როგორ შთააგონებენ ნამდვილი ლიდერები მოქმედებისაკენ

მე მინდა რომ ლიდერი ვიყო, თქვენ? სინამდვილეში, ლიდერობა, მგონი, ყველას სურს. მათაც კი, ვინც ამას საგულდაგულოდ მალავს. თუმცა, სამწუხაროდ, ლიდერობა და ადამიანების შთაგონება ყველას არ გამოსდის. რატომ?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი საიმონ საინეკს გააჩნია. მისი სიტყვა www.ted.com– ზე
(იდეები, რომლებიც გავრცელების ღირსია) აღმოვაჩინე, რომელსაც ჩემი ცხოვრებისეული პრინციპით – არაფერი კარგი არ უნდა გამომრჩეს – უკვე დიდი ხანია რაც ვსტუმრობ და ამასობაში, მგონი, მივეჯაჭვე კიდეც ამ საიტს, რადგან მისგან ძალიან ბევრ სიბრძნეს ვიღებ. სულ ცოტა ხნის წინ კი გადავწყვიტე, რომ TED – ის კომუნის წევრი გავმხდარიყავი და მთარგმნელად დავრეგისტრირდი. იმ პერიოდში საინეკის სიტყვა – “როგორ შთააგონებენ ნამდვილი ლიდერები მოქმედებისაკენ“ ახალი ნანახი მქონდა; ძალიან მომეწონა და მომინდა, რომ ყველას ჰქონოდა მისი ყურების შესაძლებლობა მიუხედავად იმისა იცის ინგლისური თუ არა. თუმცა, მოხდა ის რასაც ნამდვილად არ მოველოდი. ცხოვრებაში ყველაფერი დასწრებაზეაო, ხომ გაგიგიათ? ხოდა, საიტზე სადაც 1000–მდე ვიდეოა და აქედან სულ რვა თუ ცხრაა ნათარგმნი ქართულად, მაინცდამაინც ჩემი ჰქონდა შერჩეული ვინმე ანდროს, რომელიც მოგვიანებით გავიცანი და ძალიან სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა.

საბედნიეროდ, TED – ზე მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ვიდეოს ერთი მთარგმნელი და ერთი რედაქტორი უნდა ჰყავდეს. რადგან მთარგმნელის ადგილი უკვე დაკავებული იყო, გადავწყვიტე ტორტის მცირე ნაწილი მაინც შემხვედროდა და რედაქტირებაზე გავუშვი მოთხოვნა.

სწორედ ასეთი გახლავთ ვიდეოს თარგმნის ისტორია, რომელმაც ჩვენ შთაგვაგონა. გთხოვთ, ძალიან მკაცრად ნუ განგვსჯით, თუკი თარგმანში გრამატიკულ, მექანიკურ ან სხვა სახის შეცდომებს აღმოაჩენთ. ძალიან შევეცადეთ, რომ ავტორის აზრი მაქსიმალურად სრულყოფილად ყოფილიყო გადმოცემული.

http://www.ted.com/talks/simon_sinek_how_great_leaders_inspire_action.html

P.S. იმისათვის, რომ ვიდეოს ყურებისას ჩვენს მიერ ქართულად ნათარგმნი სუბტიტრები ჩართოთ, ფანჯარის მარცხენა კუთხეში არსებულ წარწერის – Subtitles Available In – გასწვრივ მდებარე ღილაკი უნდა ჩამოშალოთ და ჩამონათვალში –Georgian – მოძებნოთ.

16 thoughts on “როგორ შთააგონებენ ნამდვილი ლიდერები მოქმედებისაკენ

  1. საინტერესო ბლოგი გაქვს კარგად წერ . მომწონს წარმატებებს გისურვებ შემოვისეირნებ ხოლმე შემდგომშიც🙂

    1. gabo,

      დიდი მადლობა🙂 ჩემთვის ყოველი კომენტარი დიდი სტიმულია და მითუმეტეს თუკი მასში ასეთი სასიამოვნო სიტყვებია🙂

      მეც ვიცი შენი ბლოგი და ძალიან მომწონს. ასევე გსტუმრობ ხოლმე🙂

    1. დიდი მადლობა, ანდრო.🙂 გმადლობ, რომ კითხულობ🙂

      იმედია არ გეწყინა, უბრალოდ ეს ”ვინმე” ისე ლამაზად ჩაჯდა, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი და შენს სახელს წინ დავურთე🙂

  2. რა კარგია რომ გამახსენე მანდ ჩემი ძველი რეგისტრაცია😀

    1. რა კარგია!🙂 შენც თუ თარგმნი, უფრო მეტი ვიდეო იქნება ქართულად ხელმისაწვდომი🙂

  3. საინტერესო ვიდეოა,
    დიდი მადლობა ნატალი,
    წარმატებებს გისურვებ…

    P.S.ესეთი სახის კარგი ვიდეოები დაამატე კიდევ, როცა მოახერხებ:) მადლობა წინასწარ

    1. ძალიან დიდი მადლობა, David. გმადლობთ, რომ ესტუმრეთ ჩემს ბლოგს და აუცილებლად იქნება მალე ახალი ვიდეოები🙂

  4. zalian,zalian momewona yvelaferi. me ishviatad vstumrob msgavs “blogebs”,shemtxvevit google-s daxmarebit da xelshewyobit aq amomayofina tavi da mteli dgea shens statiebs vkitxulob… exla davrwmundi,rom martla shesadzlebelia internetshi da shemdeg shens blogze virtualuri dakargva))).anu igivea, rac satavgadasavlo janris did nawarmoebshi xdeba. ai, magalitad gogona,rom sokos sakrefad midis tyeshi,shemdeg daikargeba,vashls gaagorebs da saintereso tavgadasavalic iwyeba….:))))
    arvici amdeni rame ratom davwere,albat zedmeti emociebis bralia)))) axla dzils vapireb da darwmunebuli var es yvelaferi detalurad ganixileba ufro sainteresod,sizmrebtan ertad))))) kidev ertxel udidesi madloba natalie🙂

    1. sophi ,
      უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისათვის. ვერც კი წარმოგიდგენია რამხელა ბედნიერებას მანიჭებენ. ძალიან დიდი მადლობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s