როდესაც სამსახურს ვეძებდი … ანუ რატომ არ ვენდობი ქსელურ მარკეტინგს!

2005 წლის შემოდგომა იდგა, 17 წლის ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ახლხანს წარმატებით შემესრულებინა. მიხვდებოდით, ალბათ, ერთ-წლიანი მეცადინეობისა და ტანჯვის შემდეგ, როგორც იქნა, უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ჰოდა, მეც ჩავთვალე, რომ დამდგარიყო დრო, როდესაც ფინანსურად დამოუკიდებელი უნდა გამვმხდარიყავი და ახალ მისიას შევეჭიდე. სიმართლე გითხრათ, მაშინ ახალგაზრდებში იმდენად გავრცელებული არ იყო მუშაობა, როგორც დღეს და ამიტომ, თანატოლებიც, უფროსებიც და ჩემი მშობლებიც კი, ეჭვის თვალით მიყურებდნენ. თუმცა, ჩემთვის მაშინ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მთელი არსებით მინდოდა მუშაობა და აუცილებლად უნდა მეპოვნა სამსახური. ვერც კი აგიღწერთ იმ თვითრეალიზაციის სურვილს, რომელიც მაშინ მახრჩობდა.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, შევუდექი სამსახურზე ნადირობას. კომპიუტერი ჯერ არ მქონდა. ამიტომ ”სიტყვა და საქმე” ვიყიდე. როდესაც საჭირო გვერდზე გადავშალე, აღმოჩნდა, რომ იქ დიდი იმედგაცრუება მელოდა. საჩემო, თითქმის, არაფერი იყო. ან რა უნდა ყოფილიყო 17 წლის სკოლა ახლახანს დამთავრებული გოგოსათვის? თუმცა, მოულოდნელად, ერთ საინტერესო განყოფილებას მოვკარი თვალი – ”ქსელური მარკეტინგი.” გუწრფელად გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ჯერ წესიერად მარკეტინგიც კი არ ვიცოდი რა იყო. აი ქსელურ მარკეტინგზე, ხომ, საერთოდ ზედმეტია საუბარი! თუმცა, როდესაც ამ განყოფილებაში მოთავსებულ განცხადებებს გადავხედე, აღმოვაჩინე რომ არც განსაკუთრებულ ცოდნას ითხოვდნენ და არც გამოცდილებას. ამიტომ, დარეკვა გადავწყვიტე. არასოდეს დამავიწყდება, როგორი გულის ფანცქალით და რიდით დავრეკე ჩემს ცხოვრებაში პირველი ვაკანსიის საპასუხოდ. ხოლო, როდესაც საუბარი დავასრულე ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ციდან ვარსკვლავი მომეწყვიტოს!

პირველ ზარს მოყვა მეორე, შემდეგ მესამე და ა.შ. ზოგი რაღაც აქციონერობაზე მიყვებოდა ზღაპრებს, ზოგი მეკითხებოდა ვიცოდი თუ არა, რა იყო ქსელური მარკეტინგი, ზოგიც არ მეუბნებოდა არაფერს და ადგილზე მისვლის შემთხვევაში მპირდებოდა საქმიანობის არსისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას. ძალიან გამოუცდელი ვიყავი და ამიტომ ყველგან მივდიოდი. ყველა შესაძლებლობას ვებღაუჭებოდი. ცხადია, შემდეგ უკვე ინტერნეტის საშუალებითაც დავიწყე ძიება და ქსელური მარკეტინგის გარდა, სხვა უამრავ კომპანიაშიც ვიყავი, მაგრამ ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში. დავიწყოთ იქიდან, რომ სადაც არ უნდა მივსულიყავი, უმეტესად, ყველგან ქსელური მარკეტინგი მხვდებოდა. ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებშიც კი. მათ შორის: თეატრების შენობებში, პროფკავშირებში, მიგდებულ სახლებში, იტალიურ ეზოებში. ერთი სიტყვით, ყველგან. ზოგან საკმაოდ კარგად მოწყობილი ოფისი მხვდებოდა, ზოგან კი ისეთი, რომ იქიდან გამოქცევა მოგინდებოდათ. თუმცა, მთავარი აქ სხვა რამ იყო. მთავარი ის მეთოდები იყო, რომელთა საშუალებითაც ცდილობდნენ რომ შენი თავი, არ მომერიდება ამ სიტყვის და, ჩაეთრიათ ამ საქმეში. ამასთან, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ხშირ შემთხვევაში თვითონ გამსაუბრებლებმაც არ იცოდნენ თუ რას აკეთებდნენ ამ ორგანიზაციაში, რა იყო მათი დანიშნულება, რა იყო ორგანიზაციის ფუნქცია, რა სარგებელს ქმნიდა იგი საზოგადოებაში ან ვისთვის. უმეტესწილად, ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ისევე მოატყუეს და ”ჩაითრიეს”, როგორც ახლა მე მიპირებდნენ.

ყველაზე კარგად ერთი შემთხვევა მახსოვს. ერთ-ერთი მორიგი გაგზავნილი რეზიუმეს საპასუხოდ დამირეკეს და ტესტირებაზე დამიბარეს. მეც, მეორე დღეს, ენთუზიაზმით აღსავსემ გავიღვიძე. ვინ იცის, უკვე მერამდენეჯერ ჩამესახა მუშაობის დაწყების იმედი. როდესაც ადგილზე მივედი, სამუშაოს არსის შესახებ კვლავაც არაფერი მითხრეს. მხოლოდ, მთხოვეს რომ ჩემი ავტობიოგრფია დამეტოვებინა და 2 დღეში დამერეკა. ასე გავიგებდი გავედი თუ არა მეორე ტურში. (საინტერესო მეთოდია კომპანიის სტატუსისა და მნიშვნელობის ასამაღლებლად, არა?) ის 2 დღე უსაშველოდ გაიწელა. როდესაც დანიშნულ დროს დავრეკე, მამცნეს რომ თურმე მე-2 ტურში გადავსულიყავი. ვერ აგიღწერთ სიხარულს, რომელიც აღნიშნული ფრაზის გაგონების შემდეგ დამეუფლა. მეორე დღეს, მეორე ტურზე, მეორეჯერ მივედი იმ ოფისში. დამხვდა გოგო, რომელიც ალბათ 5-6 წლით თუ იქნებოდა ჩემზე უფროსი. დაიწყო მოყოლა იმის შესახებ თუ რა საინტერესო კომპანიაა, როგორი დიდი პერპექტივები აქვს იქ მუშაობას, რა კარგი კოლექტივია და ა.შ. ამასთან , ისიც ახსენა რომ 4 კაცი უნდა მომეყვანა და 60 აშშ დოლარს მივიღებდი, მაგრამ მაშინ გავიფიქრე, რომ თუკი ასეთი კარგი სამსახურია, მოდი ჩემს მეგობრებსაც ვეტყვი, თქო. ერთი სიტყვით, ნამდვილი ოცნების კოშკები ამიგო და უკვე ერთი სული მქონდა, რომ დადებითი პასუხი მეთქვა, რომ არა შემდეგი გადახვევა – ”მაგრამ მანამდე 300 აშშ დოლარი და 25 ლარი უნდა მოიტანოო” აი მაშინ, მივხვდი რაშიც იყო საქმე და ვკითხე მან თუ მოიტანა 300 დოლარი, რაზეც მან დადებითი პასუხი მომცა. შემდეგ დავინტერესდი, თუ მოიყვანა 4 კაცი. პასუხი უარყოფითი იყო. კვლავ ვკითხე, რამდენი ხანი გასულიყო რაც იმ კომპანიაში მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ 6 თვე. ხოლო კითხვაზე რატომ არ მოიყვანა ჯერ 4 ადამიანი, აღმოჩნდა რომ ის ჯერ ორგანიზაციას სწავლობდა. მგონი, მეტისმეტად გაიწელა სწავლის პერიოდი, არა? მოკლედ, აშკარა იყო რომ თავის დროზე შეცდა და 300 დოლარი გადაიხადა, ხეირი ვერანაირი ვერ ნახა და ახლა ცდილობდა, როგორმე ის 300 დოლარი მაინც ამოეღო უკან.

კიდევ, ერთი საინტერესო შემთხვევა მქონდა, როდესაც გასაუბრებაზე მისულს 2 საათი მალოდინეს, რადგან ოფისის გასაღები უნდა მოეტანა ვიღაცას. ხოლო როდესაც მოიტანეს, ინტერვიუერი ჩემთვის ჩინური წამლების შესახებ მოყოლის ნაცვლად, ჩემი ”ახლოს გაცნობით” იყო დაკავებული.

და ასე დაუსრულებლად …

სიმართლე გითხრათ, არ მესმის რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა ასეთ კომპანიასთან თანამშრომლობა. მითუმეტეს საქართველოში, სადაც, ასე მგონია, ქსელურმა მარკეტინგმა ერთგვარი მუტაცია განიცადა და მისტერიულ სექტას დაემსგავსა. ან რატომ უნდა გადაიხადო 300 დოლარი და 25 ლარი ტრეინინგებში? ტრეინინგებში სადაც ადამიანების ”გამოყენებას” გასწავლიან? რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებს არის ის, რომ ჩემს საყვარელ ავტორებს, დეილ კარნეგისა და ნაპოლეონ ჰილს სათავისოდ იყენებენ და დამახინჯებული სახით ასწავლიან მათ მოძრვრებებს!
ასევე საინტერესო არის ის, რომ თვითონაც ვერ გაურკვევიათ სამსახურს გთავაზობენ თუ ბიზნესის დაწყებაში დახმარებას. სამსახური ეს არანაირად არ შეიძლება, რომ იყოს, რადგან ხელფასს არ გიხდიან. ბიზნესსაც, პირადად მე ვერანაირად ვერ ვამსგავსებ. ეს უფრო მონობას გავს, რადგან მაინც სხვას ამდიდრებ და შენ მხოლოდ გამოხრული ძვალი გხვდება. და თუ მაინცდამაინც ბიზნესი გინდა, ვიდრე გაურკვეველი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის ტექნიკა ასაღო, არ ჯობია ინდ. მეწარმეობა გააფორმო, თუნდაც ლილოს ბაზრობაზე პროდუქტი იყიდო და საკუთარი სახელით გაყიდო? ასე შენ თვითონ იქნები საკუთარი თავის უფროსი, რა ფასსაც გინდა იმ ფასს დაადებ, პროდუქციის სახეობაშიც არავინ შეგზღუდავს და მიღებული მოგებაც მხოლოდ შენი იქნება. (შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს არის ჩემი აზრი და თუკი ვინმე შეძლებს საპირისპიროში ჩემს დარწმუნებას, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს).

მოკლედ, ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ბოლო-ბოლო მაინც ვიპოვე სამსახური, რომელსაც შემდეგ არა-ერთი და სულ უფრო უკეთესი მოჰყვა. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ქსელური მარკეტინგი მათგან, ნამდვილად, არც ერთი არ იყო, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.

პ.ს. ჩემს სტატიაში არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ კოსმეტიკის მწარმოებელ და რეალიზატორ ბრენდებს, რადგან მიმაჩნია რომ ისინი ნამდვილ სარგებელს ქმნიან საზოგადოებაში და ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ.

19 thoughts on “როდესაც სამსახურს ვეძებდი … ანუ რატომ არ ვენდობი ქსელურ მარკეტინგს!

  1. ძალიან მომეწონა სტატია. სტუდენტობისას, დაქალს გავყევი რაღაც მსგავს “კომპანიაში”. 20 კაცს ერთად უტარდებოდა გასაუბრება. მანამდე ერთ საათიანი “დაბოლება” მიმდინარეობდა. რამოდენიმე გოგონა აქტიურად ცდილობდა გამორჩეული ყოფილიყო. იწერდა რაღაცეებს, კითხვებს სვამდა, ა.შ.
    მოგვიანებით 10 კაცი გაგვიყვანეს მეორე ოთახში, სადაც გვამცნეს რომ მეორე ტურში გადავედით. აქ ბედნიერი სახეები უნდა გვქონოდა ალბათ :)) მაგრამ მე და ჩემი მეგობარი უკვე აზრზე მოვედით სადაც “გვეპატიოჟებოდნენ”. ამ მეორე ტურის “გავლის” შემდეგ, ინდივიდუალურ გასაუბრებაზე ამოვყავით თავი, სადაც კონტრაქტის სანაცვლოდ 125$-ის გადახდას გვთხოვდნენ… მოკლედ, ძალიან სახალისო იყო.

    როგორ ბოლდება ამ “მარკეტინგით” ხალხი, ვერ ვხვდები.

  2. როდემდე უნდა გაგრძელდეს მათგან ხალხის “დაბოლება” ? ან როგორ ტყუვდებიან ადამიანები არ მესმის. ეს საშინელებაა, დედაჩემიც ლამის მახეში გააბეს და ძლივს დავარწმუნე რომ თაღლითები არიან და გადავაფიქრებინე როგორც იქნა მათთან თანამშრომლობა. ნუ მოვტყუვდებით მეგობრებო !!!🙂

    1. მზეკო,

      მიხარია რომ დედაშენი გადაარწმუნე!🙂

  3. სალომე,
    ძალიან დიდი მადლობა კომენტარისათვის🙂 ხალხი, უმეტეს შემთხვევაში იმიტომ მიდის ამაზე, რომ ძალიან უნდათ სამსახურის დაწყება და აი, მოულოდენელად, ჩნდება ვიღაც, ვინც ბევრ ფულსა და უზრუნველ ცხოვრებას გპირდება…. ბევრს სჯერა … ძალიან ბევრს … ეს სტატიაც იმიტომ დავწერე, რომ მინდა ადამიანებმა თვალი გაახილონ … ქსელური მარკეტინგით გამდიდრებული ადამიანი საქართველოში მე არ მინახავს! აი, პირიქით, დაღუპული – რამდენიც გინდა!

  4. ნატალი მთლიანად შენი სტატია კარგია,ყველაზე მეტად მომეწონა ბოლო შტრიხი (პ.ს. ჩემს სტატიაში არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ კოსმეტიკის მწარმოებელ და რეალიზატორ ბრენდებს, რადგან მიმაჩნია რომ ისინი ნამდვილ სარგებელს ქმნიან საზოგადოებაში და ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ.) მაგრამ,ის კომპანიები სადაც შენ იყავი მისული,ქსელური მარკეტინგით არ მუშაობდნენ არამედ ფინანსური პირამიდის სტრატეგიით. თხოვნა მექნება პირადად შენთან რომ გამოაქვეყნო სტატია “რა განსხვავება ქსელური მარკეტინგის და ფინანსური პირამიდის შორის”!!!!!

    1. giorgi amayi,

      ძალიან დიდი მადლობა, კომენტარისათვის🙂

      თუკი ქსელური მარკეტინგი არ იყო, მაშინ რატომ ირქმევენ ქსელურ მარკეტინგის? ან იქნებ თვითონაც არ იციან რას წარმოადგენენ?

  5. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ქსელური მარკეტინგი ერქმევა თუ ფინანსური პირამიდა , მთავარი ისაა რომ ადამიანებს ატყუებენ და იყენებენ😦

  6. ჯერ ერთი რო მარკეტინგი თავიდან ბოლომდე ერთი დიდი სისულელეა … არსებობს საქმე და არანაირი მაკრეტინგი ! ქსელური გლობალური იაღოვისტური სექტური სოფლური )) ერთი სიტყვით მარკეტინგი არ არსებობს არსებობს საქმე და ვსე !
    პიდარმუხები არიან მანდ ქსელურ მარკეტინგში და ჩინურ მარაზმს ყიდიან ქართველებზე ხუი ევო ზნაეტ ეგ წამლები რას უშვება ადამიანს ))

  7. გამარჯობათ მეგობრებო!
    ნატალი საინტერესო სტატიაა, როცა ვკითხულობდი მრავალი რამ გამახსენდა. გამოგიტყდებით და საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ქსელურ მარკეტინგში მუშაობის. მე არც თავის მართლებას ვაპირებ და არც ამ სისტემის დაცვას რადგან ჩვენ ორივე ყოველთვის იმას ვაკეთებთ რაც ფასეულია. ჩემთვის კი ფასეულობა მარტო ფული არ არის ის ჩემი ქვეყნის ღირებულებასთან ასოცირდება. იმასაც გეტყვით მეგობრებო რომ ძალიან ფართოდ ვარ დაკავებული ასევე ეგრედ წოდებული ტრადიციული ბიზნესით რაც მაძლევს საშვალებას ვიცოდე ძველიც და ახალიც. ერთი რაშიც თავიდან ბოლომდე გეთანხმები ნატალი ის არის, რომ მართლაც და მრავალმა ადამიანმა გადააკეთ გადმოაკეთა სისტემის არსი და რითიც სახელი ებღალება ამ ბიზნეს კომპანიებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიყავი და ვარ ერთ ერთი იმათგანი ვინც ყველაფერს აკეთებს ამ სისტების პოპულარიზაციისთვის საქართველოში ოღონდ რათქმაუნდა სწორი და მომგებიანუ კუთხით ხალხისთვის. მიდა გითხრათ რომ ქსელურმა მარკეტინგმა მრავალი ქვეყნის განვითარებაში შეიტანა წვლილი. ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის რომ ამ სისტემას ცუდად იყენებენ, პრობლემა სხვაა. მაგალითად ამერიკაში ადამიანი აკეთებს არჩევანს ტრადიციულ და არა ტრადიციულ (ქსელურმარკეტინგს) ბიზნეს შორის და თუ ეს უკანასკნელი გადაწყვიტა, შემდეგ არჩევს მისთვის მისაღებ ქსელურ კომპანიას.
    რაც შეეხება საქართველოში იცით ადამიანი რის არჩევანს აკეთებს პირველი იმუშაოს თუ ისწავლოს (რომელი რისთვის არის ვერ ერკვევა, სწავლა მუშაობისთვის თუ მუშაობა სწავლისთვის)? რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ასეა და შემდეგ სვამს კითხვას სად ჯობია, სად უფრო კაი პონტია და ხელფასი. მაგრამ იშვიათად უჩნდება კითხვა ვინმეს საერთოდ რა უნდათ. და ბოლოს პრობლემის მთავარი არსი სწორედ ის არის რომ ამერიკაში და ბევრ სხვა ქვეყანაში ქსელური მარკეტინგი რომ დაიწყო ტრადიციული ბიზნესი მინიმუმ100წლის დაძველებული იყო, ჩვენთან კი ჯერ ბიზნესი რა არის ის არიციან და მიდი და აუხსენი ეხლა შენ ეგეთს რომ ბიზნესს აქვს ერთ-ერთი თანამედროვე განვითარებული განშტოება რომელსაც ქსელური ბიზნესი (MLM) ქვია. ეს ძალიან რთულია და ყველას არ შეუძლია და ეს წარმოშობს დაბნეულ საუბარს მათგან ვინც თვითონაც არაკომპეტენტურია. თუკი ერთხელ მაინც დაინტერესდებით ამ სისტემის ღრმა არსით მზად ვარ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და წარმოგიდგინოთ უფრო ფართოდ ქსელური მარკეტინგი თავის უპირატესობებით და ნაკლოვანებებით.
    პატივისცემით ბაქარ გელაშვილი.

  8. გამარჯობა ბაქარ,

    უღრმესი მადლობა შენი კომენტარებისათვის. დიდი მადლობა, რომ დრო დამითმე და ასეთი საინტერესო კომენტარი დამიტოვე.

    კომენტარები, არ ემატებოდა, რადგნა მოდერაციას საჭიროებდნენ. მე კი, უბრალოდ ქალაქში არ ვიყავი და ვერ მოვახერხე ეს.

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ბოდიში, რომ გალოდინე😦

  9. მნიშვნელობა არ აქვს, რა ყიდი…
    ქსელური მარკეტინგი ჩვენთან ისევე გააბანძრს, როგორც სიტყვა ბანკი თავის დროზე. არადა არც ის კომპანიები იყვნენ ბანკები და არც ეგ კომპანიები არიან ქსელური მარკეტინგის ნიმუშები.
    პირამიდებია ერთიც და მეორეც.
    თორემ ქსელური მარკეტინგი ზოგადად გენიალური მარკეტინგული გამოგონებაა…
    შენ ეს იცი (სტატიის P.S. ჩანს თუნდაც) მაგრამ ჩვენთან როგორც ყველაფერი კარგი ეგ მეთოდიც პირველ რიგში აფერისტებმა და იაფფასიანი და ყალბი მაიმუნობის დისტრიბუტორებმა მოირგეს და მომხმარებელში სახელიც გაუფუჭეს “ქსელურ მარკეტინგს”.

  10. ნატალი, შეეცადე მეტი გაიგო ქსელური მარკეტინგის შესახებ, რადგან შენს სტატიაში საუბრობ ფინანსურ პირამიდაზე და არა ქსელურ მარკეტინგზე! ”მაგრამ მანამდე 300 აშშ დოლარი და 25 ლარი უნდა მოიტანოო” – ეს სუფთა ფინანსური პირამიდაა.
    ის კოსმეტიკური ბრენდები კი რომლებსაც შეეხე, სწორედ ქსელური მარკეტინგის სისტემით მუშაობენ.
    რაც შეეხება შენს საყვარელ ავტორებს (ჩემთვისაც არანაკლებ პატივსაცემი ადამიანები არიან), ვეჭვობ, რომ კარნეგი ან ჰილი, ამ ბიზნესის წინაამღდეგი ყოფილიყოს, პირიქით!
    ნატალი, მე კიდევ ერთხელ გირჩევ, რომ მეტი გაიგო ქსელური ინდუსტრიის შესახებ🙂

  11. ჩინური მედიცინა და მედიკამენტები ნამდვილი ნაგავია და მისმა გამსაღებლებმა ეს უნდა იცოდნენ. ხალხს წამლების ფული ძლივს აქვს და ასეთ შხამს რომ მიყიდი გადასარევი რეკომენდაციით ადამიანი არ უნდა იყო! ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავოს ასეთი მარაზმული საქმიანობისგან.

  12. ისე რა ცოდვაა ეგ ხალხი ვისაც ქსელური მარკეტინგი ვერ გაურჩევია ფინანსური პირმიდისაგან,ხალხნო უკვე 21 საუკუნეა თუ აკვირდებით დღეს ყველაფერი ინტერნეტის მეშვეობით ქსელში აკეთებენ,ისე სიმართლე რომ ვთქვათ ეგ ბიზნესი ზოგ ზოგიერთებს არ მოსწონთ,ვისაც დაქირავებული მუშა ხელი ყავს,დღეს ძნელია ხალხი დააბრიყვო და შენს გადარჩენილზე ამუშავო,,,მე ამ ბიზნესსში ვარ უკვე 1 წელია და საკმაო შემოსავალი მაქვს

  13. natali nu ezebt sawinaagmdegos, nu xart negativit yvelafris mimart, tqvens azrs nu axvevt xalxs………….qseluri marketingi martlac arachveulebrivia……vinc sworad gaigebs da gaaketebs……..mere ra rom tqven ver naxet namdvili qseluri biznesis kompania………….axla mainc icit meti , xeli migiwvdebat kompiuterit,,,,,,moiziet sachiro masalebi da me darwmunebuli var qseluri biznesi shegiyvardebat………..mat xom produqti aqvt arachveulebrivad kargi da marketingic zalian moqnili da saqartveloshi bevrs gauchina finansuri damoukidebloba………….me piradad zalian momwons es sfero da nu ecdebi sxvas xeli sheushalo …………..ramdeni adamiania imdeni azrta sxvaobaa,magram tqven nu daamzimebt kide mat azrvnebas da nu daabnevt……….gaige meti qselur marketingze da tqvenc sheicvlit am azrs……….liloze zogi iset nagavs yidis magas me namdvilad ar vurchev aravis………xarisxia aq wamyvani piroba da tavisufali rejimi………tanac kargi shemosavali xalxis masistvis da ara erti adamianistvis………..waikitxe murad bartishvilis statiebi da sxva kide mravalia aq…………..

  14. mecineba im xalxze vsac es tsatia ar mogewonat, da am gogonas ruchevt kide bevri ramis wakitxvas. kargit raaa.piradad mec ki mqonda leqciebi imis shesaxeb rom qseluri marketingi kargia amas mxolod saqartveloshi iyureben cudad…vinc es sfero mogwont albat meti ver shezelit cxovrebashi da romelime qseurshi ukve xart dasaqmebuli tu amas dasaqmebas ezaxit. ( uatyopiti komentarebisgan tavi sheiukavet ) !!!!! me namvdilad ar shemiyvardeba eg qseluri biznesi da .da xalxma sworedac rom zustad icis misi mnishvneoba.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s