იდეა და ბებოები

ლოგოს ავტორი: გიორგი ჩიტაძე

ძალიან მიყვარს ადამიანების დახმარება. ჩემი მომდევნო იდეაც,რომელიც უნივერსიტეტში სწავლისას ერთ-ერთი კონკურსისათვის მოვიფიქრე, რეალურად უფრო მეტად დახმარებისათვის იყო გამიზნული, ვიდრე მოგების მისაღებად. შესაძლოა სწორედ ამიტომ დამიწუნეს იგი.  უფრო სწორედ, ბოლომდე არ მომიწონეს. ასე შემიძლია ვუწოდო ამას.

ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა მინდა თქვენც გაგიზიაროთ იგი. იქნებ, ვინმეს მოეწონოს და განავითაროს კიდეც ის.

მოკლედ, ჩემი იდეა შემდგომში მდგომარეობდა. მინდოდა, გამეკეთებინა ხელ-ნაკეთი (თავდაპირველად, მხოლოდ ნაქსოვი) აქსესუარების წარმოება. მათ შორის, შარფები, ქუდები, ხელთათმანები, ჩანთები, სამაჯურები და კიდევ უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება. მთავარია სურვილი იყოს და ფანტაზია, არა?

და რა არის ამაში განსაკუთრებული? – ადვილ-სავარაუდოა, რომ ასეთი კითხვა დაგებადოთ ჩემთან.  საქმე იმაშია, რომ ეს პროდუქცია დამზადებული იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ასაკში შესული ქალბატონების მიერ.

თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში თითქმის ყველა ქალი ქსოვს. მათ შორის, ზოგიერთი რეალიზაციასაც ცდილობს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, უშედეგოდ.  ვიფიქრე, რომ თუკი შევკრებდი გარკვეული რაოდენობის ბებიებს, მოვამარაგებდი საჭირო მასალებით და ინსტრუმენტებით და ყოველ ერთეულ პროდუქტში განსაზღვრულ თანხას გადავუხდიდი, მათთვისაც საინტერესო იქნებოდა და ჩემთვისაც. ცხადია, პროდუქცია ჩემი შეკვეთების მიხედვით დამზადდებოდა.

პროდუქციას საერთო სახელწოდების ქვეშ გავაერთიანებდი. ესეც  მოფიქრებული მქონდა – BeboMade.

ყველამ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს შეფუთვას. ამ შემთხვევაში მარტივ შეფუთვას მივმართავდი. კერძოდ, უბრალო გამჭვირვალე, შესაფუთ პარკებს (ერთეულის ღირებულება 1-2 თეთრს შეადგენს)  და მცირე ეტიკეტებს. დანახარჯი მინიმალურია, სამაგიეროდ სასაქონლო იერი მნიშვნელოვნად იზრდება.

რეალიზაციას რაც შეეხება, შეიძლება გაიყიდოს ყველგან, ბაზრობებით დაწყებული, პატარა მაღაზიებით დამთავრებული.

სულ ეს იყო. საკმაოდ მარტივი იდეაა, მაგრამ,  ვფიქრობ, მასში დასაქმებული ადამიანებისათვის დიდ სარგებელს მოიტანს, რამეთუ, პირველ რიგში, დამატებითი  შემოსავლის წყარო იქნება მათთვის და მეორე რიგში კი  – ერთგვარი სტიმული და ინტერესი ცხოვრებისათვის, რაც არა-ნაკლებ მნიშვნელოვანია.

თქვენ რას ფიქრობთ?

9 thoughts on “იდეა და ბებოები

  1. ბაზრობებსა და მაღაზიებში გასაღება ძნელია, უცხოეთში ან უცხოელებზე – შედარებით ადვილი🙂 თუმცა კარგი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება სჭირდება.

    პ.ს. მე რომ ინვესტორი ვიყო. მოგების გარკვეული %-ის გარეშე ხელს არ მოვკიდებდი ამ საქმეს. დახმარება კარგია, მაგრამ მოგებაზე ორიენტაცია – კიდევ უკეთესი. ამ საქმის ორგანიზატორი მოხალისედ ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო და ენერგია სჭირდება… მერე კიდევ, მასობრივ წარმოებაზე თუა საუბარი, გარკვეულწილად ერთნაირი ნიმუშების შექმნაა აუცილებელი. გიფიქრია ეს საკითხი როგორ დარეგულირდება? ამას გარდა, უამრავი სამართლებრივი და ბუღალტრული დეტალი… ეეეეჰ, არც ისე მარტივი იდეაა, შენ რომ გგონია🙂

  2. გმადლობ, კომენტარისათვის🙂

    პირველ რიგში, მე არავის ვთხოვ ინვესტიციას🙂 მე ვთქვი, ”იქნებ, ვინმეს მოეწონოს და განავითაროს კიდეც ის” ანუ თვითონ გააკეთოს.

    გარწმუნებ, როდესაც უშუალო მოგებაზეა ორიენტაცია, საქმე არ გამოვა:)

    ცხადია, ნიმუშები უნდა შეიქმნას და მქონდა კიდეც შექმნილი🙂

    ყველა ბუღალტრული და სამართლებრივი დეტალი მაქვს გათვლილი. ბიზნეს-გეგმა მაქვს დაწერილი🙂

    იდეა მარტივია, პროცესია რთული. თუმცა, არ არსებობს საქმე, რომელსაც დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდეს, თუკი რა თქმა უნდა წარმატების მიღწევა გინდა:)

  3. მე იდეა ძალიან მომწონს🙂
    gijmaj, ვერ დაგეთანხმები ბოლომდე…

    ეს ის შემთხვევაა, როცა იდეა უფრო მეტია, ვიდრე ბიზნესი…
    მე დიდი ხანია მაინტერესებს და ვფიქრობ პროექტებზე სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.. მოხუცების დიდი ნაწილი ხომ ასეთი დაუცველი ადამიანები არიან. ეს იდეაც პროექტის სახით უფრო წარმომიდგენია. კარგი დონორი, გრანტი, მენეჯმენტი და მშვენიერი პროექტი გამოვიდოდა…

  4. ნატალი მართლა ძალიან კარგი იდეაა, ამ იდეის განხორციელება მოგების მიღების გარეშეც ღირს. უდიდესი სიკეთეა როდესაც თუნდაც 1 მოხუცებულს დაეხმარები შენი საქმიანობით და იდეით. ჩემი რჩევა იქნება და თხოვნაც არ თქვა უარი ამ იდეაზე და განახორციელო იგი აუცილებლად.

  5. იდეა მართლაც ძალიან კარგია, სოციალურ პრობლემაზე და გემოვნების განვითარებაზეც არის ორიენტირებული. მოგების პერპექტივაც აქვს. ჩემი აზრით, ჯერ იმიჯი არის შესაქმნელი, რის შემდეგაც მაღაზიების გახსნის შემდეგ ხალხი საყიდლად თუ არა სანახავად მაინც მოვა. პლიუს ამას კარგი გამყიდველი და კოლსუნტატი, და მომხმარებელი მაღაზიიდან ხელსცარიელი არ გამოვა.🙂🙂
    ჩემი აზრით, არის ერთადერთი პრობლემა მოსაგვარებელი: ენთუზიაზმით აღსავსე საინიციატივო ჯგუფია საპოვნელი.😉
    P.S.ლოგო მომეწონა

    1. გამარჯობა, თემო. გმადლობ კომენტარისათვის. ჩანაფიქრი ასეთი იყო, რომ თუკი მაღაზიაც იქნებოდა, გამყიდველიც ასევე საყვარელი მოხუცი ბებია უნდა ყოფილიყო🙂

  6. კარგი იდეაა… განსაკუთრებით ქველმოქმედური მხრივ მომეწონა… საყვარლები არიან ბებოები, რომლებსაც მუღამი გაუჩნდებოდათ…

  7. natali, me dzalian momewona es idea da aramarto qvelmoqmedebis mxriv, radgan me tviton mexerxeba amdagvari saqmianoba,magalitad,dekoratiuli xelovneba. da vfiqrob, sakmaod, perspeqtiuli proeqtia da masshi chartuli iqnebodnen aramarto xandazmuli adamianebi, aramed chveni asakis xalxic. momwons proeqti, saxalisoa, fulis gamomushavebis ert-erti sashualebaa da yvelaze metad mxiblavs is, rom saqme sheudzliat sakutar saxlshi sheasrulon. es didi shegavatia, rogorc damsaqmebelistvis, ise dasaqmebulistvisac..:)good luck

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s