ყველაფერი შესაძლებელია

წიგნები ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო. ისინი მუდამ  მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩემს ცხოვრებაში.

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, წიგნი, როგორც ასეთი მიყვარს. ხოლო თუკი მასში ჩემთვის საინტერესო ინფორმაციაა მინდა რომ სულ ხელში მეჭიროს, თითქოს მეშინოდეს არავინ წამართვას. უნივერსტიტეტში სწავლისას ჯგუფელებიც დამცინოდნენ, რადგან მუდამ წიგნჩახუტებული დავდიოდი …

ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს შევიტყე, რომ კომპანიას რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა, გამოექვეყნებინა წიგნები ჩემთვის უკიდურესად საინტერესო თემაზე. ისე მინდოდა შეძენა, მაგრამ მაშინ ცოტა რთული პერიოდი მედგა და მიუხედავად იმისა, რომ  ღირებულება მაღალი არ იყო, ჩემს თავს მათი ყიდვის უფლება ვერ მივეცი.

იცით, რა მოხდა შემდეგ? ზუსტად წელიწად-ნახევრის შემდეგ სრულიად შემთხვევით გავიცანი იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც თავის კომპანიაში დამპატიჟა და თავისი ხელით მაჩუქა ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნული წიგნები. ძნელია გამოხატო ის შოკური მდგომარეობა, რომელიც იქიდან დაბრუნებისას დამეუფლა. იმდენად მინდოდა ის წიგნები, რომ ისინი თავისით მოვიდნენ ჩემთან. ამასთან, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, დღეს თვითონ ამ წიგნების გამომცემელი ჩემს ბლოგს კითხულობს ხოლმე.

ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ამის მსგავსი შემთხვევა იყო. ეს პატარა ამბავი კი, მხოლოდ იმიტომ გიამბეთ, რომ ხაზი გამესვა რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. შეუძლებელი არაფერია. ნებისმიერი სურვილი, ნატვრა თუ ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს. ოღონდ ამისათვის, ძლიერი სურვილი, რწმენა და ნატვრის მასშტაბების შესაბამისი შრომა ჭირდება. ის რომ დღეს რაღაც არ გამოგვივიდა, არ ნიშნავს იმას, რომ იმედი უნდა ავიცრუოთ და ხელი ავიღოთ მასზე. პირიქით, მეტი შემართებით უნდა ვიყოთ, რადგან, საბოლოო ჯამში, როგორც ვაკვირდები, გამარჯვებული ისაა, ვისი რწმენაც ყველაზე მყარია.

P.S. თუკი დაგაინტერესათ, რომელ წიგნებზე იყო საუბარი, ისინი ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.

6 thoughts on “ყველაფერი შესაძლებელია

  1. “ნებისმიერი სურვილი, ნატვრა თუ ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს. ოღონდ ამისათვის, ძლიერი სურვილი, რწმენა და ნატვრის მასშტაბების შესაბამისი შრომა ჭირდება…..გამარჯვებული ისაა, ვისი რწმენაც ყველაზე მყარია”

    100%-ით გეთანხმები!🙂

  2. გმადლობ კომენტარისათვის, თამარ.

    მიხარია, თანამოაზრეები რომ მყავს🙂

  3. ნატალი,
    დარწმუნებული ვარ, ეგ შენი სისუსტე (წიგნების სიყვარული) განაპირობებს შენივე სიძლიერეს😉
    ბმულის გარეშეც მივხვდი რა წიგნებზე და ვისზე იყო საუბარი.

    გეთანხმები, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ნამდვილად, სასწაულებიც ხდება და ოცნებებიც სრულდება, მთავარია ამის გვწამდეს და დავეხმაროთ რომ ოცნება რეალობად იქცეს.

  4. მეც მთელი ცხოვრება იმას ვამტკიცებ რომ ოცნებები სრულდება. უბრალოდ ძალიან უნდა მოინდომო და რაც მთავარია ერთი წარუმატებლობის შემდეგ ყურები არ უნდა ჩამოყარო.

    1. აბსოლუტურად გეთანხმები. მიხარია, რომ შენც ასე ფიქრობ🙂

  5. romaelebi ambobdnen:”gmertebi isets verafers gagviketeben, rasac chven tavs chven tviton ver gavuketebto”..anu imis tqma minda, ubralod gmertis imedad yofna da igblis molodini sisulelea da miznis misagwevad jobia sxva gza airchio..chemtvis es ukanaskneli tavdauzogav shromastan asocirdeba.
    p.s. nat, me dzalian minda wignebi mxatvrobaze da shemtxvevit xom ar icnob aseti wignebis romelime gamomcemels?:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s