ბედნიერება ბიზნესში

ბიზნესი არის მოგების მიღების მიზნით წარმართული საქმიანობა. ასე გვასწავლიან ბიზნეს-სკოლებში, ხომ?

იცით, რამდენადაც ხმამაღლა არ უნდა ჟღერდეს, ვფიქრობ, როდესაც ბიზნესის მთავარი მიზანი მოგება ხდება, მაშინ მთავრდება ყველაფერი. არა მგონია, ბიზნესი რომელიც მხოლოდ ფულზეა ორიენტირებული გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული იყოს.

აბა რა უნდა იყოს ბიზნესის მიზანი? – შეიძლება დაგებადოთ ჩემთან ასეთი კითხვა. გეტყვით. ჩემი ღრმა რწმენით, ნებისმიერი საქმიანობის უმთავრესი მიზანი ბედნიერება უნდა იყოს. დიახ, ბედნიერება! ბედნიერება, რომელიც გეუფლება მაშინ როდესაც იცი, რომ შენს საყვარელ საქმეს აკეთებ; როდესაც იცი რომ შენი საყვარელი საქმით შეიძლება თუნდაც ერთ ადამიანს დაეხმარო, გვერდში დაუდგე, მისთვის რაიმე სასარგებლო გააკეთო, იზრუნო მასზე; როდესაც იცი, რომ შენი შრომის შედეგი (საქონელი იქნება ეს თუ მომსახურება) შესაძლოა ბედნიერების მომტანიც კი იყოს ვინმესთვის; როდესაც იცი რომ შენი პროდუქტი ისევე უყვარს შენს მომხმარებელს როგორც შენ; და შენც თავის მხრივს, გიყვარს შენი მომხმარებელი. დიახ, გიყვარს, რადგანაც აცნობიერებ რომ არა ის, შენი ბიზნესიც არ იარსებებდა! მადლიერი ხარ მისი, რამეთუ მისი მხარდაჭერა საშუალებას გაძლევს აკეთო საქმე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად გიყვარს და გაინტერესებს!

იცით, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ამგვარი ბედნიერებისაკენ ისწრაფვი, შეუძლებელია შენი ბიზნესი წარუმატებელი იყოს. ამასთან, სწორედ ამ ბედნიერებისაკენ სწრაფვას მოაქვს დიდი მოგება.

ამიტომაა, რომ არ მჯერა საქმიანობის წარმატების, როდესაც მას მხოლოდ იმიტომ იწყებენ, რომ ის მომგებიანი და კონკურენტუნარიანი მიაჩნიათ. ასევე არ მიყვარს ტერმინი – ”100 პროცენტიანი საქმე”. არ არსებობს 100 პროცენტიანი საქმე. არსებობს მხოლოდ 100 პროცენტიანი სიყვარული შენი საქმის მიმართ, რომელიც შეუძლებელსაც კი შეგაძლებინებს.

კონკურენტუნარიანობსა და მომგებიანობის გაცნობიერებასთან ერთად, საქმე ძალიან უნდა გიყვარდეს ან სულ მცირე გაინტერესებდეს მაინც. მჯერა, რომ ამაში მდგომარეობს წარმატების გარანტი.

ვფიქრობ, ორგანიზაციების უმეტესობა ხშირად კონკურენციას ვერ უძლებენ და იხურებიან იმიტომ, რომ მათ მფლობელებს არ უყვართ თავიანთი საქმიანობის სფერო. შესაბამიად მათთვის უცხოა იმ ბედნიერებისაკენ სწრაფვა, რომლის შესახებაც ზემოთ მქონდა საუბარი.

თვითონაც წარმოიდგინეთ, შეიძლება ადამიანი, რომელიც აკეთებს საქმეს, რომელშიც არათუ არაფერი გაეგება, არამედ არც აინტერესებს კიდეც, იყოს წარმატებული და შესაბამიად ბედნიერი?

გულწრფელად გეტყვით, არა მგონია!

თქვენ როგორ მიგაჩნიათ?

4 thoughts on “ბედნიერება ბიზნესში

  1. არაა აუცილებელი მარტო ფული და მოგება იყოს. კომპანიის მისიებს თუ გადახედავ იქ მთელი გამაა, მაგრამ ბიზნესის მიერ დასახული მიზანი უნდა იყოს გაზომვადი.
    МBO რულამს.

    ბედნიერებას რა ჯობია, მაგრამ თუ მას ვერ გაზომავ, მისკენ სწრაფვა ბიზნესისთვის შეუძლებელია.🙂

  2. Lord Vader,

    დიდი მადლობა კომენტარებისათვის.

    ცხადია, ყველა კომპასნიას აქვს მისია, მიზანი, ამოცანები, ფუნქციები და ა.შ. გეთანხმები, რომ უნდა იყოს გაზომვადიც🙂

    ზუსტად საქმეც იმაშია, რომ მთელი გამაა. ერთია, რა წერია და მეორე, რეალობად აქცევენ თუ არა.

    ხშირად ვხედავ შემთხვეავას, როდესაც იწყებენ საქმიანობა სფეროში, რომელიც არ იზიდავთ. უბრალოდ არ აინტერესებთ. შესაბამისად, რაც არ უნდა კონკურენტუნარიანი იყოს იდეა არ მჯერა რომ ისინი წარმატებული იქნებიან ამ საქმიანობაში.

  3. მე მიმაჩნია ჯერ ბიზნესში სტაჯი უნდა გქონდეს რომ მერე დაწეროა ამის შესახებ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s