდა ემსახურებოდეს მათ მოკლედ🙂 ყველანაირი საშუალებებით. თუ საუკეთესო მომსახურების გაწევის სურვილი კომპანიისათვის პირველ პლანზე დგას (ანუ თანმიმდევრობა არის ესეთი – საუკეთესო მომსახურება -> ფული, და არა პირიქით), მაშინ ის მუდამ წარმატებული და ბედნიერი იქნება.

    1. დათო, გმადლობ კომენტარისათვის.🙂 რასაც შენ ამბობ ყველაფერი აბსოლუტურად სწორია. თუმცა, მხოლოდ ერთ სიტყვაში ვერ დაგეთნხმები – “პერიოდულად”. კომპანია პერიოდულად კი არა, მუდმივად უნდა ამჟღავნებდეს ყურადღებას მომხმარებლის მიმართ.

  5. ნატალი კარგი სტატიაა. ასე გააგრძელე, დიდი იმედი მაქვს რომ ხშირად დაგვასაჩუქრებ უამრავი საინტერსო პოსტით🙂 :*

    1. დიდი მადლობა, მზეკო🙂 გმადლობ, მხარდაჭერისათვის🙂

  6. natali, dzalian saintereso statiaa, yoveltvis didi siamovnebit vkitxulob shens statiebs da minda agvnishno, es ert-erti gamorcheuli statiaa shens nashromebs shoris. ai exla sashualeba momeca davumtkico dedas, rom interneti marto gartobis sashualeba ar aris🙂 es ra tqma unda xumrobit. momwons sheni stili, gemovnebiani iumorit gajerebuli saintereso da saxaliso statiebi🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s