მუჰამედი არ მივა მთასთან, მთა მივა მუჰამედთან …

იყო დრო როდესაც პირდაპირი გაყიდვები მომხმარებლამდე შენი გზავნილის მიტანისა და პროდუქციის რეკლამირების ერთადერთი გზა იყო. მერე გამოჩნდა გაზეთები, ჟურნალები, რადიო, ტელევიზია, ავტობუსები, შენობების ფასადები, ავტობუსის გაჩერებები, ხელის მოსაკიდები მეტროში …. მოკლედ, რას არ მოიფიქრებს ადამიანი, არა?

რეკლამირების საშუალება უამრავია, თუმცა ეს ხშირად არც თუ მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომლებიც, როგორც წესი, პრინციპით – ”კარგ საქონელს რეკლამა არ ჭირდება” – გათვალისწინებული არ არის. თუმცა, სარეკამო ბიუჯეტი კი არა, ხშირად მარკეტინგის კადრიც არ არის გათვალისწინებული. ისე საინტერესოა, არა? რატომ არ აღიქვამენ ჩვენს ქვეყანაში მარკეტინგს სერიოზულად? თუმცა, ეს ამ პოსტის თემა არ არის.

მოკლედ, ასეა თუ ისე, სამწუხაროდ, სტარტაპების მოლოდინი სწრაფი და თავბრუდამხვევი წარმატების შესახებ არ მართლდება. შემდეგ ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელი სადმე ყურს მოკრავს, რომ შეიძლება გყავდეს კადრი, რომელსაც, არ მომერიდება ამ სიტყვის და, ვირივით ამუშავებ და ხელფასს მხოლოდ შედეგის შემთხვევაში გადაუხდი. ნამდვილი სამოთხეა, არა? ხოდა, შემდეგ დადებენ ვაკანსიას რომელიმე საიტზე, რომელიც, როგორც წესი, სხვა რომელიმე ვაკანსიის ზუსტი ასლია და ხშირად თვითონ ვაკანსიის განმთავსებელმაც არ იცის რას ითხოვს აპლიკნტისაგან. რიგი, ფორმალობების შემდეგ, როგორც იქნა, აიყვანენ გამოუცდელ და გულუბრყვილო ადამიანებს, რომლებსაც არაფერს არ ასწავლიან და პირდაპირ ქალაქს აჯახებენ. ქალაქი კი ძალზედ მკაცრია. ამიტომ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ მათ უმეტეს შემთხვევაში არაფერი გამოსდით. ისინიც იმედგაცრუებულნი ცოტა ხანში ტოვებენ სამსახურს. მერე იყვანენ ახლებს, რომლებსაც ასევე არაფერს ასწავლიან და ასე იბილწება გაყიდვების აგენტის თანამდებობა, რაზეც უკვე ერთ-ერთ წინა სტატიაში მქონდა საუბარი.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ურიცხვ გაყიდვების აგენტებში გამოჩნდება ერთ-ორი ისეთი, რომელიც პატარა წარმატებას მიაღწევს და ორგანიზაციაც მათი შეწევნით სულდგმულობს, თუმცა ამას არასოდეს აღიარებს. გაყიდვების ხალხს დაუფასებლობა ადრე თუ გვიან ბეზრდება და უკეთეს სამსახურს პოულობს. მერე მოდიან ახალი გამოუცდელი კადრები და ასე უსასრულობამდე ან იქამდე სანამ ორგანიზაცია საერთოდ არ შეწყვეტს ფუნქციონირებას, რაც ასეთ ვითარებაში გრძელვადიანი პერსპექტივა არ უნდა იყოს.

მიუხედავად დაუფასებლობისა, რეალობა ნათლად გვიჩვენებს რომ გაყიდვების კადრების გარეშე დღეს, ფაქტობროვად, ვერც ერთი ორგანიზაცია ვეღარ ცოცხლობს. ისინი გვხვედიბიან ყველგან, ბანკებში, სამშენებლო კომპანიებში, იურიდიულ ოფისებში და ა.შ. თუმცა, გარწმუნებთ, რომ მათი არსებობა ყველასთვის ნამდვილად არ არის ეფექტქური და წარმატების მომტანი.

რა განაპირობებს გაყიდვების აგენტის ეფექტურობას? გეტყვით. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, აინტერესებს თუ არა მას საერთოდ თქვენი ინდუსტრია. თუკი თქვენი პროფილი იურიდიული მომსახურებაა, მაგრამ თქვენი პოტენციური თანამშრომელი არა თუ ერკვევა, არამედ არც აიტერესებს კიდეც ეს სფერო, ის თქვენ არასოდეს მოგიტანთ რეალურ შედეგს.

ასევე, მნიშვნელოვანია და არა მარტო გაყიდვების კადრის შემთხვევაში, რომ თქვენს თანამშრომელს სწამდეს იმისი რისიც თქვენ. მას აუცილებლად უნდა სჯეროდეს, რომ ორგანიზაცია გარკვეულ სარგებელს ქმნის, რომ ის მნიშვნელოვანია. უნდა უზრუნველჰყოთ, რომ ის ისევე იყოს ანთებული და მოწადინებული, როგორც თქვენ.

ასევე, ძალიან გთხოვთ, ნუ ატაკებთ თქვენს თანამშრომელს ეგრევე ქალაქს! იზრუნეთ იმაზე, რომ მან დეტალურად შეისწავლოს თქვენი პროდუქცია, ყოველი დეტალი, ყოველი ასპექტი. აუხსენით წინასწარ რისი გაკეთება მოუწევს, რა სიძნელეების გადალახვა დასჭირდება. ისე რომ, იგი მორალურად მზად იყოს.

აჩვენეთ მას რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციისათვის. დაუფასეთ მისი შრომა. ნუ დაიშურებთ სიტყვიერ წახალისებას. გაყიდვების ხალხს ეს განსაკუთრებით სჭირდებათ, რადგან მათი სამუშაო, რეალურად, ძალიან დიდ სიძნელებთან და სტრესებთანაა დაკავშირებული.

თუ ფიქსირებულ ხელფასს არ უხდით (რაც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებელია), აუნაზღურეთ გაყიდვების აგენტს გზის და კვების ხარჯი მაინც. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მან იგრძნოს, რომ მასზე ზრუნავენ. ყველას ესაჭირეობა შეგრძნება იმისა, რომ მისი ბედი ანაღვლებთ.

ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ვფიქრობ, აუცილებელია იმისათვის, რომ გაყიდვების კადრის არსებობა ეფექტური და წარმატების მომტანი იყოს ორგანიზაციისათვის. სხვა შემთხვევაში, მუდამ ძალიან მაღალი კადრების დენადობა გექნებათ, რაც, ვფიქრობ, არც ერთი ორგანიზაციისათვის არ უნდა იყოს სასიკეთო.

3 thoughts on “მუჰამედი არ მივა მთასთან, მთა მივა მუჰამედთან …

  1. ar mrcxvenia ganvacxado, rom pirdapir mezizgeba “gayidvebis agentis”tanamdeboba…es chemi piradi gamocdilebidan gamomdinare. saertod, vfiqrob, rom saqartvelo ar aris mzad ase vtqvat, aseti piris arsebobstvis.chvens qveyanashi didi gasaqani namdvilad ar aqvs da es tanamdeboba sasacilod xvdeba tvalshi umetesobas.chemi azrit, jobia ragac charchoebshi, sazgvrebshi moeqces agentis saqmianoba,anu rogorc damsaqmebeli aidzulebs tavi daimciros da nebismier fasad “akidos” produqcia klients _ es dzalian arasworia..

  2. ert ambavs giambobt tu nebas damrtavt.ert-ert kompaniashi,romelic aketebda gare reklamebs, daviwye mushaoba gayidvebis agentad. jer gavdiodi trainingebs ki arada vai-trainingebs:Des trainingi agmochnda ertdgiani rac moicavda abashidzis “dalashqvras”..kompaniis agmasrulebeli direqtori gaxldat 22 wlis gogo,romelsac unda eswavlebina”chventvis piarxelovneba. warmoidginet situacia: 5 kacs gvichiravs erti katalogi, ar gvaqvs savizito baratebi(kalmit vawerinebdit nomrebs:ssircxviil) da chveni xelmdzgvaneli jinsebshi,kedebshi da vardisfer maisurshia gamowyobili da rac mtavaria, arcerti azrze ar vart ra produqcia gvaqvs da ra ra girs..:smiuxedavad am yvelafrisa samushaos kargad gavartvi tavi,gmertma kilometriani enit damajildova da amis wyalobit..shedegi?ofisshi rom mivedit ägmasrulebel direqtors arc meti arc naklebi sachmeli gavumzadet..anu fasi ar gaqvto ase gamovida.magram male sapirispiroshi davrwmundi,rom wamovedi gamwarebuli mirekavda saxlshic ki..;)ase,rom meti pativiscemaa sachiro;)

  3. gvanca getanxmebi namdvilad, rom dges chven qveyanashi gayidvebis agentebs, sazogadoeba damcinavad uyurebs,abuchad igdebs da arafrad tvlis. ramodenimejer momadzaxes “meti saqme ar gaqvso?!”. arian iseti adamianebic vinc sworad gvidgeba magrama seti shegnebuli xalxi dzalian cotaa dges. me dges dzalian karg kompaniashi var da ar vuchivi gaurkvevlobas. treningi 3 kviriani gvqonda ,yvelafershi detalurad gagvarkvies da dzalian tbilad meqcevian mec da sxva agentebsac. tumca sheni shemtxveva gultan mivitane da mesmis sheni dzlaian kargad. :):):):):)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s